,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 08.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №762
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.164
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 16/09/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (5)
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:DumbaNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;}
span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; font-family:"Times New Roman","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 46.1pt .5in 45.35pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №762
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის“ თანდართული წესდება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდება
თავი I ზოგადი დებულებები, სტატუსი და ავტონომიურობა
მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო
ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის მიზნებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებსა და პერსონალს, მათი არჩევის წესსა და უფლება-მოვალეობებს და აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. ბათუმის საზღვაო აკადემიის სტატუსი
1. ბათუმის საზღვაო აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა და ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
2. აკადემიის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის საზღვაო აკადემია“, შემოკლებით „სსიპ – ბათუმის საზღვაო აკადემია“. აკადემიის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
3. აკადემია, სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას.
მუხლი 3🔗. აკადემიის უფლებაუნარიანობა
1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
2. აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა.
3. აკადემია, თავისი სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგებები, რომლებიც სცილდება აკადემიის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.
4. აკადემიას აქვს დასრულებული ბალანსი და საბანკო ანგარიშები, შტამპი და ბეჭედი; ბეჭედზე ასახულია აკადემიის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე; აქვს ემბლემა, მოწმობები, ბლანკები და სხვა რეკვიზიტები.
5. აკადემიას გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა (გერბი, დროშა, ჰიმნი).
6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, 6010, ქ. ბათუმი, რუსთაველის გამზირი №53.
მუხლი 4🔗. აკადემიის ავტონომიურობა
1. აკადემია არის ავტონომიური უფლებების მქონე საზღვაო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციებისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. აკადემიის ავტონომიური საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) ფაკულტეტების ჩამოყალიბება, მათი სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) წესდების შემუშავება, აკადემიის შინაგანაწესის, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და წესის დამტკიცება;
გ) თავისი საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
დ) ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული კომპონენტებისათვის ძირითადი ერთეულების მიერ წარმოდგენილი კოეფიციენტების დამტკიცება;
ე) აკადემიის მართვის ორგანოებისა და აკადემიურ თანამდებობის პირთა არჩევა;
ვ) აკადემიის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება და მართვა;
ზ) ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა, საქართველოს ან სხვა ქვეყნების სასწავლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება;
თ) ხელშეკრულებების საფუძველზე სპეციალისტთა მომზადება;
ი) სასწავლო მიზნების განსახორციელებლად გარეშე ორგანიზაციებიდან ან სხვა სასწავლებლებიდან სპეციალისტების მოწვევა ხელშეკრულებით;
კ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის განსაზღვრა, თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების დადგენა, თანამშრომელთა მატერიალური წახალისების, პრემიებისა და სახელობითი სტიპენდიების დაწესების საკითხის გადაწყვეტა;
ლ) საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად სახელობო, დიპლომირებული სპეციალისტების, ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტების მომზადება;
მ) კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით ქონებისა და ფინანსური სახსრების განკარგვა, მის გამგებლობას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
3. სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
თავი II აკადემიის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 5🔗. აკადემიის მიზნები და ამოცანები
1. აკადემიის მიზნებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადება საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიისათვის;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) ქვეყნის განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა და განვითარება.
2. თავისი მიზნების შესასრულებლად აკადემია:
ა) ახორციელებს დიპლომირებული სპეციალისტის, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს ორიგინალურ თუ თარგმნილ სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო ნაშრომებს;
გ) ახორიციელებს დამხმარე სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობას;
დ) ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს;
ე) აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ თუ უკვე ცნობილ აქტიურ მეცნიერებს და მასწავლებლებს;
ვ) ქმნის სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევისა და განვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;
ზ) თავისი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ახმარს სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარებას;
თ) ქმნის სამეცნიერო კავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III სწავლების ენა და სასწავლო პროცესი
მუხლი 6🔗. სწავლების ენა და სასწავლო პროცესი
1. აკადემიაში სწავლების ენა არის ქართული. სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
2. აკადემიის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციული ფორმები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დგინდება აკადემიის შინაგანაწესით, რომელსაც აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
თავი IV აკადემიის სტრუქტურა
მუხლი 7🔗. აკადემიის სტრუქტურული ერთეულები
1. აკადემია შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან (ფაკულტეტებისაგან და აკადემიის ბიბლიოთეკისაგან), და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან (რექტორის აპარატი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი, კანცელარია და მართვის ორგანოების სამდივნოები).
