⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით საქონლის/მომსახურების ფასის დადგენის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.08.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №691
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.144
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 03/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,959 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2008 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით საქონლის/მომსახურების ფასის დადგენის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.144 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №691 2008 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი „გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით საქონლის/მომსახურების ფასის დადგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად და 108-ე მუხლის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით საქონლის/მომსახურების ფასის დადგენის შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, დანართი №2). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გილაური ინსტრუქცია გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით საქონლის/მომსახურების ფასის დადგენის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საგადასახადო ინსპექციის, აუდიტის დეპარტამენტის (შემდეგში – საგადასახადო ორგანო) უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების მიზნით, მოსამართლის ბრძანების გარეშე, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით განახორციელონ გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა (შემდგომში – საკონტროლო შესყიდვა) ან/და დაადგინონ საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით (შემდგომში – შეთავაზება). 2. საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის წინასწარი შეტყობინების გარეშე, გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს. ამასთან, აღნიშნულმა პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა გააჩეროს გადასახადის გადამხდელის საქმიანობა. 3. საკონტროლო შესყიდვას ან/და შეთავაზებას უნდა ესწრებოდეს გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტი. 4. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურების განხორციელების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკონტროლო შესყიდვის (შეთავაზების) პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები. 5. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურების განხორციელების დროს სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს საგადასახადო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. 6. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურების განხორციელების დროს, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა უსაფრთხოებასა და მოპოვებული მტკიცებულებების დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი.     მუხლი 2🔗. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების განხორციელების მიზანი და საფუძვლები 1. საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება შესაძლებელია განხორციელდეს: ა) როგორც გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის დამოუკიდებელი პროცედურა – გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით და/ან მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენის მიზნით; ბ) როგორც გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის სხვა პროცედურების თანამდევი პროცედურა, მათ შორის ასეთი პროცედურების (ქრონომეტრაჟის, დათვალიერების, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დაცვის კონტროლის და სხვ.) განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით. 2. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას შეიძლება საფუძვლად დაედოს: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების ან/და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების ან სხვა დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლების მოცულობა და რეალიზებული (მიწოდებული) საქონლის/მომსახურების ფასი (ღირებულება) არსებითად არ შეესაბამება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასს ან/და მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელებზე მოპოვებული ინფორმაციისაგან; ბ) მესამე პირისაგან მიღებული ინფორმაცია; გ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის მიზნით, საქონლის რეალური სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის აუცილებლობა.     მუხლი 3🔗. საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების განხორციელების თაობაზე 1. საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც გამოიცემა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მიზნით. 2. