,,წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 29.08.2008
ძალის დაკარგვა 21.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.012.146
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 03/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Acad Nusx Geo";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:37.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-18.7pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:18.7pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:18.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-18.7pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 43.65pt .5in 37.4pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.012.146
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №18
2008 წლის 29 აგვისტო
ქ. ქუთაისი
წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში 2007 წლის 20 ნოემბრის კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიენიჭა სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის სფეროში სატარიფო რეგულირების ფუნქცია და დაეკისრა 2008 წლის პირველ სექტემბრამდე წყალმომარაგების ტარიფის მეთოდოლოგიის დამტკიცება.
ამჟამად ქვეყნის წყალმომარაგების სისტემა რთულ პირობებში ფუნქციონირებს. დარგის განვითარების თანამედროვე ეტაპზე კომისიას, სექტორის რეაბილიტაციის პროექტების მხარდაჭერასთან ერთად, ევალება წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვაც. კომისიის მიერ შემუშავებულმა სატარიფო სისტემამ უნდა შექმნას დასახლებული ადგილების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დარგის არა მარტო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, არამედ მის პერსპექტიულ განვითარებასაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ სექტორში მიმდინარე საპრივატიზაციო პროცესის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, კონკურენტული ბაზრის ფორმირება.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და 432-ე მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (2007 წლის 20 ნოემბერი №5466_IIს) მე-3 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია.
2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
წყალმომარაგების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. დოკუმენტის მიზანი
1. ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოში წყალმომარაგების სფეროში ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის განსაზღვრა.
2. ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია (შემდგომში – მეთოდოლოგია) ითვალისწინებს საქართველოში წყალმომარაგების სექტორის დღევანდელ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ფინანსურ მდგომარეობას და ეფუძნება წყალმომარაგების სრული ღირებულების პრინციპს. მან უნდა უზრუნველყოს წყალმომარაგების განსახორციელებლად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფში.
მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1. ამ მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობები, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. სხვა ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ამორტიზაცია – ძირითადი კაპიტალის ცვეთის თანხის თანდათან გადატანა ამ საშუალებებით წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში;
გ) გადასახადი – ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის წყალმომმარაგებელი საწარმო, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე;
დ) დანაკარგი – სხვაობა მიწოდებული (წარმოებული) და რეალიზებული წყლის რაოდენობებს შორის, საკუთარი საჭიროებისათვის მოხმარებული წყლის გამოკლებით;
ე) ინვესტიცია – წყალმომარაგების პროცესში კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება, რომელიც დაბანდებიდან გარკვეული დროის შემდეგ იძლევა ეფექტს;
ვ) იჯარა – ხელშეკრულების საფუძველზე მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის განსაზღვრული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა;
ზ) კალკულაცია – დანახარჯების ბუღალტრული გაანგარიშება წყალმომარაგების ერთეული სამუშაოებისა და მომსახურების განხორციელებაზე;
თ) წმინდა მოგება – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის საწარმოს მუშაობის შედეგად მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც რჩება საწარმოს მოგების გადასახადის გადახდის შემდეგ და გაანგარიშდება როგორც საწარმოს ძირითადი კაპიტალის ან დანახარჯების პროცენტი;
ი) მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოიხმარს წყალს საკუთარი მიზნებისათვის და არ ახდენს მის შემდგომ რეალიზაციას;
კ) ნორმატივი – ეკონომიკურ და ტექნიკურ ნორმათა (გასაშუალებულ სიდიდეთა) მაჩვენებელი, რომლის შესაბამისად წყალმომარაგებაში წარმოებს რაიმე სამუშაო ან მომსახურება და ეხება რესურსების, ნედლეულის, მასალების, ენერგიის, შრომის და ა.შ. დანახარჯებს პროდუქციის რაოდენობის ერთეულზე;
ლ) საბაზრო ფასი – ფასი, რომელიც თავისუფალ კონკურენტულ ბაზარზე მოთხოვნისა და მოწოდების ზემოქმედებით ყალიბდება;
მ) საწარმო – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სამეწარმეო სუბიექტები, რომლებიც წყალმომარაგებაში ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას ან შექმნილი არიან ასეთი საქმიანობის განსახორციელებლად;
ნ) სიმძლავრე – პროდუქციის გამოშვების (წყალმომარაგების მომსახურების გაწევის) მაქსიმალური შესაძლებლობა;
ო) ტარიფი – ფასების განაკვეთთა სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება წყალმომარაგებაზე;
პ) ძირითადი კაპიტალი – რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული საწარმოო აქტივები, მათ შორის შენობები, ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და სხვა საშუალებები, რომლებიც საწარმოს ბალანსზეა და ხანგრძლივად გამოიყენება წყალმომარაგების პროცესში;
ჟ) ნასესხები კაპიტალი – კრედიტის მოცულობა, რომლის ინვესტირება ხდება ძირითად კაპიტალში და ზრდის მის საბალანსო ღირებულებას.
