„საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№664
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.012.207
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 01/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.207

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №664

2008 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

  „საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში (სსმ III, 10.10.2007წ., №141, მუხ. 1562) და ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ.“

ბ) ბრძანების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესი.“.    

გ) ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტექნიკურ დავალებას ითანხმებს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ცენტრალური ორგანო (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები).

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ღვალაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.09.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №664. სარეგისტრაციო კოდი — 360.160.000.22.023.012.207.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №664, 23.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.207 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79564/