2. აკადემიის საგანმანათლებლო და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. სასწავლო-აკადემიური პროცესისა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც აკადემიის, ისე საფაკულტეტო სტრუქტურული ერთეულებიც, რომელთა საქმიანობაც განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით.
მუხლი 8🔗. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები
1. აკადემიის სტრუქტურაში შემავალი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:
ა) საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი;
ბ) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი;
გ) აკადემიის ბიბლიოთეკა.
2. აკადემიის ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიან სასწავლო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. ფაკულტეტების სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტების დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. ფაკულტეტები ახორციელებენ დიპლომირებული სპეციალისტის, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.
4. ფაკულტეტებზე სტუდენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის წესი რეგულირდება დებულებებით, რომლებსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
5. აკადემიის ბიბლიოთეკის ფუნქციებია:
ა) აკადემიის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და სერვისის – მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) აკადემიაში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება, რისთვისაც იგი შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა სასწავლო და კვლევით პროგრამებს.
მუხლი 9🔗. საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი
1. აკადემიის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი არის აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული.
2. ცენტრის ფუნქციაა საზღვაო ტრანსპორტის სპეციალისტების გადამზადება აკადემიური ხარისხის ან უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების გარეშე, „ მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ცენტრის მიზანია:
ა) საზღვაო აკადემიის სტუდენტების, საზღვაო ტრანსპორტის სისტემის სპეციალისტების სწავლება საწვრთნელი, პირველადი, სპეციალური, პროფესიული, დამატებითი მომზადება;
ბ) მართვისა და ექსპლუატაციის დონის სპეციალისტთა მომზადება, გადამზადება და სერტიფიცირება;
გ) უცხოეთის ქვეყნების ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზღვაო სასწავლებლებთან და კრუინგულ კომპანიებთან კავშირების დამყარება, გამოცდილების გაზიარებისა და მეზღვაურთა კვალიფიკაციის ამაღლების სრულყოფის მიზნით.
მუხლი 10🔗. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები
1. რექტორის დაქვემდებარებაში არსებული აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია რექტორის აპარატი.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი, რომელსაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა განისაზღვრება ამ ერთეულების დებულებებით, რომლებსაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
თავი V აკადემიის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება
მუხლი 11🔗. აკადემიის მართვის პრინციპები
1. აკადემია უზრუნველყოფს:
ა) აკადემიის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 12🔗. მართვის ორგანოები
1. აკადემიის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
მუხლი 13🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, გარდა „ მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული პროგრამებისა, რომელიც უნდა დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების თანამედროვე სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ზ) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებზე აკადემიის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის განხილვაში;
თ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
ი) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ ლებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების ცნობის წესს;
კ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
ლ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
მ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ნ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
ო) ირჩევს აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს და ამტკიცებს ბიბლიოთეკის სამუშაო, სასწავლო და კვლევით პროგრამებს;
პ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ჟ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოს ოქმების შედგენაზე;
რ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოებს, შესაბამისი ფაკულტეტების დებულებებში გასათვალისწინებლად, წარუდგენს მაგისტრატურაში მიღების წესს;
ს) შეიმუშავებს სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის დებულებებს და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;
ტ) წარუდგენს რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარმომადგენლობით საბჭოს ახალი ფაკულტეტების შექმნის, ძველის გაუქმების და რეორგანიზაციის შესახებ;
უ) წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად მონაწილეობას იღებს წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავებაში და წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად;
ფ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება აკადემიური საბჭოს ოქმით.
მუხლი 14🔗. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა
1. აკადემიური საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის რექტორი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი რექტორის დავალებით ან საბჭოს 2/3-ის თანხმობით.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
3. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 15🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო:
ა) შეიმუშავებს აკადემიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) აკადემიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესს;
დ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ე) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
თ) ამტკიცებს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
ი) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
კ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
მ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ) ამტკიცებს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ო) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოს ოქმების შედგენაზე;
პ) აკადემიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტს და წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ჟ) აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებას აკადემიის ფაკულტეტებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის შესახებ;
რ) აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიის ძირითად (აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და მათი საქმიანობის წესს;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 16🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სპიკერის ხმა.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს სპიკერი და მდივანი.
