⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.01.2012)
გაუქმებულია:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 20.08.2008
ძალის დაკარგვა 09.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №712
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.124
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 29/08/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,224 სიტყვა · ~31 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.08.2008 მიღება
09.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Tavi, li.Tavi, div.Tavi {mso-style-name:Tavi; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:20.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxli, li.muxli, div.muxli {mso-style-name:muxli; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sia1, li.sia1, div.sia1 {mso-style-name:sia1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:8.5pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.sia10 {mso-style-name:"sia1 Знак"; font-family:"Sylfaen","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.9pt 49.3pt 44.65pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.124 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №712 2008 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამ­ტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ნოდია საჯარო სამართლის იურიდიული პირის –აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესს, მართვის პრინციპებს, პერსონალის სახეებსა და უფლება-მოვალეობებს, პერსო­ნალთან შრომით ურთიერთობებს, სტუდენტთა უფლე­ბა-მოვალეობებს, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პრინციპებსა და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის სტატუსი 1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემ­დგო­მში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათ­ლებლო დაწესებულება. 2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 3. უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „აწსუ“. 4. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვა­ლი ბეჭედი, საკუთარი სიმბოლოები, ანგარიშ­სწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. უნივერსიტეტის მისამართია: ქ. ქუთაისი 4600, თამარ მეფის ქ. №59.     მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის მიზნები 1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: ა) უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარ­ტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით მაღალკვალიფიციური სპეცია­ლისტე­ბის მომზადება; ბ) მეცნიერების განვითარება; გ) ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ქართული და მსოფ­ლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელ­შეწყობა. 2. თავისი მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი: ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების – საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო საგანმანათ­ლებლო პროგრამებს; ბ) ახორციელებს პროფესიული უმაღლესი განათ­ლებისა და სახელობო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგ­რამებს/კურსებს; დ) ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს; ე) ღია კონკურსის საფუძველზე ახდენს მაღალი სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალის მქონე აკადემიურ პერსონალის შერჩევას; ვ) ახორციელებს ფუნდამენტურ სამეცნიერო კვლე­ვებს; ზ) ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის მაღალ ხარისხს; თ) ახდენს სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას თავი­სი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მეშვეო­ბით; ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყ­ნებს სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო კვლევების შედეგებს; კ) უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეც­ნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას; ლ) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცეს­ში; მ) უზრუნველყოფს მართვის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; ნ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნისათვის; ო) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; პ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანო­ბას; ჟ) კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს უწ­ყობს უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას. თავი II. უნივერსიტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები     მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმა­ნათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეუ­ლებისაგან. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და ფაკულტეტები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდე­ბით, რომელსაც წარმომადგენლობითი საბჭო შეიმუ­შავებს აკადემიური საბჭოს მინაწილეობით და დასამტკი­ცებლად წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 3. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.     მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის მართვა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ად­მინის­ტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველ­ყოფის სამსახური. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.     მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვე­ტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელ­მძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროო­ბასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერე­სებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადე­მიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთ­ნი­­კური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმო­შობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედუ­ლე­ბებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნებისა და კონკურსების სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და საჯაროობას. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.     მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო 1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღ­ლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. 2. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულ­ტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმარ­თველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავი­სუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარუ­ლი კენჭისყრით. აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარე­ბულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი. 3. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 3 წევრი. 4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. 5. აკადემიური საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით. 6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება 1/3-ით 2 წლის გასვლის შემდეგ. 7. აკადემიურ საბჭოს უწყდება უფლებამოსილება უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში; 8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ­ქმედუნარიანად აღიარება; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამ­ტყუ­ნებელი განაჩენი; ე) ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემ­თხვევა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემ­თხვევა. 9. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.     მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება აკადემიური საბჭო: ა) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს ფაკულტეტების წარდგინების საფუძველზე; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვი­თა­რების სტრატეგიულ გეგმას; გ) განსაზღვრავს სასწავლო გეგმებისა და პროგ­რამების, სამეცნიერო კვლევების, სხვა უმაღლეს დაწესე­ბულებებთან თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების ძირითად პრინციპებს; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძ­ველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლო­ბის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდო­მარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენ­ლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენ­ლობის უმრავლესობით წარუდგენს მოტივირებულ წინადადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლე­ბა­მო­სილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენ­ლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას მისი უფლებამო­სილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა; თ) მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის წესდების, ბიუჯეტის, სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმო­­მად­გენლობით საბჭოში განხილვაში; ი) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედი­ტების ცნობის წესს; კ) სასწავლო წლის დასაწყისში, ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით, ადგენს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოც­დებისათვის კოეფიციენტებს; ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინების საფუძ­ველზე ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებუ­ლებებს; მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; ნ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგი­ნებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ო) ადგენს აკადემიური პერსონალისა და მასწავ­ლებელთა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას, პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; პ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და განხილვის შედეგებს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) ისმენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგა­რიშს; რ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვე­ტი­ლებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინი­ჭების შესახებ; ს) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელ­მძღვანელს; ტ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; უ) წევრთა 2/3-ის თანხმობით იღებს გადაწყვეტი­ლებებს ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ფ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ქ) განიხილავს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეუ­ლების დებულებებს და განხილვის შედეგებს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ღ) განიხილავს ფაკულტეტის სტრუქტურას და განხილვის შედეგებს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამო­სილებებს.     მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი 1. აკადემიური საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმარ­თვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით. 2. აკადემიური საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდო­მარეობს უნივერსიტეტის რექტორი. 3. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება რეგლა­მენტით განსაზღვრულ ვადებში. რექტორი საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით იწვევს რიგგარეშე სხდომას. 4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.  6. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. 7. აკადემიური საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდო­მის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღე­ბულ გადაწყვეტილებებს. 8. ოქმს ხელს აწერს რექტორი და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკა­დე­მიუ­რი საბჭოს ბეჭედი.     მუხლი 10🔗. რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ თუ სამეცნიერო სფე­როებში. 2. რექტორის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 3. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერ­სიტე­ტის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმა­ნათ­ლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. 4. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორ­ჯერ. 6. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რექტო­რად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 4 წლის გასვლის შემდეგ. 7. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 8. რექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რო­მელ­თაც თავად ნიშნავს თანამდებობაზე და ათავისუფ­ლებს თანამდებობიდან აკადემიურ საბჭოსთან შეთან­ხმებით. 9. რექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. რექტორის მოადგილედ შეიძლება დანიშნულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.     მუხლი 11🔗. რექტორის უფლებამოსილება რექტორი: ა) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს და შეთანხმებებს. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებ­თან, მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ად­მი­ნის­ტრა­ციის ხელმძღვანელი; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდი­ვი­დუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) აკადემიური/დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის აკადემიურ/დამხმარე პერსონალს. დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; დ) სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფ­ლებს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ შტატგა­რეშე პერსონალს; შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ე) სათათბირო ორგანოს სახით ქმნის საკონსულ­ტაციო საბჭოებსა და კომისიებს; ვ) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსი­ტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან, წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალ­კე, ფაკულ­ტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგი რაოდენობით. სტუდენტთა რაოდენობა წარმომადგენ­ლობით საბჭოში განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ზე არანაკლები უმცირესი მთელი რიცხვით. წარმომადგენლობითი საბ­ჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის ბიბლიო­თეკის ხელმძღვანელი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების სა­ფუძ­ველ­ზე ფარული კენჭისყრით. 4. წარმომადგენლობით საბჭოს უწყდება უფლება­მოსილება უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში; 5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლება­მოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) უნივერსიტეტთან შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ­ქმედუნარიანად აღიარება; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზ­ღვრული შემთხვევები; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამო­სილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენ­ლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არ­ჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემ­დეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბა­მისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.     მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება წარმომადგენლობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელ­მძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარ­დგინების საფუძველზე; თ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკი­ცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგა­რიშს; ი) მის წევრთა 1/3-ის დასაბუთებული ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესო­ბის გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამო­სილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგი­ნებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველ­ყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველ­ყოფის სამსახურის დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ო) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; პ) ამტკიცებს ფაკულტეტის სტრუქტურას; ჟ) ამტკიცებს ფაკულტეტების შექმნის, რეორგანი­ზაციის ან გაუქმების შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწ­ყვეტილებას; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 14🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატა­რებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკე­რი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო მის შემადგენლობაში შემავალი აკადემიური პერსონალი­დან 4 წლის ვადით. 2. სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ­ქმედუნარიანად აღიარება; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამ­ტყუნებელი განაჩენი; ე) უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემ­­თხვევა.     მუხლი 15🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწ­ვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და წარმომადგენლო­ბითი საბჭოს რეგლამენტით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის, რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნით. 3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგა­ნიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს წარმომადგენ­ლობითი საბჭოს მდივანი. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოი­ცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 7. ოქმს ხელს აწერენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭედი.     მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსი­ტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსი­ლების ვადაა 4 წელი. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენ­ლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგი­ნებით, ფარული კენჭისყრით. 4. აკადემიური საბჭო წარდგინების შესახებ გადაწყვე­ტილებას ღებულობს სიითი შემადგენლობის უმრავ­ლესობით. 5. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმო­მადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდა­ტურას. 6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელ­მძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 7. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტო­რის თანამდებობა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძ­ლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექ­ტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 4 წლის გასვლის შემდეგ.     მუხლი 17🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინის­ტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნი­ვერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინან­სური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქ­ტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმო­მადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმო­მადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველ­წლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარ­მომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) განსაზღვრავს შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების პირობებს და შრომის ანაზღაურებას; კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალ­დებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.     მუხლი 18🔗. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკა­ციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზ­ნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდებისა და სამსახურის დებუ­ლების შესაბამისად, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) რეგულარულად აფასებს უნივერსიტეტში მიმდი­ნარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) ატარებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს; გ) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბა­მის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზ­რუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამო­საყალიბებლად; დ) ამზადებს უნივერსიტეტს პროგრამული და ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის; ე) ასრულებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშ­ვალ­დებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენ­ლობითი საბჭოს წინაშე. 4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვა­ნელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ამტკიცებს წარმო­მადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარ­დგინებით. 5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრო­სად შეიძლება არჩეული იქნეს უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. 6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. თავი III. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები     მუხლი 19🔗. ფაკულტეტის სტრუქტურა 1. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევი­დეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (დეპარტამენტი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 2. ფაკულტეტის სტრუქტურას შეიმუშავებს ფაკულ­ტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმო­მადგენლობით საბჭოს.     მუხლი 20🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულ­ტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმარ­თველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზ­ღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. 3. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევა ფაკულტეტის ძირითადი სას­წავ­ლო და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებიდან აკადემიური პერსონალის მიერ, სტრუქ­ტურულ ერთეულებში მათი რაოდენობების პროპორ­ციულად. 4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა ხდება პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფა­­რუ­­ლი კენჭისყრით, ფაკულტეტის დებულებით გან­საზღვრული წესით.     მუხლი 21🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძ­ველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლო­ბის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას. ფაკულტეტის სტრუქტუ­რასა და დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) დეკანის წარდგინებით ამტკიცებს დეკანის მოად­გილის კანდიდატურას; თ) დეკანის წარდგინებით ამტკიცებს/ირჩევს ფაკულ­ტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვა­ნელს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 22🔗. ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის წესი 1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მოწვევის, წარ­მარ­თვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზ­ღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის საბჭოს რეგლა­მენტით. 2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს დეკანი. 3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები იმართება რეგლა­მენტით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომას იწვევს დეკანი საკუთარი ან ფაკულტეტის საბჭოს 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიუ­რი საბჭოს წევრთა 1/3-ის ან რექტორის ინიციატივით. 4. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდო­მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმ­რავ­ლესობა. 6. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. 7. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდო­მის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღე­ბულ გადაწყვეტილებებს. 8. ოქმს ხელს აწერენ დეკანი და ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფა­კულ­­ტეტის საბჭოს ბეჭედი.     მუხლი 23🔗. დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით. 2. დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტე­ტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. 3. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. დეკანს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელთა კანდიდატურებს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულ­ტეტის საბჭოს. 5. დეკანის მოადგილე შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 6. დეკანის მოადგილეების რაოდენობა და უფლება­მოსილება განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.     მუხლი 24🔗. დეკანის უფლებამოსილება დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკი­ცებ­ლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდ­გენს დეკანის მოადგილის კანდიდატურას; ე) ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად/ასარჩევად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ერთ ან რამდენიმე კანდიდატურას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხის­მგებე­ლია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრუ­ლებაზე; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდი­­ვიდუალურ სამართლებრივ აქტებს; თ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდო­მებს; ი) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზ­ნობ­­რივ გამოყენებაზე; კ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭე­ბულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 25🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადე­მიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესს განსაზღვრავს აკადემიუ­რი საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამ­ტკი­ცებული დებულების შესაბამისად. 3. სადისერტაციო საბჭოში შედის ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორი. მათ გარდა, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყოს დოქტო­რის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირიც. 4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტო­რის ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით.     მუხლი 26🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკა­ციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხუ­რი: ა) რეგულარულად აფასებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) ატარებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიე­ბებს; გ) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბა­მის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამო­საყალიბებლად; დ) ფაკულტეტის ფარგლებში ახორციელებს ღონის­ძიებებს პროგრამული და ინსტიტუციური აკრედი­ტაციისთვის; ე) ასრულებს კანონმდებლობითა და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამ­სახუ­რის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამ­სახური ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელ­საც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულ­ტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგი­ნოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. 6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხუ­რის უფროსი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის სრუ­ლი ან ასოცირებული პროფესორი.     მუხლი 27🔗. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეუ­ლის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამ ერთეულის სრული ან ასოცირებული პროფესორი. 2. ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტუ­რული ერთეულის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მასში მომუშავე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქო­ნე პირი. 3. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელ­მძღვანელის უფლებამოსილება გრძელდება დეკანის უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე. 4. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელ­მძღვანელი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას; ბ) ამ სტრუქტურული ერთეულის სრულ პროფე­სორებთან და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვა­ნელებთან ერთად უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიე­რო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას. თავი IV. მართვის ორგანოების არჩევნები     მუხლი 28🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების რეგულირება უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნები რეგულირდება ამ წესდებითა და „მართვის ორგანოე­ბის არჩევის წესის შესახებ“ უნივერსიტეტის დებუ­ლებით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 29🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადება აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, ხოლო რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღეში ნიშნავს აკადემიური საბჭო.     მუხლი 30🔗. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია 1. არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უნივერ­სიტეტის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარ­ჩევნო კომისიები. 2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობას საზღვრავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სტუდენ­ტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.     მუხლი 31🔗. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ფაკულტეტის საარჩევნო კომისია იქმნება უნივერ­სიტეტის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტი­ლებით. ფა­კულ­ტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუ­დენ­­ტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.     მუხლი 32🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წევრი, აგრეთვე მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი.     მუხლი 33🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების ცნობა 1. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა აღემატება ამ წესდების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზ­ღვრულ რაოდენობას, მაშინ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ამ თავით დადგენილი წესით უზ­რუნ­­ველ­ყოფს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა არჩევნების ჩატარებას. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმარ­თველობის წარმომადგენლები აირჩევიან 4 წლის ვადით. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმარ­თველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომად­გენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 3. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტი­ლება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.     მუხლი 34🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა  აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება აკადემიური საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.     მუხლი 35🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენ­ლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამო­სილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავ­ლესობა. 3. წარმომადგენლობითი საბჭო პირველი შეკრების­თანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას. წარმომადგენ­ლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავ­ლესობით. 4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭის­ყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. 5. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენ­ლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნე­ბამდე არა უგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარ­ჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატუ­რას. არჩეუ­ლად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 7 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.     მუხლი 36🔗. რექტორის არჩევნების გამოცხადება 1. რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდე­ბობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ. 