,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№642
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.012.193
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 24/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.193

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №642

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის     7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებით (სსმ III, 12.12.2005წ., №144 მუხ. 1603) დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

2. დაევალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდეგში – გარემოს დაცვის ინსპექცია) უფროსს ამ ბრძანების შესასრულებლად ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2008 წლის 15 დეკემბრიდან.

ი. ღვალაძე

დანართი№1

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:

ა) მუქი ხაკისფერი კეპი;

ბ) მუქი ხაკისფერი დათბუნებული ქურთუკი;

გ) მუქი ხაკისფერი პიჯაკი;

დ) მუქი ხაკისფერი ჟილეტი;

ე) ხაკისფერი პულოვერი;

ვ) მუქი კრემისფერი პერანგი;

ზ) მუქი კრემისფერი მაისური;

თ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

ი) შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი

კ) შავი შარვალი (ზაფხულის და ზამთრის);

ლ) შავი ქვედაბოლო.

2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ქურთუკისა და ჟილეტის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასო-ნიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“ აბრევიატურა), ხოლო წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის პულოვერის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია სიტყვები ,,გარემოს დაცვის დაცვის ინსპექცია“.

4. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის მაისურის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

5. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის პიჯაკის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

 6. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.09.2008.
როდის იქნა მიღებული „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 18.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №642. სარეგისტრაციო კოდი — 360.160.000.22.023.012.193.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №642, 18.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.193 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79534/