„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.09.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.191
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 22/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,638 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2008 მიღება
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
წარმოების ლიცენზიატი 0.005
გადაცემის ლიცენზიატი 0.005
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი 0.005
განაწილების ლიცენზიატი 0.005
იმპორტიორი 0.005
ექსპორტიორი 0.005
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი 0.005
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური 0.005
მიმწოდებელი 0.005
ტრანსპორტირების ლიცენზიატი 0.005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.3pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.BodyTextIndentChar { } span.HeaderChar {} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.45pt 28.35pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.191 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №24 2008 წლის 18 სექტემბერი ქ. ქუთაისი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისია ვადგენთ: 1. დამტკიცდეს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესები. 2. დამტკიცდეს ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავ­რის ელექტროსადგურებისა და ელექტრო­ენერგე­ტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის რეგუ­ლირების საფასურის კოეფიციენტები და რეგულირების საფასურის მინიმალური ოდენობა (დანართი №1). 3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 8 სექტემბრის №17 დადგენილება (სსს III, 16.09.2003, №102, მუხლი 873🔗). 4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.     თავმჯდომარე          გ. ჩალაგაშვილი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესები     მუხლი 1🔗. დადგენილების მიზანი 1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების (შემდგომში – წესები) მიზანია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონების სა­ფუძ­ველზე, რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის დადგენა. 2. აღნიშნული წესი ვრცელდება ელექტროენერგე­ტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე და სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთა საქმიანობის წესი და პირობები განსაზღვრუ­ლია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს არის განსაზ­ღვრული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგა­ნოე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონებით.     მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები 1. რეგულირების საფასური წარმოადგენს თანხას, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომი­სიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობასთან, მათ შორის – სალიცენზიო, სატარიფო, სადავო საკითხების გა­დაწყვე­ტისა და სხვა უფლებამოსილების განხორციე­ლებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად, იხდიან რეგულირების საფასურის გადამხდელები. 2. კომისია მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებს ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის. რეგულირების საფა­სურით მიღებული თანხა წარმოადგენს კომისიის წლიური შემოსავლების ძირითად წყაროს. რეგულირე­ბის საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენე­ბელი თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლე­ბამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბა­მისი პროცენტის გადახდა ხდება მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან. 3. პირი, რომელიც ეწევა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას, ვალდებუ­ლია გადაიხადოს რეგულირების საფასური, თუ: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აკრძალუ­ლია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე საქმიანობის განხორციელება; ბ) საქმიანობისას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტებით; გ) კომისია ახორციელებს მის საქმიანობაზე მონიტო­რინგს ან/და ზედამხედველობას, მათ შორის სალიცენ­ზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს; დ) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში პირდაპირ არის განსაზღვრული მის მიერ განხორციელებული საქმიანო­ბისას რეგულირების საფასურის გადახდის ვალდე­ბულება. 4. თუ პირი ეწევა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებ­რი­ვი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმ საქმიანობას, რომელზეც, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად, ვალდე­ბულია კომისიას გადაუხადოს რეგულირების საფასური, რეგულირების საფასურს იხდის ამ საქმიანობით (შემდგომში – რეგულირებადი საქმიანობა) მიღებული შემოსავლებიდან. 