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოცემულ საკონტოლო შესყიდვის ან/და შეთავაზების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახე; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანო; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური; დ) ის ნორმატიული აქტი, რის საფუძველზეც მოხდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ე) პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა ვინაობა; ვ) გადასახადის გადამხდელის (გადამხდელების) სრული სახელწოდება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი; ზ) პროცედურის ჩატარების ადგილი (სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტის (ობიექტების) დასახელება, მისამართი); თ) პროცედურის ჩატარების პერიოდი (მისი დაწყებისა და დასრულების ვადები); ი) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა; კ) მოწვეული სპეციალისტის სახელი, გვარი; ლ) გამოცემის დრო და ადგილი; მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები. 3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს როგორც ერთი კონკრეტული გადასახადის გადამხდელის, ასევე რამდენიმე გადასახადის გადამხდელის მიმართ. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაცვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია ერთი გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტში საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების განხორციელების თაობაზე. პროცედურა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე შეკვეთის (ადგილზე მიტანის, გამოძახების) ფორმით. 5. საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დანართის სახით უნდა ახლდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი. 6. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების პროგრამა უნდა შეიცავდეს: ა) საგადასახადო კონტროლის პროცედურის (საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება) ზუსტ დასახელებას; ბ) პროცედურის ჩატარებისას გამოსაყენებელ საკონტროლო შესყიდვის (შეთავაზების) პროცედურის დაფიქსირების ტექნიკურ საშუალებებს (ასეთის აუცილებლობისას); გ) მითითებას იმის თაობაზე, მოიცავს თუ არა ჩასატარებელი პროცედურის პროგრამა საქონლის საკონტროლო შესყიდვასაც, თუ იგი შეიძლება დასრულდეს შეთავაზებით საქონლის ან/და მომსახურების ფასის დადგენით; დ) შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების დასახელებას ან ზოგად მითითებას გამოყოფილი თანხის ფარგლებში საკონტროლო შესყიდვის განხორციელების თაობაზე; ე) პროცედურის ჩატარების სიხშირეს, თარიღს ან/და პერიოდს. 7. გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებით ბარათში უნდა აისახოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის უფლებები.     მუხლი 4🔗. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან ერთად საგადასახადო ორგანო განიხილავს და საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ამ მუხლის მე-4 – მე-7 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრების ოდენობას და მისი დაფინანსების წყაროს. 2. საგადასახადო ორგანოს უფროსს/მოადგილეს უფლება აქვს საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის განხორციელების მიზნით გააფორმოს ერთჯერადი ხელშეკრულება მოწვეულ სპეციალისტთან (სპეციალისტებთან) სათანადო ანაზღაურებით (სპეციალისტის მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯები და გასამრჯელო). სპეციალისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ ამ საგადასახადო ორგანოსათვის საკონტროლო შესყიდვებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 3. საქონლის ან/და მომსახურების სახეობის, აგრეთვე ობიექტის (ობიექტების) ადგილმდებარეობისა და პროცედურის ჩატარების ვადების გათვალისწინებით, საკონტროლო შესყიდვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან ერთად ფორმდება ორდერი (დანართი №2), რომელშიც მიეთითება: ა) საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება; ბ) საკონტროლო შესყიდვის განხორციელების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი; გ) პროცედურაში მონაწილე და თანხის მიღებაზე (გამოყენებაზე) პასუხისმგებელი (ანგარიშვალდებული) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; დ) საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად გასაცემი თანხის ოდენობა და მისი დაფინანსების წყარო; ე) საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის სახელი, გვარი და ხელმოწერა. 4. საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი თანხები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (პირების) წინასწარი წერილობითი თანხმობით, საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს უფლებამოსილი პირის (პირების) საკუთარი სახსრებით, რის თაობაზეც მიეთითება ორდერში. 6. საკონტროლო შესყიდვა, როგორც წესი, ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. 7. საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს (პირებს) გადაეცემა „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №018-ის – „საავანსო ანგარიშის“ საფუძველზე. სხვა რეკვიზიტებთან ერთად, ფორმაში მიეთითება გამოყოფილი თანხის სრული ოდენობა და იმ პირის გვარი, სახელი და თანამდებობა, რომელიც თანხის შენახვასა და მიზნობრივი დანიშნულებისათვის გამოყენებაზე იქნება პასუხისმგებელი (ანგარიშვალდებული). ამავე ფორმაში აისახება საკონტროლო შესყიდვაზე (მიზანდასახულად) გახარჯული, აგრეთვე აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ დარჩენილი და/ან დაბრუნებული თანხა. 