,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№688
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.012.142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 129, 03/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.142

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №688

2008 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებას (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1606) დაემატოს დანართი №41 თანდართული რედაქციით.

 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

დანართი №41

რისკების მართვისა და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) რისკების მართვის და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი (შემდ გ ომში – დეპარტამენტი) არის სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახაზინო სამსახურის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია და კონტროლი;

ბ) საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მართვის განხორციელება და კონტროლი;

გ) საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიური მითითებების პროექტების მომზადება;

დ) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების ორგანიზება;

ე) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიური მითითებების პროექტების მომზადება;

ვ) სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ზ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №164 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

თ) ,,მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა;

ი) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან და რეგიონალური ხაზინებიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის მონაცემებზე და გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია;

ბ) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ხაზინის ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ნაშთებზე და კვარტალური განწერით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ოპერატიულ მაჩვენებლებზე ინფორმაცია;

გ) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური აქტივების მართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია;

დ) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკიდან სარეკომენდაციო ხასიათის ინფორმაცია ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსებული საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალურ დასაშვებ მოცულობაზე, განთავსების მაქსიმალურ დასაშვებ ვადებზე და მინიმალურ საპროცენტო განაკვეთებზე;

ე) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკისგან ინფორმაცია სახელმწიფო ფინანსური აქტივების განსათავსებლად ფინანსური ინსტრუმენტებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესაბამისობის შესახებ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე;

გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 5. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.