მუხლი 17🔗. აკადემიის რექტორი
1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში.
2. რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. რექტორი უფლებამოსილია აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. იმ შემთხვევაში, თუ გარიგებისა და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა და ამ წესდების 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.
5. რექტორის არყოფნის შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს რექტორის მოადგილე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 18🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის აკადემიის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს აკადემიას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს აკადემიის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით და აკადემიის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს აკადემიის ადმინისტრაციის სტრ უქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) სამსახურში იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) ამზადებს აკადემიის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ზ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.
მუხლი 19🔗. რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადანდობა
1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია თავისი ხელმოწერის უფლება მიანდოს აკადემიაში დასაქმებულ სხვა პირს.
2. ხელმოწერის უფლების მინიჭება აკადემიაში დასაქმებული პირისათვის უნდა გაფორმდეს რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით. მინდობილობაში ზუსტად უნდა აღინიშნოს, თუ რა ტიპის დოკუმენტებზე ენიჭება პირს ხელმოწერის უფლება, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მინდობილობის გამცემის უფლებამოსილების ვადას.
3. ისეთი ტიპის დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლების მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ხელმოწერა, უნდა გაფორმდეს მათი ერთობლივი მინდობილობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 20🔗. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც:
ა) სისტემატურად აფასებს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო და კვლევით პროცესებს:
ბ) უზრუნველყოფს აკადემიაში სწავლების ხარისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვით;
გ) ამზადებს აკადემიის პროგრამული აკრედიტაციისათვის.
3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად.
4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების მეთოდიკას, რომლითაც ხელმძღვანელობს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
5. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
მუხლი 21🔗. ფაკულტეტის საბჭო
1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრთან ერთად შედიან სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევიან 4 წლის ვადით. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ, ფაკულტეტის საბჭოში წარმომა დგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
4. ფაკულტეტი ცნობს თავის უფლებამოსილებას საბჭოს პირველი შეკრებისთანავე.
5. ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ვ) ამტკიცებს ფაკულტეტის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ზ) ირჩევს ფაკულტეტის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
ი) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
6. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.
7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 22🔗. ფაკულტეტის დეკანი
ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად წარმართვას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
თ) წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ი) ადგენს ფაკულტეტის საქმისწარმოების წესს;
კ) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს ფაკულტეტის სახელით;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 23🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. აკადემიის ფაკულტეტზე სასწავლო და კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზაციის წესების ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) აკადემიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით ადგენს ფაკულტეტზე სასწავლო მუშაობის შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმებს:
ბ) ამ კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს სასწავლო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო და კვლევითი პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;
დ) უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას აკრედიტაციის პროცესისთვის;
ე) რეგულარულად აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის საბჭოს.
თავი VI აკადემიის მართვის ორგანოების არჩევის წესი
მუხლი 24🔗. არჩევნების დანიშვნა
1. აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს აკადემიის რექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო თავისი გადაწყვეტილებით.
2. აქტები მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა განთავსდეს ვებგვერდზე და გამოიკრას დაწესებულების თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის ფაკულტეტებზე.
მუხლი 25🔗. აკადემიის საარჩევნო კომისია
1. აკადემიაში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება აკადემიის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები.
2. აკადემიის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი და შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. აკადემიის საარჩევნო კომისიისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. აკადემიის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. კომისიის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. კომისიის წევრად შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.
4. აკადემიის და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება საარჩევნო კომისიის დებულებით, რომელსაც აკადემიის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
5. აკადემიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. აკადემიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
6. აკადემიის საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 26🔗. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია
1. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია აკადემიაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შედის სტუდენტური თვითმმართველობის 1 წარმომადგენელი.
2. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს აკადემიის საარჩევნო კომისია.
3. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით და მას ამტკიცებს აკადემიის საარჩევნო კომისია. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 27🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა
აკადემიის და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალის წევრი, აგრეთვე მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი.