8. საჭიროების შემთხვევაში (დასაკვირვებელი ობიექტის (ობიექტების) რაოდენობისა და მათი ადგილმდებარეობის, შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების სახეობისა და რაოდენობის გათვალისწინებით) საგადასახადო ორგანო უფლებამოსილ პირს (პირებს) უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებით.     მუხლი 5🔗. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის განხორციელების დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა და მოპოვებული მტკიცებულებების დაცვის უზრუნველყოფა 1. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ან დადასტურებული ინფორმაცია, რომ ჩასატარებელი პროცედურის განხორციელების დროს მოსალოდნელია საფრთხე შეექმნას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს ან/და მოპოვებულ მტკიცებულებებს, საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს პროცედურის განხორციელების დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის (შემდეგში – სპეციალური დანიშნულების რაზმი) წარმომადგენელთა დასწრებას. 2. საგადასახადო ორგანოს მოტივირებული წინადადება ჩასატარებელი პროცედურის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს. 3. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლის ან თანამშრომელთა ჯგუფის მიერ დაცვის ობიექტის განსაზღვრის თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი. 4. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს ან/და დაცვის აუცილებლობა წარმოიშვა საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის დაწყების შემდგომ, დაცვის ობიექტის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მიერ საგადასახადო ორგანოსთან და შემოსავლების სამსახურის უფროსთან სიტყვიერი შეთანხმებით. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.     მუხლი 6🔗. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს მოსამსახურის ინტერესთა კონფლიქტი და უფლებამოსილი პირის ვალდებულებები 1. საგადასახადო ორგანოს მოსამსახურეს ეკრძალება პროფესიულ ვალდებულებათა შესრულება იმ პირის მიმართ: ა) რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად ითვლება მოსამსახურის ნათესავად; ბ) რომლის მიმართაც მას ან სხვა პირს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ითვლება მოსამსახურის ნათესავად, ან მის ოჯახს/ოჯახის წევრს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ან/და სხვა ურთიერთდამოკიდებულება. 2. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) განახორციელოს პროცედურა მხოლოდ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) დაიცვას პროცედურის ჩატარების კონფიდენციალობა და გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას; გ) უზრუნველყოს საკონტროლო შესყიდვის ოპერაციის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტით საკონტროლო შესყიდვებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების, მასზე გადაცემული ტექნიკური საშუალებების მიზნობრივად გამოყენება და დაცვა; დ) პროცედურის განხორციელების შემდგომ გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროცედურის ჩატარების თაობაზე, ამ აქტით დამტკიცებული პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი; ე) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გააფორმოს ჩატარებული პროცედურის შედეგები. 3. საგადასახადო ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია/უფლება აქვს უარი თქვას საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის ჩატარებაზე, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით ან/და, თუ შესასყიდი საქონლის/მისაღები მომსახურების სახეობიდან ან/და პროცედურის ჩატარების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან/და სხვა საპატიო მიზეზი ხელს უშლის დავალების შესრულებაში.     მუხლი 7🔗. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (როდესაც ჩასატარებელი საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის დამოუკიდებელ პროცედურას) საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. 2. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ჩასატარებელი საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის სხვა პროცედურების თანამდევ პროცედურას), საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება ტარდება შესაბამისი პროცედურის ჩატარების თაობაზე გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე პროცედურის განხორციელებასთან ერთად. 3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს საქონლის გაყიდვის წინა მოსამზადებელი პროცედურები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის დაბრუნებაზე გამყიდველის მხრიდან უარის თქმის საფუძველი, როგორიც შეიძლება იყოს: შეფუთვის დაზიანება, საქონლის სარეალიზაციო სახის შეცვლა, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან გამოტანა და სხვა. 4. როდესაც საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მოითხოვს საკონტროლო შესყიდვის დასრულებას, პროცედურის განხორციელება შესაძლებელია შეწყდეს შეთავაზებით, თუ ამ ეტაპზე საქონლის/მომსახურების ფასი დადგენილია ან/და მოპოვებულია შესაბამისი მტკიცებულებები. 