⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.10.2011)
გაუქმებულია:

"ტექნიკური რეგლამენტის "სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 18.09.2008
ძალაში შესვლა 20.10.2008
ძალის დაკარგვა 24.10.2011
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.188
გამოქვეყნების წყარო სსმ, 141, 24/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,590 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2008 მიღება
20.10.2008 ძალაში შესვლა
24.10.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
შესამოწმებელი საბუთების ჩამონათვალი
N სასერტიფიკაციო მოთხოვნების თანდართული საბუთების დასახელება და N --- (კრებსითი ცხრილი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

"ტექნიკური რეგლამენტის "სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; mso-style-link:"danarti_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.danartixmlChar {mso-style-name:"danarti_xml Char"; mso-style-link:danarti_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.188 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება №140 2008 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“ დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლების, საქართველოს კანონების „ნორმატიული აქტების შესახებ“ 15​17 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტის ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“ თანდართულ დანართებთან N 1-8 ერთად.     მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 20 ოქტომბრიდან.  ი. თაქთაქიშვილი ტექნიკური რეგლამენტი სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესები თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. საერთო დებულებები 1. წინამდებარე, ტექნიკური რეეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“ (შემდგომში – წესი) შემუშავების საფუძვლად გამოყენებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A960(23) რეზოლუციის “საზღვაო ლოცმანების (გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა) მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების რეკომენდაციები”, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ” 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, საქართველოს საზღვაო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 2. წესის მიზანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან და მათ აკვატორიაში, ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სალოცმანო სამსახურების მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. 3. სალოცმანო სამსახური ყალიბდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ან საწარმოს სტრუქტურული ერთეულის სახით. დამოუკიდებელი სალოცმანო სამსახურები თავის საქმიანობას ახორციელებენ ნავსადგურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. პირს არა აქვს უფლება საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში განახორციელოს სალოცმანო სამსახურის უფლებამოსილება თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი”, 5. ფიზიკურ პირს არა აქვს უფლება საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში, განახორციელოს სალოცმანო მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი „ლოცმანის სერტიფიკატი“, 6. „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“, „ლოცმანის სერტიფიკატის“ და „სტაჟიორის მოწმობის” გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, აგრეთვე, „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“ და „ლოცმანის სერტიფიკატის“ მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, გაგრძელებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფის – საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით (შემდგომში – ადმინისტრაცია). 7. „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“, „ლოცმანის სერტიფიკატის“ და „სტაჟიორის მოწმობის“ გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, აგრეთვე, “სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“ და „ლოცმანის სერტიფიკატის“ მოქმედების ვადის შეჩერებასთან, განახლებასთან, გაგრძელებასთან, სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. განცხადება „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“ და „ლოცმანის სერტიფიკატის“ მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შეტანილ უნდა იქნეს ადმინისტრაციაში სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მაინც. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი განუხილველად დატოვების შესახებ. 8. ამ წესით განსაზღვრული „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“ მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 9. ამ წესით განსაზღვრული „ლოცმანის სერტიფიკატის“ მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, `ლოცმანის სერტიფიკატს“ არ გააჩნია იურიდიული ძალა. 10. „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი“/„ლოცმანის სერტიფიკატი“ ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში, სალოცმანო მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ამ სერტიფიკატით. 11. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვითაც გაცემული იყო „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი“/„ლოცმანის სერტიფიკატი“, მისი მფლობელი მოვალეა ახალი პირობებით საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურების განხორციელებამდე, ადმინისტრაციაში წარადგინოს განცხადება „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში“ (დანართი №2)/„ლოცმანის სერტიფიკატში“ საჭირო ცვლილებების შესატანად. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 12. „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“/„ლოცმანის სერტიფიკატის“ მფლობელის მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია, რომლის დროსაც დგინდება ამ „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“/„ლოცმანის სერტიფიკატის“ მფლობელის მიერ საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში, განხორციელებული სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესაბამისობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A960(23) რეზოლუციის „საზღვაო ლოცმანების (გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა) მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების, რეკომენდაციები“, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და „კარგ საზღვაო პრაქტიკასთან“, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრულ ნორმებთან. 13. „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“ ან „ლოცმანის სერტიფიკატის“ გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების და თანდართული საბუთების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.  14. ამ წესის ამოქმედებამდე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედება ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ხოლო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, გაგრძელება, მასში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე სერტიფიკატის გაუქმება ხორციელდება ამ წესის თანახმად.     მუხლი 2🔗. ტერმინები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება  მუხლი 3🔗. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირების ეტაპები 1. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება ოთხ ეტაპად: ა)  I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს: ა.ა)    განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენას ადმინისტრაციაში; ა.ბ)    განცხადებისა და თანდართული საბუთების ადმინისტრაციაში წინასწარ განხილვას და შეფასებას; ბ)  II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; გ)  III ეტაპი – გადაწყვეტილების მიღება; დ)     IV ეტაპი – ზედამხედველობა და კონტროლი.  2. ამ მუხლით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.     მუხლი 4🔗. განცხადება და თანდართული საბუთები 1. განმცხადებელი, „სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის“ მისაღებად, ადმინისტრაციაში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. 2. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) განმცხადებლის მიერ ტექნიკური საშუალებების (კატარღა, ულტრამოკლეტალღიანი რადიოსადგური, ორმხრივი კავშირის საშუალებები) ფლობის დამადასტურებელი საბუთი; ბ) სალოცმანო სამსახურის სალოცმანო მომსახურების განმხორციელებელი პერსონალის (შემდგომში – ლოცმანი) მონაცემები; გ) სალოცმანო სამსახურში არსებული საერთაშორისო საზღვაო აქტების, ნორმატიული აქტებისა და საცნობარო საბუთების ნუსხა, რომლის მინიმალური ჩამონათვალი განსაზღვრულია ამ წესის დანართი N3-ით ; დ) ლოცმანების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა; ე) სალოცმანო სამსახურის მიერ გემების ნავსადგურში/ნავსადგურიდან შესვლასთან/გასვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის და რეაგირების წესი; ვ) სალოცმანო სამსახურის ლოცმანთა ცვლ(ებ)ის სამუშაო გრაფიკის ნიმუში, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი შრომისა და დასვენების დროის ხანგრძლივობის განსაზღვრული მოთხოვნები;  ზ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სალოცმანო მომსახურების ინფორმაციის მონაცემების ჩაწერის, შენახვის, სიზუსტის, სისრულის, აგრეთვე, ინფორმაციის შენახვის ვადების დაცვის უზრუნველყოფის სისტემა;  თ) საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ლოცმანის სამუშაო ადგილზე პირველადი ან შრომითი ურთიერთობების ხანგრძლივი (ექვს თვეზე მეტი) შეჩერების შემთხვევაში დაშვების წესი. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წესში ასახული უნდა იყოს ლოცმანის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო კვალიფიკაციის მიღების ან სამუშაო პრაქტიკის ხანგრძლივი (არანაკლებ ექვსი თვისა) ვადით შეწყვეტის შემდეგ, სალოცმანო მომსახურების უფლებამოსილების უშუალოდ განხორციელების მომენტამდე გასატარებელი ღონისძიებები; ი) იმ კონკრეტული ნავსადგურ(ებ)ის აკვატორიის სქემა, რომლის ფარგლებშიც სამსახურმა უნდა განახორციელოს სალოცმანო მომსახურება; კ) განმცხადებლის საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი იმ შესაძლო ზარალის ანაზღაურების გამო, რაც შეიძლება მიადგეს ნავსადგურს, გემს ან მესამე პირს; ლ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სალოცმანო სამსახურში არსებული სამაშველო ჟილეტის ტიპის, რაოდენობის შესახებ.  3. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას, იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, მაშინ მის განცხადებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ”, “დ“ და “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.     მუხლი 5🔗. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მისაღები განაცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება  1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა ადმინისტრაციაში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული საბუთები და შემცველი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებს.  2. განცხადებისა და თანდართული საბუთების, შემცველი ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენს ადმინისტრაცია აქტის სახით (დანართი №4).      3. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში, ადმინისტრაცია განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობით სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია.     მუხლი 6🔗. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება (II ეტაპი) 1. ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის ან ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ადმინისტრაცია სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას.  2. შემოწმების მიზანია დადგინდეს, რომ:  ა) განმცხადებელს, კომპეტენციის ფარგლებში, გააჩნია სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული აქტები, აგრეთვე, სალოცმანო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია შესაბამისი თანამშრომლებისათვის;               ბ) განმცხადებლის საქმის წარმოება, რომელიც ეხება სალოცმანო მომსახურების, ტექნიკური საშუალებების მომსახურებისა და რემონტის საკითხებს, ლოცმანთა სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, აგრეთვე სალოცმანო უზრუნველყოფის ამსახველ სხვა საბუთებში სავალდებულო ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების სიზუსტეს, დროულობას, სისტემატურობას, ეფექტიანობას და სისრულეს, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე და დაცვით;  გ) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობა (ტექნიკური საშუალებები, აღჭურვილობა, სამუშაო ადგილების აღჭურვა, ლოცმანების საკმარისი რაოდენობის არსებობა და მათი კვალიფიკაცია, ძირითადი საშუალებების ფლობა და მათი ექსპლუატაციის უფლება და სხვა) შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბუთების მონაცემებს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.  3. ადმინისტრაციის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება აქტში (დანართი N5).  4. აქტი შეიცავს აგრეთვე დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:  ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზის არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზი უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს სალოცმანო მომსახურებაზე და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე;  ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.  5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, აქტში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.  6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ადმინისტრაცია წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია.  7. ადმინისტრაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია _ დადებითი, თუ არა _ უარყოფითი) ერთად ასახავს აქტში.     მუხლი 7🔗. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადა  1. ადმინისტრაცია, ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გასცემს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატს.  2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედებას ვადაა 5 წელი.  3. ადმინისტრაცია, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას, კომპლექსურად ამოწმებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ამ წესის მე-14 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.  4. ადმინისტრაციის მიერ სამსახურის სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქმება:  ა) ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, განმცხადებლის მიერ, ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში; ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.  მუხლი 8🔗. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გაუქმება, მისი  მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, გაგრძელება. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა 1. ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში როცა:  ა) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A960(23) რეზოლუციის „საზღვაო ლოცმანების (გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა) მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების რეკომენდაციები“, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ” 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საზღვაო ინციდენტი;  ბ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ეგზავნება სალოცმანო სამსახურს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი. 3. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვით. 4. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადა განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელმა წერილობით აცნობა ადმინისტრაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, ადმინისტრაცია დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში. 5. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა)სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; ბ)სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;  დ)    კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.  6. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, ხორციელდება განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის და მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.  7. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება სალოცმანო სამსახურის განცხადების საფუძველზე ან ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული მუდმივი ზედამხედველობის და კონტროლის, აგრეთვე შემოწმებების, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას და ისინი აისახება სერტიფიკატში.  მუხლი 9🔗. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა  1. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ადმინისტრაციისათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გაცემას, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. 