,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1772
სარეგისტრაციო კოდი
300.310.000.22.024.012.137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 01/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.012.137

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1–1/1772

2008 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2008 წ., №53, მუხ. 610) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები:

„9. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ დროსა და საათს ლიცენზიის გამცემ ორგანოში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე, აუქციონი, გამოცხადებული პირობებითა და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებით, გამოცხადებულად ითვლება აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. სამინისტროს უფლება აქვს ამ შემთხვევაში ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრალურ პრესაში.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემ ორგანოში აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე პირველი განცხადების შემოტანიდან მე-4 სამუშაო დღეს, წინასწარ გამოცხადებულ საათს. ხოლო განცხადებების მიღება მთავრდება აუქციონის ჩატარების წინა სამუშაო დღეს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრალურ პრესაში“.

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება მთავრდება გამოცხადებულ დღეს და საათს. რის შემდეგაც შემოსული განაცხადები არ მიიღება, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ბე, ბეს ოდენობა სამინისტროს მიერ განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და იგი არ შეიძლება იყოს ლიცენზიის საწყისი ფასის 10%-ზე ნაკლები.“.

დ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

ე) მე-11 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, 91, მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისათვის დადგენილი მოთხოვნები და პროცედურები ასევე შესაბამისად გამოიყენება ლიცენზიის მიმღების მიერ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევებშიც.“.

ვ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-11 მუხლის მე-4 და მე-13 პუნქტები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2008 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 მინისტრის პირველი

 მოადგილე ვ. ლეჟავა