,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 02.09.2008
ძალის დაკარგვა 19.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №234
სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.18.011.012.147
გამოქვეყნების წყარო სსმ, 130, 04/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 17.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.18.011.012.147
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №234
2008 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ფულად-საკრედიტო ამოცანებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მართვისა და საპროცენტო განაკვეთების რეგულირების მიზნით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
დებულება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) კომერციულ ბანკებზე გასცემს რეფინანსირების სესხს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
2. სესხი გაიცემა იმ რეზიდენტ კომერციულ ბანკებზე და არარეზიდენტი ბანკების ფილიალებზე (შემდგომში – ბანკები), რომელთაც ანგარიში აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში.
3. რეფინანსირების სესხი (შემდგომში – სესხი) წარმოადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკებს აწვდის მოკლევადიან ფულად რესურს შესაბამისი უზრუნველყოფით.
4. ეროვნული ბანკი სესხს გასცემს ეროვნული ვალუტით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ამოცანებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მართვისა და საპროცენტო განაკვეთების რეგულირების მიზნით.
5. ეროვნული ბანკი სესხს გასცემს აუქციონის წესით, მრავალი ფასის მეთოდით, რომლის ჩატარების შესახებაც ატყობინებს კომერციულ ბანკებს აუქციონის ჩატარებამდე ერთი საბანკო დღით ადრე.
მუხლი 2🔗 . სესხის გაცემის პირობები
1. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან აფორმებს ხელშეკრულებას კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელში გადაცემისა და მისი ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენების შესახებ (დანართი №1).
2. სესხის მინიმალურ საპროცენტო განაკვეთს, სესხის ვადიანობას, აუქციონის საერთო მოცულობას, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას უზრუნველყოფად გამოყენებულ ფასიან ქაღალდებთან და უცხოურ ვალუტასთან ადგენს ეროვნული ბანკი.
3. ეროვნული ბანკი უქციონის გამოცხადების შესახებ შეტყობინებას, რომელიც მოიცავს აუქციონის საერთო მოცულობას, ვადიანობას, განაცხადის მიღების დროს, აწვდის ბანკებს აუქციონის ჩატარებამდე სულ მცირე ერთი საბანკო დღით ადრე, ელექტრონული ფორმით.
4. სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უნდა იქნეს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე განთავსებული უცხოური ვალუტა (აშშ დოლარი, ევრო) ან/და მხოლოდ ის სახელმწიფო ან/და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც კომერციული ბანკის მიერ მოთავსებულია მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელში.
5. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელში სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადა მინიმუმ ორი საბანკო დღით უნდა აღემატებოდეს სესხის დაფარვის ვადას და ისინი არ უნდა გამოიყენებოდნენ სხვა ვალდებულებების უზრუნველყოფად, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. კომერციულ ბანკს ახალი, ამავე დებულებით განსაზღვრული სესხის აღება შეუძლია ეროვნული ბანკისაგან აღებული სესხის დასაფარად, იმავე უზრუნველყოფის გამოყენებით. ამ შემთხვევაში საკორესპოდენტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე ამ თანხით დაიფარება უკვე არსებული სესხი.
7. ბანკის მიერ მოთხოვნილი სესხის მოცულობა შესაბამისობაში უნდა იყოს ბანკის მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელში არსებულ ფასიანი ქაღალდების ოდენობასთან და/ან ეროვნულ ბანკში საკორესპოდენტო ანგარიშზე განთავსებულ ბანკის უცხოური ვალუტის ნაშთთან.
8. სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობის უზრუნველყოფად გამოყენებულ ფასიან ქაღალდებთან და უცხოურ ვალუტასთან ადგენს ეროვნული ბანკი, რის შესახებაც ბანკებს ატყობინებს აუქციონამდე სულ მცირე ერთი საბანკო დღით ადრე.
მუხლი 3🔗. განაცხადის მიღების წესი
1. სესხის ასაღებად ბანკი აგზავნის ავტორიზებულ შეტყობინებას ეროვნულ ბანკში სვიფტის მეშვეობით. განაცხადი იგზავნება თავისუფალი ფორმატით და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია: აუქციონის თარიღი, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, სესხის მოცულობა და უზრუნველყოფის ფორმა.
2. განაცხადის გამოგზავნით ბანკი ადასტურებს სესხის აღების სურვილს და ამ დებულებით დადგენილი წესების შესრულების ვალდებულებას.
3. ეროვნული ბანკი არ განიხილავს განაცხადს, რომელიც დაგვიანებით არის წარმოდგენილი, ან არ შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ან შეიცავს საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ნაკლებია სესხის მინიმალურ საპროცენტო განაკვეთზე, ან თუ ბანკს არა აქვს მოთხოვნილი თანხისათვის საკმარისი უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗. სესხის გაცემის და დაფარვის წესი
1. აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადები დაკმაყოფილდება მათი საპროცენტო განაკვეთის კლების მიხედვით, და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი სესხის საერთო თანხას ან საპროცენტო განაკვეთი გაუთანაბრდება მინიმალურ საპროცენტო განაკვეთს. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ყველაზე დაბალი ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ განუთავსებელი თანხის ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით, მძიმის შემდეგ, რიცხვის მე-100-მდე დამრგვალებით.
2. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აუქციონის ჩატარების დღეს საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე, ეროვნული ბანკი სესხის თანხას ჩარიცხავს ეროვნულ ბანკში ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე.
3. სესხის დაფარვა ხორციელდება სესხის დაფარვის ვადის დადგომის დღეს საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე.
4. სესხის დაფარვის ოპერაციებს, გენერალური ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს ეროვნული ბანკი, ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე იმ დღეს არსებული ნაშთიდან.
5. სესხის დაფარვის დღეს სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის სრულად დაუფარაობის შემთხვევაში:
i. სესხზე პროცენტის დარიცხვა წყდება სესხის დაფარვის დღეს.
ii. ბანკის მიერ გადაუხდელ თანხაზე, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დადგენილი ერთდღიანი სესხის პროცენტის ოდენობით, დაერიცხება საჯარიმო პროცენტი.
iii.თუ ბანკის უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული სავალუტო სახსრები გამოყენებულია როგორც უზრუნველყოფა, სესხის დაფარვის დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით შესაბამისი თანხის კონვერტაციის შემდეგ ეროვნული ბანკი ფარავს მის მიმართ არსებულ დავალიანებას.
iv. უზრუნველყოფაში მყოფ ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკი გადაიტანს თავის მფლობელობაში და გაასხვისებს მის მიერ დადგენილი წესით, ხოლო განსხვავებას რეალიზაციით მიღებულ თანხასა და დავალიანებას შორის დაუბრუნებს ბანკს.
v. თუ უზრუნველყოფაში გამოიყენება სავალუტო სახსრები და ფასიანი ქაღალდები, მაშინ თავდაპირველად ხდება სავალუტო სახსრების, ხოლო შემდეგ ფასიანი ქაღალდების გამოყენება ეროვნული ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად.
vi. თუ მიღებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა სესხის და დარიცხული პროცენტის დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე
რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ დებულების დანართი 1
ხელშეკრულება კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელში გადაცემისა და მისი ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენების შესახებ
ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი მისი პრეზიდენტის (ვიცე–პრეზიდენტის), ხოლო მეორე მხრივ, კომერციული ბანკი (კომერციული ბანკის დასახელება, მისი ხელმძღვანლის სახელი და გვარი), „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ“ დებულების შესაბამისად აფორმებენ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელში განთავსება და უზრუნველყოფის პორტფელის მართვა.
2. კომერციული ბანკის ვალდებულებები
კომერციული ბანკი თანახმაა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული, კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ასევე მის მიერ მომავალში ეროვნული ბანკის აუქციონებზე შეძენილი შესაბამისი ფასიანი ქაღალდები შეტანილ იქნეს მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელში (შემდგომში – პორტფელი).
3. ეროვნული ბანკის ვალდებულებები
1. კომერციული ბანკის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა კონკრეტული ფასიანი ქაღალდის პორტფელიდან ამოღების თაობაზე, თუ პორტფელის დარჩენილი მოცულობა საკმარისია ბანკის მიერ მონეტარული ოპერაციებით მიმდინარე დავალიანების უზრუნველსაყოფად.
2. კომერციული ბანკის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია დაამატოს პორტფელში ბანკის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის შეესაბამება მონეტარული ოპერაციებისათვის გამოყენებადი ფასიანი ქაღალდების მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
4. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
1. პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფად გამოყენება ხდება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით, მხოლოდ მონეტარული ოპერაციების განხორციელებისას.
2. უზრუნველყოფის გამოყენების შეთხვევაში ეროვნული ბანკი, პირველ რიგში, გამოიყენებს იმ ფასიან ქაღალდებს, რომელთა დაფარვის ვადაც უფრო ადრე დგება.
5. დამატებითი პირობები
1. ეს ხელშეკრულება ფორმდება 1 წლით და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება ყოველი შემდგომი 1 წლით, თუ ვადის დამთავრებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ერთ-ერთმა მხარემ არ მიიღო წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
2. მხარეებს უფლება აქვთ ვადამდე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, თუ ამას სულ ცოტა 10 დღით ადრე წერილობით აცნობებენ მეორე მხარეს.
3. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
4. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება სასამართლო წესით.
5. ხელშეკრულება შედგენილია სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი ინახება ეროვნულ ბანკში, ხოლო მესამე – კომერციულ ბანკში და სამივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
6. მხარეთა იურიდიული მისამართები
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის დასახელება
380005, თბილისი, ლეონიძის 3/5 _______________________________
საქართველოს ეროვნული ბანკის კომერციული ბანკის
პრეზიდენტი (ვიცე-პრეზიდენტი) ხელმძღვანელი
ბ.ა ბ.ა