2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს ადმინისტრაციას წერილობითი განცხადებით (დანართი №2), რომელშიც აღინიშნება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი. 3. ადმინისტრაციას შეაქვს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ი, თუ:  ა) შეიცვალა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;  ბ) შეიცვალა სალოცმანო მომსახურების პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი;  გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას. 4. ადმინისტრაცია, განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს ადმინისტრაციაში განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 5. ადმინისტრაცია ახალ სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი 5 კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება ადმინისტრაციას.     მუხლი 10🔗. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი 1. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართით №6.  2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.  3. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში აისახება:  ა) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი;  ბ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გაცემის თარიღი; გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;  დ) ამ წესით განსაზღვრული სხვა მონაცემები.  4. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა ადმინისტრაციის მიერ, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა - „დუბლიკატი“. თავი III. ლოცმანების სერტიფიცირება     მუხლი 11🔗. ლოცმანის სერტიფიკატის გაცემა მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, გაგრძელება, გაუქმება. სტაჟიორის მოწმობა  1. ლოცმანის სერტიფიკატის მისაღებად, სერტიფიკატის მაძიებელი ადმინისტრაციას წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და მას უნდა დაერთოს მაძიებელის:  ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი და უმაღლესი საზღვაო განათლების დამადასტურებელი დიპლომი;  ბ) 3000 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის ან კაპიტნის უფროსი თანაშემწის დიპლომი;  გ) გემზე კაპიტნად ან კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი პრაქტიკული სტაჟის დამადასტურებელი საბუთი;  დ) ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ საზღვაო სასწავლო _ საწვრთნელ ცენტრში მომზადების/გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი საბუთი. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ლოცმანის მომზადება/გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება უნდა ხორციელდებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A.960(23) რეზოლუციით “საზღვაო ლოცმანების (გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა) მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების რეკომენდაციები” განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტის/პროგრამის შესაბამისად;  ე) ნავსადგურში (სადაც უნდა შეასრულოს ლოცმანის უფლებამოსილება) არანაკლებ 1 თვიანი სალოცმანო სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთი;  ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი. ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ” 1978 წლის საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრულ, კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშენწის დიპლომირებისათვის საჭირო სტანდარტებს.  2. ლოცმანის ზღვრული ასაკია _ 65 წელი.  3. ადმინისტრაცია, განცხადების ადმინისტრაციაში წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, იხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და საბუთების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. განხილვის შედეგები აისახება აქტში. აქტი შეიცავს დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:  ა) დადებითი, თუ განცხადება და წარმოდგენილი საბუთები აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და ადმინისტრაცია დარწმუნდება, რომ ლოცმანის მომზადება/გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A.960(23) რეზოლუციის „საზღვაო ლოცმანების (გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა) მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების რეკომენდაციები” შესაბამისად. ბ) უარყოფითი, თუ განცხადება და წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.  4. ადმინისტრაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს „ლოცმანის სერტიფიკატს”.      5. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.      6. ადმინისტრაცია, საკუთარი ინიციატივით და/ან სალოცმანო სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში როცა:      ა)  ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საერთაშორისო საზღვაო კონვენციით, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ წესით დადგენილ იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ ლოცმანის ფუნქციებს და ვალდებულებებს ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის და გარემოს დაცვის საკითხებში, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საზღვაო ინციდენტი;      ბ) ლოცმანის ჯანმრთელობის მდგომარეობა (სერიოზული ტრავმა ან დაავადება) არ იძლევა მის მიერ სალოცმანო მომსახურების უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისას, ლოცმანის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებამდე, იგი ვალდებულია გაიაროს ჯანმრთელობის მდგომარეობის განმეორებითი შემოწმება „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრულ, კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის დიპლომირებისათვის საჭირო სტანდარტების შესაბამისად;      გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.      7. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ეგზავნება ლოცმანს ან/და სალოცმანო სამსახურს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.      8. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვით.      9. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადა განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელმა წერილობით აცნობა ადმინისტრაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, ადმინისტრაცია დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.      