მუხლი 28🔗. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. ამომრჩევლის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში აკადემიის საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი/ამომრჩეველი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 5 დღის განმავლობაში. აკადემიის საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციის თაობაზე კანდიდატს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის განმავლობაში.
3. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აკადემიის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის ვადაში.
მუხლი 29🔗. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები
1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს აკადემიის ვებგვერდზე, ბეჭდვით ორგანოში და შესაბამის ფაკულტეტზე.
3. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი.
4. დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი.
მუხლი 30🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
1. აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა აკადემიის ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.
2. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 17 წევრისაგან, სადაც 12 წევრი წარმოადგენს აკადემიურ პერსონალს, 4 – სტუდენტს და ერთი – ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება აკადემიის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ თავით განსაზღვრული წესით.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.
5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა არის აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ ოდენობას პლუს ერთი.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
მუხლი 31🔗. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი.
2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ- პროფესორი.
3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ახორციელებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
4. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 5 დღის ვადაში.
5. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აკადემიის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.
მუხლი 32🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არა უგვიანეს 5 დღისა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან.
2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, აკადემიის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ კანდიდატებს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე კანდიდატები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
6. სპიკერის უფლებამოსილების ვადა წარმოადგენს საბჭოს უფლებამოსილების ვადას.
7. არჩეულ სპიკერს აკადემია არჩევიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) აკადემიის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის შემთხვევა;
ვ) ამ აკადემიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.
9. წარმომადგენლობით საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება აკადემიის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის შემთხვევაში.
მუხლი 33🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) აკადემიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;
ვ) საბჭოს სხდომებზე ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა.
2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკადემიური პერსონალის წევრის ნაცვლად არჩეულ იქნეს სტუდენტი და პირიქით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით, მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მიიღო. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
მუხლი 34🔗. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და კანდიდატთა რეგისტრაცია
1. აკადემიური საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 5 დღის ვადაში.
3. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აკადემიის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.
4. აკადემიური საბჭო შედგება 8 წევრისაგან.
5. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.
6. აკადემიური საბჭოს წევრი ირჩევა 4 წლის ვადით.
7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მიიღო. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
მუხლი 35🔗. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარება და უფლებამოსილების ცნობა
1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.
4. აკადემიურ საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება აკადემიის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის შემთხვევაში.
მუხლი 36🔗. რექტორის არჩევნების გამოცხადება
1. აკადემიური საბჭო აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადება ქვეყნდება კანდიდატების რეგისტრაციამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე.
3. განცხადება უნდა განთავსდეს აკადემიის ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს აკადემიაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.
მუხლი 37🔗. აკადემიის რექტორის არჩევა
1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 40 დღისა, იმართება აკადემიის რექტორის არჩევნები.
2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს საჯაროდ წარუდგენს სამოქმედო გეგმას.
3. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორის არჩევნების ჩატარებასა და კენჭისყრის ფარულობას უზრუნველყოფს აკადემიის საარჩევნო კომისია.
4. რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით.
5. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადით, ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
7. პირი, რომელსაც აკადემიაში ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, აკადემიაში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 38🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა
1. აკადემიური საბჭო აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ.
2. განცხადებაში აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს აქტით.
3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია 5 დღის ვადაში გამოასწოროს ხარვეზი.
4. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 39🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
1. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედეგების შეჯამებას ამ თავის შესაბამისად უზრუნველყოფს აკადემიის საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს ახალი ან იგივე კანდიდატურა.
4. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.
6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
7. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა იმავე უმაღლეს სასწავლებელში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
8. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 40🔗. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.
2. განცხადება დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატის მიერ სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური ხარისხის ფლობის სავალდებულობა. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. გადაწყვეტილებაში რეგისტრაციაზე უარის შესახებ მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 5 დღის ვადაში.
3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა.
6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებითი კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები.
7. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფ ს აკადემიის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
8. დაწესებულების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.
მუხლი 41🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
1. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატურებს.
2. ფაკულტეტს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა.
3. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატურის/კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით.
4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში.
5. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს აკადემიის საარჩევნო კომისია. არჩევნების ორგანიზების პრეცედურა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
მუხლი 42🔗. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
1. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
2. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატებს, ფაკულტეტის ამომრჩევლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად.
3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.
4. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს.
5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა.
6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი აკადემიაში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს აკადემიაში ან ზიანს აყენებს აკადემიის ქონებას.
7. აკადემიის ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არა აქვს დაუსაბუთებელი უარი განაცხადოს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის აუდიტორიებით, დარბაზებითა და დაწესებულების სხვა ქონებით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის დაწესებულების ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში იგი საჩივრდება აკადემიის საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში.
მუხლი 43🔗. საარჩევნო სიები
1. საარჩევნო სიებს ადგენს აკადემიის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.
3. დაწესებულების სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიყვანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, რომელიც ირიცხება დაწესებულებაში და გაივლის რეგისტრაციას.
4. დაწესებულების აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიყვანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
5. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური პერსონალის წევრი დასაქმებულია ერთზე მეტ ფაკულტეტზე, იგი შეიყვანება იმ ფაკულტეტის საარჩევნო სიაში, რომელზეც მას აქვს მეტი საათობრივი დატვირთვა. თუ აკადემიური პერსონალის წევრის საათობრივი დატვირთვა თანაბარია რამდენიმე ფაკულტეტზე, იგი თავად განსაზღვრავს, რომელი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საარჩევნო სიაში იქნეს შეტანილი.
6. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;
ბ) სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი – სტუდენტი ამომრჩევლისათვის;
გ) აკადემიური პერსონალის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების/დადგენილების ან შრომითი ხელშეკრულების ნომერი, ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი – აკადემიური პერსონალისთვის.
7. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში ან იმავე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეტანა.
მუხლი 44🔗. საარჩევნო ბიულეტენი
1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
2. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება დაწესებულების მიერ, რომელზედაც პასუხისმგებელია რექტორი.
3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:
ა) აკადემიისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება;
ბ) მართვის ორგანო, რომლის არჩევნებისთვისაც არის იგი განკუთვნილი;
გ) ვისთვის არის საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი – აკადემიური პერსონალისთვის თუ სტუდენტთათვის;
დ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.
4. მართვის ორგანოების ასარჩევად დაუშვებელია პირზე ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის გაცემა, ასევე აკადემიურ პერსონალზე სტუდენტის საარჩევნო ბიულეტენის გაცემა ან პირიქით.
5. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული სპეციალური საბუთის საფუძველზე.
მუხლი 45🔗. საარჩევნო ყუთი
1. აკადემია არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიებს უზრუნველყოფს საარჩევნო ყუთებით. თითოეულ საარჩევნო კომისიას გადაეცემა 2 საარჩევნო ყუთი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე.
2. საარჩევნო ყუთზე თვალსაჩინო ფორმით აღინიშნება, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვისაა იგი, აგრეთვე კეთდება მინიშნება იმის შესახებ, აკადემიური პერსონალისთვისაა განკუთვნილი თუ სტუდენტთათვის.
3. საარჩევნო ყუთი კენჭისყრამდე მოწმდება, რათა საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ იგი ცარიელია. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი ილუქება კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით და პირველი ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მასში მოთავსდება საკონტროლო ფურცელი, რაც არჩევნების შედეგების ნამდვილობის შემოწმების ერთ-ერთი საშუალებაა.
4. საკონტროლო ფურცელი დგება 2 ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება შესაბამისი ფაკულტეტისა და პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის 1 ეგზემპლარი რჩება საარჩევნო კომისიაში.
5. თუ საარჩევნო ყუთი დაზიანდა არჩევნების პროცესში, საარჩევნო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.
6. თუ საარჩევნო ყუთში მისი გახსნის შემდეგ არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი, ან მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები არ დაემთხვა საარჩევნო კომისიაში არსებულ საკონტროლო ფურცლის მონაცემებს, არჩევნების შედეგები ცხადდება ბათილად.
მუხლი 46🔗. არჩევნების ორგანიზება
1. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს აკადემია.
2. ფაკულტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას.
3. საარჩევნო კომისიები მუშაობას იწყებენ არჩევნების დღეს დილის 9 საათზე. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს დილის 10 საათზე.
4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღეს დილის 10 საათამდე წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს. წილისყრის შედეგად გამოვლენილ უნდა იქნეს:
ა) რეგისტრატორები;
ბ) საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი;
გ) ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი.
5. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.
მუხლი 47🔗. არჩევნების პროცედურა
1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში, მას შემდეგ, რაც წრიულად შემოხაზავს მისთვის სასურველ ერთ კანდიდატურას, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა.
2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.
მუხლი 48🔗. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. კენჭისყრა თავდება არჩევნების დღეს 17 საათზე.
2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.
3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე.
4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის.
5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატურების მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.
6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:
ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
ბ) არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;
გ) შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა;
დ) შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
ე) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.
7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;
ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.
8. ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა კანდიდატი, რამდენიც დადგენილია ამ წესდებით.
მუხლი 49🔗. დამკვირვებელი
1. აკადემიის საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე მიმართონ აკადემიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.
3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) აკადემიის მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი;
ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი;
გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.
4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიების მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში.
5. დამკვირვებელი უფლებამოსილია:
ა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი;
გ) წარადგინოს საჩივარი აკადემიის საარჩევნო კომისიაში.
6. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.
7. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს.
მუხლი 50🔗. დარღვევის ოქმი
არჩევნების დღეს დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:
ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;
ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ;
ვ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები;
ზ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;
თ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.
მუხლი 51🔗. არჩევნების შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება
1. არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.
2. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ თავით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით აკადემიის საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.
3. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას);
ე) საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა;
ვ) საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა.
4. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. აკადემიის საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ აკადემიის ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ თავით დადგენილი წესის ან/და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.
მუხლი 52🔗. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება
1. აკადემიის საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს ფაკულტეტებზე, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
თავი VII აკადემიის პერსონალი
მუხლი 53🔗. პერსონალი
1. აკადემიაში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.
2. აკადემიის პერსონალის კვალიფიკაცია, რომელიც ასწავლის სპეციალურ საზღვაო დისციპლინებს უნდა აკმაყოფილებდეს „ მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 54🔗. აკადემიის აკადემიური პერსონალი
1. აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს.
4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 55🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.
3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს აკადემიის ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში და საბუთების მიღების ვადის ამოწურვამდე განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა, წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების თარიღი.
5. კონკურსის ჩატარების წესს შეიმუშავებს აკადემიის აკადემიური საბჭო და მისი წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 56🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი (თუ მას ათვისებული აქვს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტი მაინც).
მუხლი 57🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები და შრომითი ურთიერთობები
1. აკადემიური პერსონალის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, აკადემიის შინაგანაწესით, შესაბამისი დებულებებით და აკადემიასა და აკადემიურ პერონალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
3. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
მუხლი 58🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა;
ვ) გარდაცვალება;
ზ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.
2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს აკადემიის რექტორი.
მუხლი 59🔗. აკადემიური წოდებები
აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
მუხლი 60🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, აკადემიისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო და პრაქტიკულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. აკადემია უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
მუხლი 61🔗. მასწავლებელთა მოწვევა
1. ფაკულტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს სასწავლო პროცესისათვის საჭირო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.
2. ადმინისტრაცია ვალდებულია დააკმაყოფილოს ფაკულტეტის მოთხოვნა საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტისათვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
მუხლი 62🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება
აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;
ვ) აკადემიის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის შემთხვევაში;
ზ) აკადემიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუხლი 63🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
4. აკადემიის აკადემიური პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა დამატებით განისაზღვრება კონტრაქტით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
თავი VIII სტუდენტი
მუხლი 64🔗. სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევებში;
გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;
ი) მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში;
ნ) შეიძლება იმყოფებოდეს სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე;
ო) საჭიროებისამებრ აიღოს აკადემიური შვებულება;
პ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა სრულფასოვანი განათლების აუცილებელი პირობების შესაქმნელად მიიღონ სხვადასხვა სახის შეღავათები;
ჟ) განახორციელოს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს როგორც სტუდენტი.
3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება.
4. ადმინისტრაციის მხრიდან დაუშვებელია საკუთარი უფლებამოსილების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ისეთი გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
5. სტუდენტთა ქცევის, დისციპლინური დევნის წესები განსაზღვრულია აკადემიის ეთიკის კოდექსში.