5. შეთავაზება შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად, თუ: ა) მიღებულია ბე (ავანსი); ბ) გამოწერილია ანგარიში, ანგარიშ-ფაქტურა ან ზედნადები; გ) გაფორმებულია ხელშეკრულება ნივთის განვადებით შეძენის ან/და საქონლის ნასყიდობის შესახებ სხვა დოკუმენტი (ფასის დაფიქსირებით); დ) პროცედურის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით განხორციელდა სხვა პირისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდება (ფასის დაფიქსირებით) და შესაძლებელია ამ ფაქტზე ოქმის შედგენა სათანადო ფორმით. 6. თუ პროცედურის ჩატარებისას გამოირკვევა, რომ საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული და გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი საქონლის საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს შეუძლია: ა) შეწყვიტოს პროცედურა (როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირდაპირ განსაზღვრულია პროცედურის განხორციელება საკონტროლო შესყიდვის დასრულებით); ბ) შეწყვიტოს პროცედურა შეთავაზებით; გ) საკუთარი სახსრებით შეავსოს თანხის დანაკლისი და დაასრულოს ოპერაცია.     მუხლი 8🔗. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის შედეგების გაფორმება 1. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის შედეგებზე „გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების შედეგების შესახებ“ ოქმს (დანართი №1) ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება. 2. ოქმში აღინიშნება: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) პროცედურის ჩატარების ადგილი (სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტის (ობიექტების) დასახელება, მისამართი); გ) პროცედურის ჩატარების თარიღი/პერიოდი; დ) პროცედურის ჩატარების საფუძველი – საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თარიღი და ნომერი; ე) საგადასახადო ორგანოს დასახელება; ვ) საგადასახადო ორგანოს იმ უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი, ვინც საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება განახორციელა; ზ) პროცედურის განხორციელებაში უშუალოდ მონაწილე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (საქონლის/მომსახურების უშუალო მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელი და გვარი; თ) განხორციელებული პროცედურის დაზუსტება (საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება); ი) ჩატარებული პროცედურის შედეგები: ი.ა) შეძენილი საქონლის/მომსახურების დასახელება და აღწერა (სახეობა, ოდენობა, ზომა ან წონა, შეფუთვა), გადახდილი ფასი; ი.ბ) შეთავაზებული საქონლის დასახელება და აღწერა, შეთავაზებით დადგენილი ფასი; ი.გ) ოპერაციის გაუქმება, დაბრუნებული საქონლის დასახელება და აღწერა, გადახდილი თანხა; კ) ინფორმაცია საქონლის მიბარების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) საგადასახადო დოკუმენტები და ოქმზე თანდართული მტკიცებულებების ჩამონათვალი (საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, ქვითარი, ანგარიში, სასაქონლო ზედნადები, ნივთის განვადებით შეძენის ხელშეკრულება, შესყიდული საქონელი, მოწვეული სპეციალისტის დასკვნა და ა.შ.); მ) პროცედურის განხორციელებაში უშუალოდ მონაწილე პირთა ხელმოწერები; ნ) შენიშვნაში დამატებით აღინიშნება საკონტროლო შესყიდვისას ან/და შეთავაზებისას გამოვლენილი ფაქტები და გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის ან/და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. თუ ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში არ ხდება ოპერაციის გაუქმება, ასეთ შემთხვევაში ოქმი შედგება გამარტივებული ფორმით, კერძოდ, არ ივსება ის ნაწილები, რომლებიც უკავშირდება საქონლის და თანხის დაბრუნებას; შესაბამის შემთხვევებში საქონლის მიბარებას; პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი ჩეკის გაუქმება-კორექტირებას და სხვა. 4. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი წარედგინება გადასახადის გადამხდელს (მის წარმომადგენელს), ხოლო მეორე – რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს. 5. ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად წარედგინება პროცედურის განხორციელებაში მონაწილე ყველა პირს, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმში წერილობით დააფიქსირონ შენიშვნები. 6. გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 7. პროცედურის ჩატარების დროს სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული ოქმის გაფორმება სავალდებულო არ არის და საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების შედეგები აისახება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას „გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შეყიდვის შეთავაზების შედეგების შესახებ“ ოქმის საფუძველზე ან/და სამართალდარღვევის ოქმის ფორმა არ იძლევა ოპერაციის შედეგების ასახვის საშუალებას).     მუხლი 9🔗. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის გაუქმება 1. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის შედეგებზე ოქმის გაფორმების შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადასახადის გადამხდელთან დადებული ნებისმიერი გარიგება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღნიშნული პროცედურის მიზნებისათვის. 2. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას – შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს (გადასახადის გადამხდელს), ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს (საგადასახადო ორგანოს). 3. ოპერაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ოპერაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (საქონლის მყიდველის) მიერ და ფორმდება საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე, ამავე ოქმის შესაბამის გრაფებში სათანადო ჩანაწერების დაფიქსირებით. 4. საქონლის გაყიდვაზე გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტაცია (ანგარიშ-ფაქტურა, ზედნადები, საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი ჩეკი და სხვა) ოპერაციის გაუქმებისა და თანხის უკან დაბრუნების შემდეგ უქმდება/კორექტირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ოპერაცია გაუქმებას არ ექვემდებარება: ა) მომსახურების საკონტროლო შესყიდვის შემთხვევაში; ბ) იმ საქონელზე, რომელიც არ უბრუნდება გამყიდველს. 6. თუ პროცედურის ჩატარების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქონლის საკონტროლო შესყიდვის ოპერაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესყიდული საქონლის სახეობა და მისი გადაცემის ფორმა რამდენად იძლევა მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობას (მაგ., ავტომანქანის ავზის საწვავით გამართვის, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისას ახალი დეტალის დამონტაჟებისა და მისი საწვავ-საპოხი მასალებით გამართვისას, კვების ობიექტებში – შეძენილი საკვების (კერძის) მიღების და სხვა შემთხვევებში).     მუხლი 10🔗. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის შედეგების დამტკიცება 1. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი ან სამართალდარღვევის ოქმი პროცედურის დასრულებიდან (ოქმის შედგენიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა წარედგინება საგადასახადო ორგანოს. 2. საგადასახადო ორგანოს (რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), საგადასახადო ინსპექცია) შესაბამის პროცედურაზე გამოცემული შესყიდვის ან/და შეთავაზების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ჩატარებული პროცედურის შედეგების გათვალისწინებით დაფიქსირებული ინფორმაცია ინახება რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), საგადასახადო ინსპექციაში და მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა აუდიტის დეპარტამენტს. ასევე, აუდიტის დეპარტამენტი თავის მხრივ უზრუნველყოფს მის მიერ მოპოვებული ანალოგიური ინფორმაციის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი რეგიონალური ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის), საგადასახადო ინსპექციისათვის გადაცემას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ჩატარებული პროცედურის შედეგების დამტკიცების თაობაზე, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი (ნორმატიული აქტის დასახელება); გ) საგადასახადო ორგანოს დასახელება; დ) ჩატარებული პროცედურის დასახელება განხორციელებული პროცედურის დაზუსტებით (საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება); ე) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და პროცედურის ჩატარების ადგილი (სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტის (ობიექტების) დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების მითითებით); ვ) პროცედურის შედეგებზე გაფორმებული დოკუმენტის („გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების შედეგების შესახებ“ ოქმი ან/და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი) დასახელება და ნომერი; ზ) პროცედურის ჩატარების თარიღი/პერიოდი; თ) პროცედურის ჩასატარებლად გამოყოფილი თანხის ოდენობა და დაფინანსების წყარო; ი) ჩატარებული პროცედურის შედეგები: ი.ა) შეძენილი საქონლის დასახელება და აღწერა (სახეობა, ოდენობა, ზომა ან წონა, შეფუთვა), გადახდილი ფასი; ი.ბ) შეთავაზებული საქონლის დასახელება და აღწერა, შეთავაზებით დადგენილი ფასი; ი.გ) ოპერაციის გაუქმების შედეგად დაბრუნებული საქონლის დასახელება და გადახდილი თანხა; ი.დ) საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ დარჩენილი (გაუხარჯავი ან/და უკან დაბრუნებული), ასევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის საკუთარი სახსრებიდან გაღებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხის ოდენობა; კ) საკონტროლო შესყიდვისას ან/და შეთავაზებისას გამოვლენილი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები, პროცედურის ჩატარების მიზნების გათვალისწინებით. მოწვეული სპეციალისტის დასკვნის არსებობის შემთხვევაში აგრეთვე მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი; ლ) გადაწყვეტილება შესაბამისი თანხების აღრიცხვა-ანგარიშგების, ხარჯად აღიარების, ან საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვის თაობაზე; მ) დავალება შეძენილი (დაუბრუნებელი) საქონლის სახელმწიფო საკუთრებად მიქცევისა და აღრიცხვა-გადაცემის თაობაზე.     