10. ლოცმანის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:      ა) ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;      ბ) ლოცმანის გარდაცვალება;      გ) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;      დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.      11. ლოცმანის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება ლოცმანის/სალოცმანო სამსახურის განცხადების ან ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული მუდმივი ზედამხედველობის და კონტროლის, აგრეთვე, შემოწმებების, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას და ისინი აისახება ლოცმანის სერტიფიკატში.      12. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი ლოცმანის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, მაშინ მის განცხადებას უნდა დაერთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები. განცხადების და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამავე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.      13. ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული სტაჟირების გავლის უზრუნველსაყოფად, მაძიებელზე, ადმინისტრაციის მიერ გაიცემა სტაჟიორის მოწმობა, რომლის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი N 8-ით.      14. სტაჟიორის მოწმობის მისაღებად, მაძიებელი წარუდგენს ადმინისტრაციას ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საბუთებს. 15. სტაჟიორის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 3 თვის ვადით.     მუხლი 12🔗. ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილების შეტანა      1. ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის ადმინისტრაციისათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი ლოცმანის სერტიფიკატის გაცემას, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.      2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის/ ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს ადმინისტრაციას წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.      3. ადმინისტრაციას შეაქვს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ი, თუ: ა) შეიცვალა ლოცმანის ის პირადი მონაცემები, რომლებიც ასახული იყო ლოცმანის სერტიფიკატში;     ბ)  შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი და ეს პირობები ასახულ უნდა იყოს ლოცმანის სერტიფიკატში; გ)  სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას. 4. ადმინისტრაცია, განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს ადმინისტრაციაში განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ.      5. ადმინისტრაცია ახალ ლოცმანის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი 5 კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება ადმინისტრაციას.     მუხლი 13🔗. ლოცმანის სერტიფიკატი      1. ლოცმანის სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართით №7.      2. ლოცმანის სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.      3. ლოცმანის სერტიფიკატში აისახება:      ა)  ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი;      ბ)  ლოცმანის სერტიფიკატის გაცემის თარიღი;      გ)  ლოცმანის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;      დ) ნავსადგურის დასახელება, სადაც ლოცმანი უზრუნველყოფს გემის სალოცმანო გაცილებას;      ე) ამ წესით განსაზღვრული სხვა მონაცემები.      4. ლოცმანის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა ადმინისტრაციის მიერ, ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა _ „დუბლიკატი“. თავი IV. ზედამხედველობა და კონტროლი     მუხლი 14🔗. სალოცმანო სამსახურის და ლოცმანის საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი      1. სალოცმანო სამსახურის და ლოცმანის მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი სალოცმანო სამსახურის და ლოცმანის სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს ადმინისტრაცია.      2. სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი ითვალისწინებს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას.      3. შემოწმების ჩატარების თაობაზე, სალოცმანო სამსახურს ეცნობება შემოწმების დაწყების თარიღამდე ერთი თვით ადრე მაინც. შემოწმების შედეგები აისახება აქტში, რომელსაც იხილავს ადმინისტრაცია, შემოწმების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში. აქტი ინახება სალოცმანო სამსახურის სასერტიფიკაციო დოკუმენტებთან ერთად. თავი V. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის და ლოცმანის სერტიფიკატის გამცემის და მფლობელის უფლებამოვალეობანი პასუხისმგებლობა     მუხლი 15🔗. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის უფლებამოვალეობანი      სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოვალეა:      ა) განახორციელოს საქმიანობა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად;      ბ) უზრუნველყოს საერთაშორისო საზღვაო ნორმებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვა;      გ)  მოითხოვოს კონსულტაციები ადმინისტრაციასთან სალოცმანო მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე;      დ)     დაუყონებლივ აცნობოს ადმინისტრაციას სალოცმანო მომსახურების დროს მომხდარ საზღვაო ინციდენტზე;      ე) უზრუნველყოს სალოცმანო მომსახურების უზრუნველმყოფი პერსონალის კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა, სალოცმანო სამსახურის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობა, მათი პარამეტრების მუდმივი და სისტემატური შემოწმება;       ვ) სალოცმანო სამსახურის შემოწმების ანგარიშები შეინახოს 7 წლის განმავლობაში;      ზ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში წერილობით აცნობოს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ;      თ) წერილობითი აცნობოს ადმინისტრაციას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები;      ი) უზრუნველყოს ლოცმანი საზღვაო ფორმით, აღიარებული ტიპის სამაშველო ჟილეტით, ხელის საზღვაო ულტრამოკლეტალღიანი რადიოსადგურით;      კ) უზრუნველყოს ამ წესის მე-17 მუხლის “ე” ქვეპუნქტით განსაზვრულ შემთხვევაში პირის სტაჟირება;      ლ)განახორციელოს ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოვალეობანი.  