რ) წლიური პროგნოზული შემოსავალი – კალენდარული წლის განმავლობაში აუცილებელი სავარაუდო შემოსავლის მთლიანი სიდიდე, რომელიც საჭიროა საწარმოს მიერ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად და მიზანშეწონილი მოგების მისაღებად.
თავი II
წყალმომარაგების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები და ძირითადი პრინციპები
მუხლი 3🔗. მეთოდოლოგიური საფუძვლები
1. მეთოდოლოგიის შემუშავების საფუძველია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს კანონები „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „წყლის შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“; კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები, აგრეთვე ქვეყანაში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტები დარგის პერსპექტიული განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შესახებ.
2. წყალმომარაგების ტარიფი უნდა დადგინდეს მიმწოდებლისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
3. მეთოდოლოგია ეყრდნობა სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდაზე გაწეული დანახარჯების სრული ანაზღაურების პრინციპს, რითაც მიღწეული იქნება დარგის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილიზაცია, წარმოიშვება ტექნიკური განახლების საშუალება და მომზადდება საფუძველი სექტორის უფრო პროგრესულ მოდელზე გადასასვლელად.
4. წყალმომარაგების ტარიფის განსაზღვრის საფუძვლებია:
ა) მომხმარებლისათვის სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყლის საიმედო მიწოდება და წყალარინება;
ბ) წყალმომარაგების სისტემის ექსლპუატაციასთან, სასმელი წყლის მიწოდებასთან, განაწილებასა და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლის მიღება-გატარებასთან და გაწმენდასთან, აგრეთვე ამ სფეროში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ანაზღაურება;
გ) სამართლიანი მოგების გათვალისწინება, რომელიც საჭიროა წყალმომარაგების საწარმოთა საიმედო ფუნქციონირებისათვის მიმდინარე და პერსპექტიულ პერიოდებში.
5. ტარიფის კორექტირების საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესები უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური მონაცემებით (±10%);
ბ) ტარიფების ცვლილება ელექტროენერგიაზე და სახელმწიფოს მიერ წყალაღებაზე არსებულ მოსაკრებელზე;
გ) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილება.
6. ამ მეთოდოგოლიით წყალმომარაგების ტარიფი განისაზღვრება თითოეული საწარმოსათვის ცალ-ცალკე, ხოლო საფასური ანაზღაურდება ყოველთვიურად.
7. ტარიფში აისახება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში წყლის ტექნიკური კარგვებისა და საკუთარი ტექნოლოგიური მოხმარების ნორმატიული დონე, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ.
მუხლი 4🔗. ძირითადი პრინციპები
1. სასმელი წყლის ტარიფის დადგენის ამოსავალი პრინციპია წყალმომარაგების სისტემების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება, მომსახურების ხარისხის ამაღლება, ამ მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
2. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილი წყალმომარაგების ტარიფი უნდა შეიცავდეს წყალმომარაგების საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ხარჯებს, საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის და უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების გონივრულ და სამართლიან დონეს.
3. მოცემული მეთოდოლოგიით დადგენილი წყალმომარაგების ტარიფი:
ა) უნდა იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;
ბ) შესაძლებლობას უნდა აძლევდეს საწარმოს დაფაროს მის მიერ გაწეული ხარჯები, რომელიც მოიცავს საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის თანხისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;
გ) ხელს უნდა უწყობდეს მწარმოებლის ფინანსური შედეგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ამაღლების გზით და მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო აკმაყოფილებს მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;
დ) შესაძლებლობას უნდა აძლევდეს საწარმოს, დაფაროს ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები, მათ შორის, შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული გადასახადები და მოსაკრებლები;
ე) უნდა ითვალისწინებდეს სახელწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობიდან და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის დონეს;
ვ) წყალმომარაგების სექტორში ინვესტირებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით უნდა უზრუნველყოფდეს ინვესტირებულ კაპიტალზე ამონაგების მიღების შესაძლებლობას;
ზ) კაპიტალზე (ფონდებზე) ამონაგები უნდა ითვალისწინებდეს ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკს. ამ ფაქტორის არსებობის გამო ამონაგების დონე უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო აღიარებულ ნორმებს.