მუხლი 11🔗. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის მიზნით გახარჯული და გაუხარჯავი თანხების, ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა-ანგარიშგება 1. ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში გაუქმებულ ოპერაციაზე გადახდილი ფულის დაბრუნება ხორციელდება ოპერაციის განხორციელების ადგილზევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც განახორციელა საქონლის საკონტროლო შესყიდვა. 2. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, დადგენილი წესის შესაბამისად. 3. საკონტროლო-სალარო აპარატზე ჩეკის ამობეჭდვის შემთხვევაში, შესყიდული საქონლის (სრულად ან ნაწილობრივ) უკან დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №186 ბრძანებით დამტკიცებული „საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების“ შესაბამისად, კერძოდ, უნდა შედგეს „მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) ან მოლარე-ოპერატორის მიერ შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის ფიქსაციის“ აქტი 2 ეგზემპლარად, რომელზეც ხელს აწერენ როგორც მოლარე-ოპერატორი, ისე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ), აგრეთვე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მომხმარებელი), რომელსაც აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა. ამასთან, მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაერთოს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (მომხმარებლის) მიერ მიცემული ჩეკი. 4. მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელის (გამყიდველის) მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, შესყიდული საქონლის (სრულად ან ნაწილობრივ) უკან დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე. 5. ნაღდი ანგარიშსწორებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ დარჩენილი (გაუხარჯავი ან/და უკან დაბრუნებული) ფული პროცედურის დასრულებიდან (ოქმის შედგენიდან) არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა ბარდება საგადასახადო ორგანოს ბუღალტერიას. 6. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გაცემული ტექნიკური საშუალებები (ასეთის არსებობისას) ჩაბარდება საგადასახადო ორგანოს, შემდეგში ანალოგიური დანიშნულებით შესაძლო გამოყენებისათვის. 7. თუ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საკონტროლო შესყიდვისას ფაქტობრივი გაწეული ხარჯები აღემატება ორდერით განსაზღვრულ თანხებს, ხოლო საქონელი არ უბრუნდება გამყიდველს, ზედმეტად გახარჯული თანხის გაცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე ხორციელდება ჩატარებული პროცედურის შედეგების დამტკიცების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №018-ის საფუძველზე.     მუხლი 12🔗. საკონტროლო შესყიდვით შეძენილი საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგება 1. საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი და დაუბრუნებელი საქონელი მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებად და ექვემდებარება აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას ან/და რეალიზაციას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად. 2. საქონლის აღრიცხვა წარმოებს შესაბამისი ოქმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ოქმში აღინიშნება საქონლის სახეობა, მისი დამახასიათებელი ნიშნები და ზუსტი რაოდენობა. 3. საქონლის აღრიცხვის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს (იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ტრანსპორტირება (მისი მოცულობის ან სხვა პირობების გათვალისწინებით) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შეუძლებელია და ხორციელდება საქონლის შესანახად მიბარება საკონტროლო შესყიდვის განხორციელების ადგილზე); მეორე რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს; ხოლო მესამე დაუყოვნებლივ ეგზავნება ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. 4. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ტრანსპორტირება (მისი მოცულობის ან სხვა პირობების გათვალისწინებით) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შეუძლებელია, ხორციელდება საქონლის შესანახად მიბარება საკონტროლო შესყიდვის განხორციელების ადგილზე ან სხვა პირთან, რაზედაც საქონლის აღრიცხვის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 5. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი (გამყიდველი) უარს აცხადებს ოპერაციის გაუქმებაზე (გაყიდული საქონლის მიღებაზე და თანხის დაბრუნებაზე), საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს საქონლის შესანახად მიბარებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით. გადაწყვეტილება გამყიდველის პრეტენზიის (ოპერაციის გაუქმებაზე უარის თქმის) მართლზომიერებაზე ან/და საქონლის წამოღებაზე მიიღება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ. გადაწყვეტილება აისახება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში. 6. ოპერაციის გაუქმებაზე გადასახადის გადამხდელის (გამყიდველის) უარის არამართლზომიერად მიჩნევის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით). 