6. სტუდენტი უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
7. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის დებულების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულების, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევის და სხვა დებულებების საფუძველზე.
მუხლი 65🔗. სტუდენტის ვალდებულებები
1. სტუდენტი ვალდებულია:
ა) ისწავლოს აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლაც სავალდებულოა;
ბ) დაიცვას აკადემიის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) გაუფრთხილდეს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
2. აკადემიის სტუდენტის უფლება-მოვალეობების, ცოდნის შეფასების სისტემისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა დანარჩენი საკითხის დარეგულირება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესდების გარდა ხდება ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტურანტურის და ფაკულტეტის დებულებებით.
მუხლი 66🔗. სტუდენტური თვითმმართველობა
1. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად აკადემიის სტუდენტთა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.
2. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და თავისი დებულების მიხედვით.
3. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა არჩევნების ორგანიზება-ჩატარებას განსაზღვრავს თავისი დებულებით.
4. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას აკადემიის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) ხელს უწყობს სტუდენტთა თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტების ან აკადემიის მართვის სისტემების და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელსაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, აკადემიურ საბჭოს;
ვ) საჭიროებისამებრ უფლებამოსილია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობი ს, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ზ) ნიშნავს წევრებს აკადემიის და ფაკულტეტის თვითმმართველობის საარჩევნო კომისიებში;
თ) სათანადო წესების დაცვით ნიშნავს წევრებს აკადემიაში არსებულ მუდმივ თუ დროებით კომისიებში;
ი) იღებს დაფინანსებას აკადემიის ბიუჯეტიდან;
კ) კოორდინირებულად მუშაობს აკადემიაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრ სტუდენტებთან;
ლ) თანამშრომლობს აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან;
მ) უფლებამოსილია ადმინისტრაციას წარუდგინოს წინადადებები სტიპენდიის დანიშვნის და შეღავათების გაწევის შესახებ;
ნ) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. აკადემიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
თავი IX აკადემიის ქონება, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა
მუხლი 67🔗. აკადემიის ქონება
აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც აკადემიის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 68🔗. საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა
1. აკადემიის საგანმანათლებლო, კვლევითი და საინოვაციო საქმიანობის ორგანიზება, გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის საფუძველზე, მოითხოვს საფინანსო და მატერიალური რესურსების წარმატებული მოზიდვის აუცილებლობას .
2. აკადემიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებს შეადგენს:
ა) საფინანსო რესურსების საკმარისი პოტენციალის შექმნა, რაც ადეკვატური იქნება აკადემიის საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
ბ) საინვესტიციო ეფექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საფინანსო რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია;
გ) ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საფინანსო დაგეგმარებისა და ანალიზის სისტემის სრულყოფა;
დ) საინოვაციო განათლების მრავალფეროვანი ფორმების განვითარების რესურსული უზრუნველყოფა.
3. აკადემიის ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.
მუხლი 69🔗. აკადემიის შემოსულობები
1. აკადემიის ბიუჯეტის შევსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო საბიუჯეტო და კერძო წყაროები.
2. სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლები შეიცავს სახელმწიფო გრანტებს როგორც სწავლების, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით.
3. კერძო წყაროებიდან მიღებული შემოსავლები შეიცავს:
ა) სწავლების საფასურს;
ბ) კერძო სექტორიდან მიღებულ გრანტებს;
გ) კერძო დაკვეთების საფუძველზე ჩატარებული კვლევითი საქმიანობის საფასურს;
დ) პროფესიული გადამზადების და სხვა დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების საფუძველზე არსებულ შემოსავლებს:
ე) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს:
ვ) სხვა შესაძლო წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს.
მუხლი 70🔗. აკადემიის გადასახდელები
1. აკადემიის ხარჯების გაწევა ხორციელდება შემოსულობების წყაროებისა და ფუნქციონალურ-ეკონომიკური კრიტერიუმების საფუძველზე.
2. საბიუჯეტო ხარჯების სტრუქტურა განისაზღვრება ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად.
მუხლი 71🔗. აკადემიის და ფაკულტეტის ბიუჯეტები
1. აკადემიას გააჩნია ბიუჯეტი, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: აკადემიის ბიუჯეტი და ფაკულტეტის ბიუჯეტები.