4. ტარიფებთან დაკავშირებული ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება და დოკუმენტი, ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის და საჯარო განხილვისათვის.
თავი III
მომსახურების ღირებულების კომპონენტების განსაზღვრა
მუხლი 5🔗. საერთო მოთხოვნები
1. წყალმომარაგების ტარიფში შესატანი კონკრეტული დანახარჯების სიდიდეები განისაზღვრება საწარმოთა მიერ. იგი უნდა ეფუძნებოდეს წყალმომარაგების წყაროებიდან წყლის მიღებისა და მომხმარებლებზე მისაწოდებელი წყლის აუცილებელ მოცულობებს, ჩამდინარე, აგრეთვე ტექნოლოგიური და საკუთარი მოხმარებისათვის საჭირო წყლების ნორმატიულ ოდენობებს; სასმელი წყლის ტრანსპორტირების, განაწილების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სიდიდეებს. გათვალისწინებულ უნდა იქნეს წარმოების პროცესში გამოყენებული საფილტრე და ჩამდინარე მასალების, ქიმიური რეაგენტების, სათბობის, ენერგიის ყველა სახის მოხმარების ნორმატივები, მათი საბაზრო ან რეგულირებადი ფასები, ძირითადი საწარმოო ფონდების ამორტიზაციის დადგენილი ნორმები, მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების რემონტის პროგნოზული მოცულობები, გარეშე ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები და სხვ.
2. წყალმომარაგებელი ორგანიზაციის საწარმოო, დამხმარე, სამეურნეო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების პროგნოზული სიდიდეები განისაზღვრება საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პერსონალის რიცხოვნების შესაბამისად, რომელიც დასაბუთებულია შესაბამისი გაანგარიშებებით.
მუხლი 6🔗. დანახარჯები და გადასახადები
1. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შედგება წლიური პროგნოზული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გონივრული ხარჯების, ამორტიზაციის, გადასახადებისა და წმინდა მოგებისაგან.
2. წლიურმა პროგნოზულმა შემოსავლმა უნდა უზრუნველყოს საწარმოსათვის ამ საქმიანობაზე გაწეული შემდეგი დანახარჯების ანაზღაურება:
ა) ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება;
ბ) საწარმოში მომსახურე პერსონალის ხელფასის ფონდი;
გ) ძირითადი და დამხმარე მასალები, სათადარიგო ნაწილები;
დ) სასმელი წყლის აღების, გადატუმბვის, გაწმენდის და მომხმარებლებამდე ტრანსპორტირების, აგრეთვე წყალარინების პროცესში უშუალოდ გამოყენებული მასალები, ქიმიური რეაგენტები;
ე) ბუნებრივი რესურსების დამუშავების და მოპოვების უფლებამოსილების(როიალტი) საფასური;
ვ) სასმელი და ჩამდინარე წყლების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ) ჩამდინარე წყლების მიერ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ხარჯები;
თ) გარეშე ორგანიზაციების მომსახურება;
ი) ძირითადი კაპიტალის მიმდინარე რემონტზე გაწეული ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;
კ) მანქანა-დანადგარების შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები;
ლ) სამივლინებო ხარჯები;
მ) საიჯარო ქირა, საბრუნავ საშუალებებზე სესხების პროცენტის გადახდა, ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებათა ხარჯები;
ნ) ოფისის ხარჯები (მათ შორის კომუნალური ხარჯები);
ო) დანახარჯები საწარმოს დაცვაზე;
პ) კადრების მომზადებისა და გადამზადების ხარჯები;
ჟ) დაზღვევის ხარჯები;
რ) რეგულირების საფასური;
ს) სხვა ხარჯები (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი დანახარჯების 10%-ს).
3. ძირითადი კაპიტალის ამორტიზაცია განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
4. ტარიფში გაითვალისწინება საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები (გარდა დღგ-ისა).
