,,აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმის, წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 16.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.176
გამოქვეყნების წყარო სსმ, 141, 24/09/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2008 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| 11 | 12 |
| № | განცხადების რეგისტრაციის |
| ნომერი | თარიღი |
| დასამოწმებელი დოკუმენტის | აპოსტილზე ხელმომწერი პირის |
| ხელმომწერი პირის | დედანი/ასლი |
| სახელი, გვარი | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმის, წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:63.0pt 56.9pt 42.5pt 56.9pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .75in 45.0pt;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.176
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №788
2008 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმის, წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე
„ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-14 მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი დანართი №2-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს აპოსტილის თაობაზე განცხადების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. ჩიკვაიძე
დანართი №1 (გვერდი 1)
№
განცხადების რეგისტრაციის
განმცხადებლის
აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი
დასამოწმებელი დოკუმენტის
ნომერი
თარიღი
სახელი, გვარი
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები
სახელწოდება
ნომერი
გაცემის თარიღი
გამცემი დაწესებულება
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
დანართი №1 (გვერდი 2)
დასამოწმებელი დოკუმენტის
აპოსტილზე ხელმომწერი პირის
აპოსტილის დასმის თარიღი
სახელმწიფო რომლისთვისაც არის გათვალისწინებული აპოსტილდასმული დოკუმენტი
აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი ჩაიბარა
ხელმომწერი პირის
დედანი/ასლი
სახელი, გვარი
თანამდებობა
ხელმოწერა
სახელი, გვარი
ხელმოწერა
სახელი, გვარი
თანამდებობა
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
დანართი №2
აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სპეციალური შტამპის – აპოსტილის დასმის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესს.
მუხლი 2🔗
1. აპოსტილი წარმოადგენს შტამპს ზომით 10*10 სმ, რომელზეც განთავსებულია შესაბამისი ტექსტი.
2. აპოსტილი დაისმება „ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით განსაზღვრულ ოფიციალურ დოკუმენტზე (შემდგომში – დოკუმენტი) ამავე ბრძანებულებით დადგენილი წესით.
3. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის სამინისტრო იყენებს გერბიან, ორენოვან ბეჭედს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მაცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ჩანართზე აპოსტილის დასმის შემთხვევაში, ჩანართის მიმაგრების ადგილზე დამატებით დაისმება საჭყლეტი რელიეფური ბეჭედი, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 3🔗
1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დოკუმენტის მფლობელის ან სხვა ნებისმიერი პირის მომართვის საფუძველზე.
2. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის, დოკუმენტის წარმომდგენი პირი ავსებს განცხადების სპეციალურ ფორმას.
4. დადგენილი წესით შევსებული განცხადება აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტთან და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად ბარდება სამინისტროს კანცელარიაში.
მუხლი 4🔗
1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე სამინისტროს პასუხისმგებელ სტუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს ლიცენზირების სამსახური.
2. სამინისტროს ის სტუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები, ასევე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონე კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებული არიან დოკუმენტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის, ასევე იმ ბეჭდის/შტამპის ნიმუშები, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათ მიერ გაცემულ დოკუმენტზე, მიაწოდონ სამინისტროს ლიცენზირების სამსახურს. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია მაშინაც, როდესაც იცვლება დოკუმენტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი, ბეჭედი/შტამპი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირები ვალდებული არიან სამინისტროს ლიცენზირების სამსახურში წარმოადგინონ ხელმოწერის უფლებამოსილების, აგრეთვე კონკრეტული ბეჭდის/შტამპის გამოყენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები.
მუხლი 5🔗
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელიც წარმოადგენს დანომრილ, აკინძულ, ზონარგაყრილ და (ფურცლების რაოდენობის და თარიღის მითითებით) სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამინისტროს ბეჭდით დამოწმებულ წიგნს, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი (რომელიც შეესაბამება აპოსტილის ნომერს), დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ შევსებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
ბ) აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) წარმომდგენი პირის ვინაობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
გ) აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი;
დ) დასამოწმებელი დოკუმენტის სახელწოდება, ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი დაწესებულება;
ე) დასამოწმებელი დოკუმენტის ხელმომწერი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა, ხოლო ხელმოუწერელი დოკუმენტის შემთხვევაში – ბეჭდის/შტამპის დამსმელი ორგანოს მითითება;
ვ) დასამოწმებელი დოკუმენტის სახე (დედანი ან გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული ასლი);
ზ) აპოსტილზე ხელმომწერი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა;
თ) აპოსტილის დასმის თარიღი;
ი) სახელმწიფო, რომლისთვისაც არის გათვალისწინებული აპოსტილდასმული დოკუმენტი;
კ) აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისას, ჟურნალში რიგითი ნომრების მითითება ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი ნუმერაციით. აპოსტილის ნომერი შედგება სარეგისტრაციო ნომრისა და მიმდინარე წლის ბოლო ორი ციფრისგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოიყოფა წილადით.
3. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და სამინისტროს ბეჭდის დასმისთანავე.
4. აპოსტილზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირია ლიცენზირების სამსახურის უფროსი. მისი არყოფნის შემთხვევაში აპოსტილს ხელს აწერს ლიცენზირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
5. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს ლიცენზირების სამსახურის უფროსის დავალებით ლიცენზირების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. სარეგისტრაციო ჟურნალის ყოველი ფურცლის შევსების შემდეგ, მომდევნო ფურცელზე გადასვლამდე, შევსებული ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში დაისმება ჟურნალის მწარმოებელი პირის ხელმოწერა და მოწმდება სამინისტროს ბეჭდით.
6. სარეგისტრაციო ჟურნალში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შესაბამისი გრაფა უქმდება და შეცდომა გამოსწორებულ უნდა იქნეს სარეგისტრაციო ჟურნალის მომდევნო (ქვედა) გრაფაში, დაესვას შესწორების შემტანი პირის ხელმოწერა, თარიღი და სამინისტროს ბეჭედი.
მუხლი 6🔗
1. აპოსტილის შტამპი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება ლიცენზირების სამსახურში, სათანადოდ დაცულ ადგილას, ლითონის ცეცხლგამძლე სეიფში.
2. სარეგისტრაციო ჟურნალი და აპოსტილის შტამპი უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მთლიანობის დარღვევა/დაკარგვა ან არამიზნობრივად გამოყენება.
3. აპოსტილის შტამპის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზირების სამსახურის უფროსს.
დანართი №3
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ლიცენზირების სამსახურს
მოქალაქე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(განმცხადებლის სახელი, გვარი)
მცხოვრები–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მისამართი და ტელეფონის ნომერი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განცხადება
აპოსტილის დასმის თაობაზე
1. აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო –––––––––––––––––––––––––––––––
2. აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტი:
ა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––
(დოკუმენტის სახე) (დოკუმენტის ნომერი) (გაცემის თარიღი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––
(გამცემი ორგანო) (დედანი/ასლი) (დოკუმენტის რაოდენობა)
ბ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––
(დოკუმენტის სახე) (დოკუმენტის ნომერი) (გაცემის თარიღი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
(გამცემი ორგანო) (დედანი/ასლი) (დოკუმენტის რაოდენობა)
გ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
(დოკუმენტის სახე) (დოკუმენტის ნომერი) (გაცემის თარიღი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
(გამცემი ორგანო) (დედანი/ასლი) (დოკუმენტის რაოდენობა)
3. განცხადებას უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ლარი
(თანხა სიტყვიერად)
განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––
შემოტანის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––
(რიცხვი/თვე/წელი)