,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№480
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.026.012.126
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.012.126

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №480

2008 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ბრძანებას დაემატოს 23 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,23. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი დანართი №17 შესაბამისად.

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №17 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და პირადი შემადგენლობა.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

დ. კეზერაშვილი

დანართი №17

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა

                                                                                                                        (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

დანამატი

თვეში

1

დეპარტამენტის უფროსი

1 300

2

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1 100

3

სამმართველოს უფროსი

1 000

4

სამმართველოს უფროსის მოადგილე,

განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერი

650

5

განყოფილების უფროსი, სპეციალურ

დავალებათა ოფიცერი, მრჩეველი

550

6

განყოფილების უფროსის მოადგილე,

მთავარი ანალიტიკოსი, თანაშემწე

450

7

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი,

ანალიტიკოსი, მორიგე

400

8

ოპერატიული თანამშრომელი,

მთავარი სპეციალისტი

250

9

უფროსი სპეციალისტი

230

10

სპეციალისტი

160

 

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული დანამატი გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა კატეგორიებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.