5. ტარიფში არ შეიტანება დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებული არ არის წყალმომარაგების საქმიანობასთან, აგრეთვე ზენორმატიული დანაკარგები, დატაცებები, სანქციები, ჯარიმები, საურავები, პირგასამტეხლოები და სხვ.
მუხლი 7🔗. წმინდა მოგების გაანგარიშება
1. მეთოდოლოგია ითვალისწინებს წმინდა მოგების გაანგარიშების ორ ალტერნატივას:
ა) დანახარჯების რენტაბელობის მიხედვით;
ბ) კაპიტალზე ამონაგების მიხედვით.
2. დარგის განვითარების გარდამავალ ეტაპზე, თუ შეუძლებელი ან გართულებული შეიქმნა ძირითადი კაპიტალის რეალური აღდგენითი ღირებულების დადგენა, მაშინ კომისია ადგენს რენტაბელობის დონეს დანახარჯების მიმართ:
წმინდა მოგება = დანახარჯები * რენტაბელობის %.
3. წმინდა მოგება(კაპიტალზე ამონაგები) იანგარიშება ძირითადი კაპიტალის ნარჩენი ღირებულების გამრავლებით კომისიის მიერ დადგენილ პროცენტზე.
წმინდა მოგება = ნასესხები კაპიტალი * სესხის % +
+ საკუთარი კაპიტალი * საკუთარ კაპიტალზე ამონაგების %.
წმინდა მოგებამ უნდა უზრუნველყოს ნასესხები კაპიტალის პროცენტის გასტუმრება და საკუთარ კაპიტალზე სამართლიანი მოგების დონის მიღება.
4. კომისია თითოეული საწარმოსათვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს რენტაბელობის ან კაპიტალზე ამონაგების დონეს.
5. კომისია საწარმოსათვის როგორც დანახარჯების მიმართ, ისე საკუთარი კაპიტალის მიმართ წმინდა მოგების დონეს ადგენს კაპიტალის ბაზრის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რისკის დონის გათვალისწინებით.
მუხლი 8🔗. ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინება
სასმელი წყლის დანაკარგების დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ტარიფში იქნება გათვალისწინებული, ადგენს კომისია. ამასთან, წყალმომარაგების სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, კომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს წახალისების სხვადასხვა მიზანშეწონილი ფორმები, მათ შორის წყლის დანაკარგების შემცირებით მიღებული ეკონომია დატოვოს საწარმოს განკარგულებაში. ამ მიზნით კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს წყლის დანაკარგების (ტექნოლოგიური, დაურეგისტრირებელი გამოყენება) შემცირების ყოველწლიური პროგრამა.
თავი IV
წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშება
მუხლი 9🔗. წყალმომარაგების ტარიფი
წყალმომარაგების ტარიფი ერთგანაკვეთიანია და იგი განისაზღვრება მომხმარებლებზე მიწოდებული ყოველი 1 კუბ.მ წყალზე გაანგარიშებით. წყალომარაგების ტარიფი გაიანგარიშება წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაციასთან, წყლის მიწოდებასა და წყალარინებასთან დაკავშირებული წლიური საპროგნოზო შემოსავლის გაყოფით საწარმოს მიერ მომხმარებლებზე მიწოდებულ წყლის წლიურ საპროგნოზო რაოდენობაზე.
A
T = –––––, სადაც
V
T – წყალმომარაგების ტარიფი, თეთრი/კუბ.მ;
A – საწარმოს წლიური პროგნოზული შემოსავალი, ლარი;
V – საწარმოს მიერ მომხმარებლებზე მიწოდებული წყლის წლიურ საპროგნოზო რაოდენობა, კუბ.მ.
მუხლი 10🔗. ტარიფი მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით
1. კომისია უფლებამოსილია დაადგინოს წყალმომარაგების დიფერენცირებული ტარიფი მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიისათვის. მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიისათვის ტარიფის დიფერენციაციის საფუძველია წყალმომარაგების საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების სხვადასხვა დონე. საჭიროების შემთხვევაში ამის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წყალმომმარაგებელი საწარმოები კომისიაში წარმოადგენენ დასაბუთებულ წინადადებებს და გაანგარიშებებს ტარიფების დიფერენციისათვის.
2. კომისია უფლებამოსილია იმ მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისთვის), რომელთაც არ გააჩნიათ ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოები, დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე.