მუხლი 16🔗. ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობანი ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი უფლება-მოვალეა: ა) განახორციელოს საქმიანობა ლოცმანის სერტიფიკატში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად; ბ) სალოცმანო მომსახურებისას უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვა; გ)  მოითხოვოს კონსულტაციები ადმინისტრაციასთან სალოცმანო მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე; დ)     აცნობოს სამსახურის ადმინისტრაციას სალოცმანო მომსახურების დროს მომხდარ საზღვაო ინციდენტზე; ე)  ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში წერილობით აცნობოს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ; ვ) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ეცვას ლოცმანის საზღვაო ფორმა; ზ) განახორციელოს ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი.     მუხლი 17🔗. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობანი      ადმინისტრაცია:      ა)  გასცემს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატს, შეაჩერებს ან განაახლებს მისი მოქმედების ვადას, აგრძელებს მისი მოქმედების ვადას, აუქმებს მას, ზღუდავს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს, გასცემს დუბლიკატს, უარს აცხადებს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატის გაცემაზე, მოქმედების ვადის გაგრძელებაზე      ბ)  შეაქვს ცვლილებები სალოცმანო სამსახურის/ ლოცმანის სერტიფიკატში;      გ)  სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების მთელი ვადის და შემდგომ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში;      დ)     კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის და ლოცმანის საქმიანობაზე;      ე) აგზავნის პირს სტაჟირებისათვის სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში და/ან ნავსადგურში;      ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი.     მუხლი 18🔗. პასუხისმგებლობა  ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დანართი N1 ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას --------------------------------------------------- (სალოცმანო სამსახურის დასახელება) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მიღების თაობაზე --------------------------------------------------------------------------------------------------  (განმცხადებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო დასახელება) იურიდიული მისამართი: ------------------------------------------------ ტელეფონი: –––––– ფაქსი: ––––––– საფოსტო კოდი–––– ელფოსტა –––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი, გვარი) მოგმართავთ სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მიღების თხოვნით 1. განცხადების შინაარსი, საქმიანობის სფერო: -------------------- ----------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------- 2. განცმხადებელი იცნობს და აღიარებს საქართველოს საზღვაო დარგში მოქმედ კანონმდებლობას; 3. განმცხადებელი ადასტურებს წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობას; 4. დამატებითი ცნობები -------------------------------------------; 5. განცხადებას თან ერთვის (საბუთების ჩამონათვალი, სახე და დასახელება): სულ -------- ფურცელი. ------------ ---------------------                      (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)      ბ.ა.                          ------ -------------- 200 წ.                                (თარიღი) დანართი N2 ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას --------------------------------------------------- (სალოცმანო სამსახურის დასახელება) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილების შესატანად სერტიფიკატის მფლობელი --------------------------------------------------------- (მფლობელის დასახელება) სერტიფიკატის N----------------- განმცხადებლის იურიდიული მისამართი ----------------------------------------- (იურიდიული მისამართი) გთხოვთ, სერტიფიკატში შეიტანოთ ცვლილებები:                                            ----------------------------------------------------------------------------- (ცვლილებების სახე და მიზეზი) განცხადებაზე თანდართულია შემდეგი საბუთები: ----------------------------------------------- -------------------------- (საბუთის სახე და დასახელება)–––––––––––––––––(ფურცლების რაოდენობა) ----------------------------------------------- -------------------------- (საბუთის სახე და დასახელება)–––––––––––––––––––––(ფურცლების რაოდენობა) ----------------------------------------------- -------------------------- (საბუთის სახე და დასახელება) (ფურცლების რაოდენობა) განმცხადებელი იცნობს და აღიარებს საქართველოს საზღვაო დარგში მოქმედ კანონმდებლობას. განმცხადებელი ადასტურებს წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობას. ------------------------------------        -----------------------------  (განმცხადებლის დასახელება)                   (თანამდებობა)  ---------- -------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)      ბ.ა. ----- -------------- 200 წ.      –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი) დანართი №3 ნორმატიული აქტების და საერთაშორისო კონვენციების მინიმალური ჩამონათვალი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსი; 2. „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის N53 ბრძანება; 3. შავი ზღვის საზღვაო ლოციები; 4. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A960(23) რეზოლუცია „საზღვაო ლოცმანების (გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა) მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების რეკომენდაციები“; 5. „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციია; 6. „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია (SOLAS). –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დანართი №4 ----------------------------------------------------- (სალოცმანო სამსახურის დასახელება) განცხადების, თანდართული საბუთებისა და მათი შემცველი ინფორმაციის სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აქტი ------------------- (თარიღი) № შესამოწმებელი საბუთების ჩამონათვალი შენიშვნები და საჭირო ქმედებები 1 2 3 დასკვნა: ------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------- საბუთების შემოწმების შედეგებისა და განმცხადებლის მიერ ნაკლოვანებების აღმოფხვრის შეტყობინების საფუძველზე ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას (უარს აცხადებს) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების თაობაზე. --------------------------------------          აქტი შედგენილია -- ---- 200-წ.  (გვარი, სახელი, თანამდებობა,ხელმოწერა)  დანართი N5 -------------------------------------------------- (სალოცმანო სამსახურის დასახელება) სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების აქტი N სასერტიფიკაციო მოთხოვნების თანდართული საბუთების დასახელება და N --- (კრებსითი ცხრილი) შესაბამისობა საჭირო ქმედებები შეესაბამება არ შეესაბამება -------------------------------------------------------------  (ადმინისტრაციის მოსამსახურ(ებ)ის გვარი, სახელი თანამდებობა) ჩაატარა ---------------------------------------------------------------------  (სალოცმანო სამსახურის დასახელება)  სასერტიფიკაციო შემოწმება და დაასკვნა: ---------------------------------------- -------------------------- ----------------------------------------------------------------- შენიშვნები და რეკომენდაციები: ---------------------------------------------------- -------------------------- ----------------------------------------------------------------- ------------------------------        --------------------------      (თანამდებობა)                  (ხელმოწერა)  -----------------------        --------------------------      ------------------------       -------------------------- შედგენილია --- ------------- 200-წ. სასერტიფიკაციო შემოწმების შედეგებისა და განმცხადებლის მიერ ---------------- ----------------------------------------- ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე შეტყობინების      (აღსანიშნავია) საფუძველზე დაასკვნა: -------------------------------------------------------------------------  (სალოცმანო სამსახურის დასახელება) შეესაბამება (შეესაბამება შეზღუდვებით, არ შეესაბამება) სასერტიფიკაციო მოთხოვნებს. -----------------------------------------------------------------------------                          (აღსანიშნავია) გაიცეს, (არ გაიცეს, გაიცეს მოქმედების ვადით, გაუგრძელდეს მოქმედების ვადა) სერტიფიკატი.           ------------------------------        --------------------------      (თანამდებობა)        (ხელმოწერა)  -----------------------        --------------------------      ------------------------       --------------------------  --- ---------- 200--წ.  დანართი №6 საქართველო ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია სალოცმანო სამსახურის ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი N 00000 (სხვა პირზე გადაცემას არ ექვემდებარება) ამით დასტურდება, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (სერტიფიკატის მფლობელის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა, დასახელება) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, საზღვაო სალოცმანო მომსახურების მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს სალოცმანო მომსახურება –––––––––––––––––––––––––––––––––––– ნავსადგურში  (საზღვაო ნავსადგურის დასახელება) შემდეგი შეზღუდვებით –––––––––––––––––––––––––––––––––––  (შეზღუდვების ჩამონათვალი) სერტიფიკატი შეიძლება გაუქმდეს ან მისი მოქმედება შეჩერდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სერტიფიკატის გაცემის თარიღი “ ––– “ –––––––––– 200–წ. სერტიფიკატის მოქმედების ვადა “ ––– “ –––––––––– 200–წ. უფლებამოსილი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––– ბ. ა.  Annex # 6 Georgia Ministry of Economical Development United Transport Administration Pilotage Service Certificate № 00000 (is non-transferable to other person) This is to certify, that –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (Legal form certificate holder, Name) Meets the requirements for the pilotage envisaged by legislation of Georgia and has the right to perform pilotage in the port of ––––––––––––––––––––––––––––,  (name of port) With the following limitations –––––––––––––––––––––––––––––––––––  (list of limitations) This Certificate may be revoked or suspended in accordance with legislation of Georgia.. Date of issue: ` ––– ~ –––––––––– 200–. This Certificate is valid till: ` ––– ~ –––––––––– 200–. Authorized Official ––––––––––––––––––––––––––––––––––– Seal  (signature of authorizes official ))