⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.04.2016)
გაუქმებულია:

,,საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ტარიფების გრძელვადიანი პერიოდისათვის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 24.09.2008
ძალის დაკარგვა 27.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.012.209
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 26/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,136 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2008 მიღება
27.04.2016 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ტარიფების გრძელვადიანი პერიოდისათვის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.25pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.35pt 77.6pt 42.55pt 76.3pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.012.209 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №26 2008 წლის 24 სექტემბერი ქ. ქუთაისი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ტარიფების გრძელვადიანი პერიოდისათვის დამტკიცების შესახებ ელექტროენერგიის განაწილების საწარმოების პრივატიზაციამ და განხორციელებულმა ინვესტიციებმა გადაწყვიტა ბოლო ათწლეულის ყველაზე მწვავე პრობლემა – მომხმარებლების ელექტროენერგიით უწყვეტი და საიმედო მომარაგება. საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, რომლის დამახასიათებელი ნიშანია ელექტრომომარაგების სტაბილურობისა და მომსახურების ხარისხის ამაღლება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სატარიფო პოლიტიკაში ახალი მიდგომების დანერგვას. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან/და ზღვრული ტარიფების შემოღება გრძელვადიანი პერიოდისათვის. გრძელვადიანი პერიოდისათვის ფიქსირებული ან/და ზღვრული ტარიფების არსებობა ერთნაირად ხელსაყრელია როგორც ელექტროენერგიის განაწილების საწარმოებისათვის, ისე მომხმარებლებისათვის: ელექტროენერგიის განაწილების საწარმოებს საშუალება ეძლევათ გრძელვადიან, სტაბილურ პერსპექტივაზე დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები, ხოლო მომხმარებელს – ზუსტად და გრძელვადიან პერიოდზე გათვალონ ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული ხარჯები. სწორედ ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის №316 განკარგულებით მოწონებული საქართველოს მთავრობასა და დსს ,,ინტერ რაო ეეს“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის მიხედვით სს ,,თელასსა“ და მის მომხმარებლებს 2015 წლის 1 სექტემბრამდე უნარჩუნდებათ ამჟამად არსებული ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარე-გულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები. აღნიშნული განკარგულებით მოწონებული მემორანდუმი გაფორმდა სს ,,თელასის“ და დსს ,,ინტერ რაო ეეს“-ის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ შესაბამისი დადგენილების მიღების პირობით, კერძოდ: 2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე სს ,,თელასმა“ უნდა განახორციელოს ინვესტიცია საერთო ჯამში, წლების მიხედვით 56.3 მლნ. აშშ დოლარის ოდენო-ბით, რომელიც მოხმარდება ქ. თბილისის ელექტრული ქსელის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და აღნიშნულის შესახებ ყოველი წლის დასრულებიდან ექვსი თვის ვადაში შესაბამისი ანგარიში უნდა მიაწოდოს კომისიას. ინვესტიციების მთლიანად ან ნაწილობრივ განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება, შესაბამისად მოახდინოს სს ,,თელასის“ ტარიფის კორექტირება; დსს ,,ინტერ რაო ეეს“-მა უნდა უზრუნველყოს იმ 100 მვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის (ელექტროსადგურების) მშენებლობის დაფინანსება, რომელიც (რომლებიც) ექსპლუატაციაში მიღებულ უნდა იქნეს (იქნენ) 2015 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო სს ,,თელასი“ ვალდებულია, ყოველწლიურად შეისყიდოს აღნიშნული ელექტროსადგურის (ელექტროსადგურების) წარმოებული ელექტროენერგიის 100% მისი (მათი) ექსპლუატაციაში მიღებიდან შემდგომში შვიდი წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ იგი არ მოითხოვს სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ელექტროსადგური (ელექტროსადგურები) არ იქნა (იქნენ) მიღებული ექსპლუატაციაში 2015 წლის 1 სექტემბრამდე, ამ თარიღიდან მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში სს ,,თელასი“ თავისი ხარჯით შეიძენს 2007 წლის 20 ივნისის შემდგომ საქართველოში ექსპლუატაციაში შესული სხვა ელექტროსადგურისაგან (ელექტროსადგურებისაგან) სს ,,თელასის“ ყოველწლიური ელექტროენერგიის მოხმარების არანაკლებ 15%-ს და იგი არ მოითხოვს სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას. გარდა ამისა, სს ,,თელასი“ არ მოითხოვს 2007 წლის 20 ივნისამდე არსებული სადავო საკითხებიდან გამომდინარე და 2007 წლის 1 მარტამდე იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით გამოწვეული ხარჯების კომპენსაციას. ,,საქართველოს მთავრობასა და დსს ,,ინტერ რაო ეეს“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №654 განკარგულებით, კომისიას ეთხოვა, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ,,საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №170 დადგენილებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობისა და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნისათვის მიზანშეწონილად ჩაითვალა წინასწარ განსაზღვრული ზღვრული ან/და ფიქსირებული ტარიფების შემოღება გრძელვადიანი პერიოდისათვის. ამ მიზნით გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფოს მიერ ენერგოობიექტებთან დაკავშირებით აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს მთავრობასა და დსს ,,ინტერ რაო ეეს“-ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის №316, ,,საქართველოს მთავრობასა და დსს ,,ინტერ რაო ეეს-“ს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №654 განკარგულებების, ,,საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №170 დადგენილების, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კომისია ადგენს: 1. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით სს ,,თელასისთვის“ განსაზღვრული განაწილების ტარიფის მოქმედების ვადა შენარჩუნდეს 2015 წლის 1 სექტემბრამდე. 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ტარიფების კორექტირება ინფლაციისა და ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ცვლილების გამო განხორციელდეს სამჯერ: 2010 წლის 1 სექტემბერს, 2012 წლის 1 სექტემბერს და 2015 წლის 1 სექტემბერს. ამასთან, კორექტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2007 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე და 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე თითოეული პერიოდისათვის შეადგენს 10%-ზე მეტს და მხოლოდ იმ სიდიდით, რომელიც აღემატება 10%-ს; ბ) თუ განაწილების ტარიფის კორექტირების განხორციელების მომენტში, ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ცვლილება ტარიფის ბოლო გადახედვის პერიოდიდან შეადგენს 10%-ზე მეტს, შესაბამისად, კორექტირებას ექვემდებარება განაწილების ტარიფის 10% და მხოლოდ იმ სიდიდით, რომელიც აღემატება 10%-ს. 3. თუ 2007 წლის 1 სექტემბრისთვის სს ,,თელასისთვის“ მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული შესასყიდი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ტარიფი გაიზრდება ან შემცირდება 10%-ზე მეტად არსებული ან ახლად აშენებული ელექტროსადგურების (გარდა დსს ,,ინტერ რაო ეეს-“ის ან მისი უფლებამონაცვლის საკუთრებაში ან მართვაში მყოფი ელექტროსადგურებისა) მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ან შემცირების გამო, შესაბამისად გაიზრდება ან შემცირდება სამომხმარებლო ტარიფი. 4. სს ,,თელასმა“ ყოველი წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში წარმოადგინოს ანგარიში მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. 5. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. თავმჯდომარე    გ. ჩალაგაშვილი