7. საქონლის განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  დანართი №1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ოქმი № გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების შედეგების შესახებ  _____________________________________________________     ______________________________          (გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი)           (გადასახადის გადამხდელის ს/ნ) _______________________________________________________________________________________ პროცედურის ჩატარების ადგილი (სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტის (ობიექტების) დასახელება, მისამართი) 200 წლის „ _____“ „ ___________“-დან 200 წლის „ ____“ „ ____________“-მდე 200 წლის „_____“ „ ___________“ № _______ ბრძანების საფუძველზე _________________________________________________________________________________ -ის (საგადასახადო ორგანოს დასახელება) _________________________________________________________________________________ მიერ   (საგადასახადო ორგანოს იმ უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი) ____________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ ისაგან (პროცედურის განხორციელებაში უშუალოდ მონაწილე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის სახელი და გვარი)  განხორციელდა საქონლის/მომსახურების: ____________________________________________                                                                                        (საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება) _______________________________________________  ____________________________________  (საქონლის/მომსახურების დასახელება და აღწერა)                (საკონტროლო შესყიდვისას გადახდილი/  შეთავაზებისას დადგენილი ფასი) განხორციელდა ოპერაციის გაუქმება (საქონლის და გადახდილი ფულის დაბრუნება): _________________________________________________   _______________________________          (დაბრუნებული საქონლის დასახელება და აღწერა)                   (დაბრუნებული თანხა) საქონელი მიბარდა: _________________________________    ____________________________                                                (პირის დასახელება/სახელი, გვარი)         (შესაბამისი პირის ხელმოწერა) ______________________________________________   ____________________________                              (პირის მისამართი)                                                     (პირის ს/ნ ან/და პ/ნ) საგადასახადო დოკუმენტები (მათ შორის სხვა პირზე გაცემული _ ა/ფაქტურა, ჩეკი და სხვა): _______________________________   _____________________   _____________________________            (დოკუმენტის დასახელება)                (დოკუმენტის სერია)          (დოკუმენტის ნომერი, თარიღი) _______________________________   ________________________  ___________________________                (დოკუმენტის დასახელება)               (დოკუმენტის სერია)          (დოკუმენტის ნომერი, თარიღი) ოქმზე თანდართული მტკიცებულებების ჩამონათვალი: ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ოქმის შემდგენი: ________________________    ______________________                                           (სახელი, გვარი)                           (ხელმოწერა) გადასახადის გადამხდელი  ან/და მისი წარმომადგენელი: __________________________  _________________________                                                               (სახელი, გვარი)                               (ხელმოწერა) პირი, ვისგანაც საკონტროლო შესყიდვა გახორციელდა: ____________________________  __________________________  (სახელი, გვარი)                                     (ხელმოწერა) შენიშვნა: __________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________  დანართი №2 ________________________________________________________________________________ საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება ორდერი № ________________________________________________________________________ -ის შესაბამისად საკონტროლო შესყიდვის განხორციელების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი _______________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________-ზე გაიცეს პროცედურაში მონაწილე და თანხის მიღებაზე (გამოყენებაზე) პასუხისმგებელი (ანგარიშვალდებული) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი __________________________________________________ ლარი;                        თანხის ოდენობა სიტყვიერად თანხები დაფინანსდეს: _________________________________________________                                                                                           დაფინანსების წყარო საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ____________________________    _______________________                                                        სახელი, გვარი                                       ხელმოწერა ბ. ა.