2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგის­ტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადე­ბების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.     მუხლი 37🔗. რექტორობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება 1. რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება იწყება ამ წესდების 39-ე მუხლით განსაზ­ღვრული განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. 2. რეგისტრაცია გრძელდება ერთი თვის განმავლო­ბაში.     მუხლი 38🔗. რექტორის არჩევა 1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 40 დღისა, იმართება დაწესებულების რექტორის არჩევნები. 2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევი­სას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 3. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ. 4. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენ­ლობის უმრავლესობით. თუ რექტორობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდი­დატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვ­ლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავ­ლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.     მუხლი 39🔗. კანდიდატურის შერჩევა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ. 2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატთა რეგის­ტრა­ციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადე­ბების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატების მიერ წარ­მო­სადგენ დოკუმენტთა ნუსხა და არჩევნების ჩატარების თარიღი, ასევე კრიტერიუმები, რომლებ­საც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუ­მები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზ­ღვრება აკადემიური საბჭოს აქტით. 3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 დღის ვადაში.     მუხლი 40🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 1. წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით და სიითი შემადგენლობის უმრავ­ლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვა­ნელს. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომად­გენლობით საბჭოს წარუდგინოს ახალი ან იგივე კანდიდატურა. 3. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურ­სის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდ­გენს წარმომადგენლობით საბჭოს.     მუხლი 41🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერ­სიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელ­მძღვანელის შესარჩევად. 2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნ­ველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტე­რიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. 3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდი­დატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმო­მადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვა­ნელის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიი­თი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერ­სიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვე­ვაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმო­მად­გენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა. 6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები.     მუხლი 42🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამ­სა­­ხურის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ფაკულ­ტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნ­ველყოფის სამსახურის ხელმძღვა­ნელის კანდიდა­ტურებს. 2. ფაკულტეტის საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ კანდიდა­ტურის/კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულ­ტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელ­მძღვანელს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში.     მუხლი 43🔗. ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადება 1. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდა­ტების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგის­ტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგის­ტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი.     მუხლი 44🔗. დეკანობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება 1. დეკანობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარე­ბა იწყება ამ წესდების 43-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. 2. რეგისტრაცია გრძელდება 10 დღის განმავლო­ბაში.     მუხლი 45🔗. დეკანის არჩევა 1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან 20 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 30 დღისა, იმართება ფაკულტეტის დეკანის არჩევნები. 2. დეკანის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას ფაკულტეტის საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 3. კანდიდატი ფაკულტეტის საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ. 4. დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლე­სობით. თუ დეკანობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევ­ნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. თავი V. უნივერსიტეტის პერსონალი     მუხლი 46🔗. პერსონალის სახეები უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრა­ციული, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.     მუხლი 47🔗. აკადემიური პერსონალი 1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფე­სო­რებისაგან. 2. პროფესორთა შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5. აკადემიური პერსონალის უფლებები და ვალდე­ბულებები განისაზღვრება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 48🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბა­მებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, გამოიკრას უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერ­სიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმო­მადგენლობითი საბჭო. 4. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოც­ხადების შესახებ წინადადებას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს დეკანი.     მუხლი 49🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქ­ტო­რის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რო­მელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა­ნაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმო­მადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შე­ი­ძ­­ლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდი­ლება. 3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.     მუხლი 50🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავი­სუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხის­მგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვე­ვები.     მუხლი 51🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტე­ტის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახუ­რის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავ­ლე­ბელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასე­მინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუ­­შაო­ებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმია­ნო­ბისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია: ა) აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე, შრომითი ხელშეკრულების საფუძ­ველზე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარ­მართვის მიზნით (სპეციალისტის მოწვევევის შესახებ წარდგინებას რექტორის წინაშე აკეთებს ფაკულტეტის დეკანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმე­ბით); ბ) საშტატო განრიგით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, კონკრეტული საქმიანობისათვის შტატ­გარეშე დამხმარე პერსონალი სახით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.     