3. კომისია ვალდებულია წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას იხელმძღვანელოს სახელმწიფოს მიერ აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 11🔗. მონაცემთა ბაზა
1. კომისია შეიმუშავებს შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების ერთიან ფორმას და წესს, რაც აუცილებელია მარეგულირებელი ფუნქციების განსახორციელებლად. ყველა საწარმო ვალდებულია, დადგენილი წესით, დროულად წარმოუდგინოს კომისიას უტყუარი ინფორმაცია.
2. საწარმოს მოთხოვნის შემთხვევაში კომისია, უზრუნველყოფს წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
ტარიფების დადგენის წესი და პროცედურები
მუხლი 12🔗. ტარიფების დადგენის პირობები და პრინციპები
1. წყალმომარაგების ტარიფების დადგენის წესი და პრინციპები განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წყალმომარაგების ტარიფის დასადგენად ყველა საწარმოს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განაცხადი.
2. კომისია წყალმომარაგების ტარიფს ადგენს კანონმდებლობის შესაბამისად. მხოლოდ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით უნდა განახორციელოს ყველა საწარმომ წყალმომარაგებაზე გაწეული მომსახურება, ხოლო მომხმარებელმა – წყალმომარაგების ტარიფის ანაზღაურება.
3. ტარიფის დასადგენად წარმოდგენილ განაცხადში მოცემული უნდა იყოს წარმომდგენის რეკვიზიტები: დასახელება, მომსახურების სახე, იურიდიული მისამართი, საკუთრების ფორმა, საბანკო მონაცემები (მომსახურე ბანკის დასახელება, მისამართი, ანგარიშის ნომერი და კოდი), ხელმძღვანელის გვარი, სახელი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა.
4. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების მიხედვით და მას თან უნდა ერთვოდეს აუდიტორული დასკვნა ინფორმაციის სისწორის შესახებ, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილი ტარიფის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, წლიური საბუღალტრო ბალანსი დანართებით, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
5. სატარიფო განაცხადი ხელმოწერილ უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ. საწარმო ვალდებულია დროულად წარმოადგინოს მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ინფორმაცია. წარმოდგენილი მონაცემების სისწორე დადასტურებულ უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
მუხლი 13🔗. ტარიფების დადგენის პროცედურები
1. კომისია სატარიფო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ განაცხადს არ ერთვის ამ მეთოდოლოგიით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია ტარიფის დადგენისათვის, კომისია განაცხადის წარმომდგენს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოსადგენად კომისია განაცხადის წარმომდგენს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, კომისია უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
4. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
6. განაცხადის განხილვა და ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.
7. სრულყოფილი სატარიფო განაცხადის მიღების შემდეგ კომისია იწყებს საჯარო ადმინისტარციულ წარმოებას ტარიფის დადგენის შესახებ.
8. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისია აკეთებს საჯარო განცხადებას, სადაც აღინიშნება, რომ სატარიფო განაცხადი იმყოფება კომისიაში და მისი გაცნობა შესაძლებელია სამუშაო საათებში. განცხადებაში მიეთითება ასევე ბოლო ვადა, რომლის გასვლამდეც დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები და კომენტარები.
9. კომენტარები სატარიფო განაცხადზე უნდა შეიცავდეს ფაქტის კონსტატაციასა და არგუმენტს. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. მხარემ, რომელმაც კომისიაში წარადგინა შენიშვნები, ასლი უნდა გაუგზავნოს განაცხადის შემომტან საწარმოს, რომელსაც 15 დღის ვადაში შეუძლია საპასუხო წერილით მოითხოვოს ოპონენტისაგან სათანადო განმარტებები.
10. სატარიფო განაცხადის განხილვის და ტარიფის დადგენის მიზნით კომისიის მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება აქვს განმცხადებელს და მის წარმომადგენელს.
11. კომისია ტარიფების შემუშავების პერიოდში იხილავს ყველა შენიშვნასა და კომენტარს, რომელიც მიღებულია ოფიციალური ინფორმაციით ან განხილვის პროცესში იქნა გაკეთებული.
12. ტარიფი ძალაში შედის კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს სატარიფო განაცხადის შეტანიდან 150 დღისა.
მუხლი 14🔗. მეთოდოლოგიის გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა.
მეთოდოგოლიაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ან მისი გაუქმება ხდება კომისიის დადგენილებით კანონმდებლობით დადგენლი წესით.