2. აკადემიის ბიუჯეტში, გარდა სამაგისტრო პროგრამებიდან შემოსული და სხვა პირდაპირი შემოსავლებისა, მთლიანად შედის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის შემოსავლები.
3. ფაკულტეტების ბიუჯეტს შეადგენს კონკრეტული ფაკულტეტის მიერ მოზიდული შემოსავლები სამაგისტრო სასწავლო პროგრამებიდან, ასევე ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომე ლიც მოზიდულია ფაკულტეტის მიერ და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე თანხები აკადემიის ბიუჯეტიდან, რომლის წლიური ფიქსირებული ოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციის და აკადემიური საბჭოს შეთანხმებით.
4. აკადემიის ბიუჯეტის განაწილება ხდება ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად. აკადემიის ბიუჯეტი მუშავდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ და წარედგინება დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს.
5. ფაკულტეტის ბიუჯეტი მუშავდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ და გადაეცემა ადმინისტრაციას აკადემიის ბიუჯეტში ჩასართავად; თუ ფაკულტეტის ბიუჯეტის განაწილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და აკადემიის მარეგულირებელ დოკუმენტებს, ადმინისტრაცია რთავს მას აკადემიის ბიუჯეტში და წარუდგენს წამომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად.
6. წარმომადგენლობით საბჭოს არა აქვს უფლება ფაკულტეტის საბჭოსაგან დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილება ფაკულტეტების ბიუჯეტებში.
7. აკადემიის ბიუჯეტის კვლევითი (კონკრეტული კვლევითი ამოცანის გადაწყვეტა, კვლევითი პროექტის დაფინანსება, აკადემიური პროფილის მთარგმნელობითი საქმიანობა, გადაუდებელი საექსპერიმენტო აპარატურის შეძენა) ხარჯების განაწილება და ხარჯვა შესაძლებელია მხოლოდ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. აკადემიის რექტორს აქვს უფლება აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობასთან შეთანხმების საფუძველზე მოახდინოს ამ მუხლების განკარგვა. ეს გადაწყვეტილება უნდა აისახოს აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმში.
მუხლი 72🔗. ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი
1. აკადემიის ბიუჯეტი მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო პროექტს და ამტკიცებს მას. თუ წარმომადგენლობითი საბჭო არ ეთანხმება წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტს, იგი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უბრუნებს ბიუჯეტის პროექტს თანდართული შენიშვნებით.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტი შენიშვნების გათვალისწინებით მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი წინადადებებითა და არგუმენტირებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი შენიშვნების მიხედვით დაზუსტებული ბიუჯეტის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში წყდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება და ბიუჯეტის პროექტს წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი.
6. ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება ოქტომბრის თვეში, ბიუჯეტის დაზუსტება, როგორც წესი ხდება თებერვალში. დამატებითი ფონდების მოძიების, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის დამატებითი დაზუსტება შესაძლებლია.
7. აკადემიური საბჭოს შეთანხმების საფუძველზე უფლება აქვს განახორციელოს ბიუჯეტის 5 %-ის ცვლილება წარმომა დგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე.
თავი X სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 73🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. აკადემია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს მოითხოვოს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. აკადემიი ს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ ა“ და „ ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
6. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აკადემიის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 74🔗. აკადემიის საბუღალტრო ანგარიშგება
1. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი XI აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 75🔗. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აკადემიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით.
2. აკადემიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.
თავი XII წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 76🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. აღნიშნულ წესდებაში ცვლილებებ ის ან დამატებების პროექტს ამტკიცებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. წარმომადგენლობით საბჭოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიის აკადემიური საბჭო.
3. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ინიციატივის უფლება აქვს აკადემიის აკადემიურ საბჭოს და წარმომადგენლობით საბჭოს, საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რექტორს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს.
4. დასაბუთებული შუამდგომლობა წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ უნდა წარედგინოს აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც ვალდებულია პროექტის შეტანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში განიხილოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება.
5. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტი უნდა იყოს დასაბუთებული და ასახავდეს წესდებაში ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანის აუცილებლობას.
6. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროექტის ინიციატორი აკადემიური საბჭოა, წარმომადგენლობითი საბჭო პროექტის მიღებიდან 5 დღის ვადაში უგზავნის აკადემიურ საბჭოს.