5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან: ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერი­ზაციის, განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორ­ტირების და განაწილების ლიცენზიატები, ასევე ელექ­ტრო­ენერგიის იმპორტიორები, ექსპორტიორები, ელექ­ტრო­ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერა­ტორი (ესკო), მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურები, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მიმწოდებლები. 6. თუ პირი ერთდროულად ეწევა ერთზე მეტ რეგუ­­ლირებად საქმიანობას, იგი ვალდებულია რეგუ­ლირების საფასური გადაიხადოს განცალკე­ვებუ­ლად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობის მიხედ­ვით. 7. თუ პირი ერთზე მეტ რეგულირებად საქმიანო­ბასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის შესახებ ინფორმაცია კომი­სიას წარუდგინოს განცალკევებულად, შესაბამისი რე­გულირებადი საქმიანობის მიხედვით. 8. რეგულირების საფასურის გადამხდელების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული შესაბამისი რეგული­რებადი საქმიანობის მოცულობის საფუძველზე, ყოველ­წლიურად ხორციელდება საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება ამ წესების შესაბამისად. 9. რეგულირების საფასური გაითვალისწინება რეგუ­ლი­რების საფასურის გადამხდელებისათვის დადგენილ ტარიფში ხოლო რეგულირების საფასურის გადამ­ხდელი იმ პირებისთვის, რომლებიც რეგულირებად საქმიანობას ეწევიან ამ საქმიანობაზე კომისიის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე, რეგულირების საფასური გაითვალისწინება მათ ხარჯებში. 10. თუ სატარიფო განაცხადის ან სხვა საკითხის განხილ­ვისას კომისია საჭიროდ ჩათვლის რაიმე გარე­მოების დამატებით შესწავლას და ამისათვის საჭიროა დამატებითი ხარჯების გადახდა, კომისია უფლე­ბამო­სილია მოსთხოვოს განმცხადებელს აღნიშნუ­ლი დამა­ტებითი ხარჯების დაფარვა.     მუხლი 4🔗. რეგულირების საფასურის განსაზღვრის პირობები 1. რეგულირების საფასურის გადამხდელები ვალდე­ბულნ­ი არიან ყოველი წლის 15 სექტემბრამდე კომი­სიას წარუდგინონ შესაბამისი რეგულირებადი საქმია­ნობის შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე კალენდარული წლის ფაქტობრივი და მომავალი კალენდარული წლის საპროგნოზო მოცულობების თაობაზე. აღნიშნული უნდა შეიცავდეს შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან გამომდინარე მომსახურებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი პროდუქციის ან/და მომსა­ხურების ფასისა და მოცულობების მითითებით. 2. კომისია მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ყოველი კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე, დაიანგარიშებს მომავალი წლის საპროგნოზო რეგული­რების საფასურს მათ მიერ წარმოდგენილი საპროგნოზო მონაცემების საფუძველზე. 3. კომისიის მიერ, რეგულირების საფასური უნდა გაანგარიშდეს ისე, რომ მთლიანად ფარავდეს კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს. 4. რეგულირების საფასურის გადამხდელების მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დროულად წარმოუდგენლობის შემთხვე­ვაში, კომისიის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამასთან, მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის დროულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში რეგული­რების საფასურის გაანგარიშებისას, კომისია ასევე უფლებამოსილია გამოიყენოს წინა წლის ფაქტობრივი მონაცემები. 5. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან მიღებული მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტს.     მუხლი 5🔗. საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება 1. საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება კომისიის მიერ უნდა განხორ­ციელდეს ყოველი წლის 1 მაისისათვის, რეგუ­ლი­რების საფასურის გადამხდელების მიერ კომი­სიისათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ფაქტობრივად განხორციელებული შესაბამისი რეგუ­ლირებადი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს; ბ) შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობისას ფაქ­ტობ­რივად რეალიზებული პროდუქციის საერთო რაო­დენობასა და ფასს. 2. რეგულირების საფასურის გადამხედელები ვალდე­ბულნი არიან ყოველი წლის 1 აპრილამდე კომისიას წარუდ­გინონ ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებით განცალკე­ვებულად. 3. კომისიის მიერ გასული წლის ფაქტობრივი და საპ­როგნოზო რეგულირების საფასურის ოდენობის შე­დარე­­ბის შემდეგ ფაქტობრივად განხორციელებული შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან გამომდინარე რეგულირების საფასურის გადამხდელების მიერ ზედმე­ტად გადახდილი თანხა ჩაითვლება მომავალი წლის გადასახდელ რეგულირების საფასურში ხოლო დანაკ­ლისი კი ექვემდებარება გადახდას, კომისიის მიერ მათთვის მითითებულ ვადებში. 4. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი წყვეტს ამა თუ იმ რეგულირებად საქმიანო­ბას, კომისიის მიერ განხორციელებული საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარების შემდეგ რეგულირების საფასურის გადამ­ხდელებს, მათ მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეთ, ხოლო დანაკლისი კი ექვემდებარება გადახდას კომისიის მიერ მითითებულ ვადებში.     მუხლი 6🔗. რეგულირების საფასურის გაანგარიშების წესი 1. რეგულირების საფასურის გადამხდელები რეგუ­ლირების საფასურს იხდიან შესაბამისი რეგული­რე­ბადი საქმიანობით მიღებული შემოსავლიდან რომელიც გაიანგარიშება შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლისა (დღგ-ის გარეშე) და №1 დანარ­თით განსაზღვრული კოეფიციენტების ნამრავ­ლით. 2. რეგულირების საფასურის მინიმალური ოდენობა და ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის რეგულირების საფა­სურის კოეფიციენტი განისაზღვრება ამ წესების №1 დანართში მოცემული მაჩვენებლების შესაბამისად. 3. რეგულირების საფასურის გამოთვლა უნდა გან­ხორ­ციელდეს: ა) ამა თუ იმ პირის მიერ რეგულირებადი საქმია­ნობის დაწყებისთანავე; ბ) კომისიის ბიუჯეტის შესავსებად ან/და შემოსავ­ლების დასაბალანსებლად ადგილი აქვს №1 დანართში მოცემული კოეფიციენტის ცვლილებას.     მუხლი 7🔗. რეგულირების საფასურის გადახდის წესი რეგულირების საფასურის გადამხდელები ვალდე­ბულნი არიან, შესაბამისი რეგულირებადი საქმია­ნობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად დაფარონ კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის 30% ყოველი კალენდარული წლის პირველი კვარტალის განმავლობაში და 35-35% მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში იმგვარად, რომ შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებით, რეგულირების საფა­სურის 100%-ის ანაზღაურება განხორციელდეს ყოველი კალენდარული წლის 1 ოქტომბრამდე.     მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა რეგულირების საფასურის გადაუხდელობისთვის და მისი ამოღების უზრუნველყოფის საშუალებები 1. კომისია უფლებამოსილია, რეგულირების საფასუ­რის არგადამხდელი ან ამ საფასურის გადახდის ვადების დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი. 2. კომისია უფლებამოსილია, თავისი შეხედუ­ლებისამებრ მოსთხოვოს რეგულირების საფასურის გადამხდელებს ფინანსური გარანტია, რაც უზრუნველ­ყოფს მათ მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის ანაზღაურებას.     მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები წყალმომარაგების სექტორში მოქმედი მიმწოდებლები რეგულირების საფასურს, ამ წესების პირობების დაცვით, გადაიხდიან 2009 წლის 1 იანვრიდან. აქედან გამომდინარე, წყალმომარაგების სექტორში მოქმედი სასმელი წყლის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, ამ წესების მოთხოვნათა მიხედვით, კომისიას წარუდ­გინონ შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია 2008 წლის 1 ნოემბრამდე. დანართი №1 ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები და რეგულირების საფასურის მინიმალური ოდენობა 1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალ­მომარაგების სექტორის ლიცენზიატების, მიმწო­დებ­ლებლების, იმპორტიორების, მცირე სიმძლავ­რის ელექტროსადგურებისა და ელექტრო­ენერგეტიკული სის­ტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) მიერ გადა­სახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენ­ტები: ელექტროენერგეტიკული სექტორი: წარმოების ლიცენზიატი 0.005 გადაცემის ლიცენზიატი 0.005 დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი 0.005 განაწილების ლიცენზიატი 0.0025 იმპორტიორი 0.005 ექსპორტიორი 0.005 ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი 0.005 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური 0.005 ბუნებრივი გაზის სექტორი: მიმწოდებელი 0.005 ტრანსპორტირების ლიცენზიატი 0.005 განაწილების ლიცენზიატი 0.005 წყალმომარაგების სექტორი: მიმწოდებელი 0.005 2. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის რეგულირების საფასურის განსაზღვრისას მის შემოსავალში არ გაითვალისწინება იმ საქმიანო­ბიდან მიღებული შემოსავალი, რომლიდანაც საქართვე­ლოს კანონმდებლობის თანახმად, მას არ უნდა რჩებოდეს მოგება. მოცემულ შემოსავალში არ იგულისხმება ელექ­ტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერა­ტორის მომსახურების საფასურით მიღებული შემო­სავალი. 3. ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტრო­ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის წლიური მინიმალური სიდიდე განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარით, მაგრამ არა უმეტეს კანო­ნით შეზღუ­დული რეგულირების საფასურის ოდენობისა.