მუხლი 52🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაშე შესვლა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ­ქმედუნარიანად აღიარება; დ) 65 წლის ასაკის მიღწევა; ე) უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობა; ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 2. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის უფლე­ბამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესა­ბამისი თანამდებობის დაკავება ხდება უფლებამო­სილებაშეწყვეტილი პირის დარჩენილი ვადით.     მუხლი 53🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქ­ტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერ­სიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრა­ციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომად­გენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზ­ღვრება აღნიშნული პერსონალების სამსახურში მიღების წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით. თავი VI. სტუდენტი     მუხლი 54🔗. სტუდენტის უფლებები და სტატუსი 1. სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის მიერ განსაზ­ღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსი­ტეტში ბაკალავ­რიატის, მაგისტრატურის, დოქტორან­ტურის ან დიპლო­მირებული სპეციალისტის პროგრამის გასავლელად. 2. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მეცნიე­რულ კვლევაში; გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქ­ტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსი­ტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინ­ფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსი­ტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნე­ბის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმო­მადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუ­თებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინა­რეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდე­ბით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერ­სიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სახელ­მწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავ­ლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტის აკადე­მიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, ფაკულტეტის დებულებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. 3. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუ­დენ­ტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულ­ფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. 4. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასება. 5. სტუდენტის სტატუსი მოქმედებს საგანმანათ­ლებლო პროგრამის დასრულებამდე. 6. სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს: ა) პირადი სურვილით; ბ) აკადემიური ჩამორჩენილობის ან/და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის მიხედვით; გ) სასწავლო წლის განმავლობაში უნივერსიტეტში არასაპატიო მიზეზით 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო; დ) დისციპლინური ნორმების უხეში დარღვევის გამო; ე) კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შინაგანაწე­სის მიხედვით განსაზღვრული სხვა შემთხვევების გამო. 7. სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას დეკანის წარდგინებით გამოსცემს რექტორი. 8. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებ­ლობით, უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და უნივერ­სიტეტის ეთიკის კოდექსით.     მუხლი 55🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია: ა) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედ­ვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუ­თარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა; ბ) დაიცვას შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას; დ) დაიცვას კანონმდებლობით,ამ წესდებით, უნივერ­სიტეტის შინაგანაწესით, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები.     მუხლი 56🔗. სტუდენტთა თვითმმართველობა 1. უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევ­ნების საფუძველზე იქმნება სტუდენტთა თვითმმარ­თველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტთა თვითმმარ­თველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერ­სიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტთა თვითმმართველობა თავისი დებულე­ბის შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერ­სიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელ­თაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომად­გენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტთა თვითმმართველობის საქმია­ნობაში. 5. სტუდენტთა თვითმმართველობა იღებს დაფინანსე­ბას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. თავი VII. უნივერსიტეტის ქონება და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა     მუხლი 57🔗. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისათვის და და­კის­რებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით. 2. უნივერსიტეტის ქონებას შეადგენს მისთვის სახელ­მწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცე­მული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 3. უნივერსიტეტს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო­მად­გენ­ლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით უნივერსიტეტს შეუძლია განახორ­ციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზ­ღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 7. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორ­ციელებელი ორგანოა საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორ­ციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონიმიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინის­ტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიე­რი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 8. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფ­ლე­ბამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უნივერსი­ტეტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 58🔗. უნივერსიტეტის შემოსავლები და ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელ­მწიფო სასწავლო გრანტით; ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სტუდენტის მიერ, ასევე სხვა ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ე) კერძო გრანტის, შემოწირულობის ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; ვ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. 2. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსი­რების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილს. 3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმი­ნის­ტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკი­ცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 4. უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომად­გენლობითი საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის მიხედვით.     მუხლი 59🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორ­ციელე­ბელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწ­მებს სახელმწიფო კონტროლის განმახორ­ციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VIII. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 60🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენი­ლებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს წარდგინებით. თავი IX. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა     მუხლი 61🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. ამ წესდებაში ცვლილებების ან დამატებების პროექტს შესაბამისი დასაბუთებით შეიმუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამ­ტკიცე­ბლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.