,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- ფარმაცევტულ, სამედიცინო, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობ საიდან არის მიღებული, საბუთის №
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.216
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №212/ნ
2008 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნ ორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ფ არმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში (სსმ III, 31.07.2003, №8, მუხლი 708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი (დანართი №3)”
2. ბრძანების პირველი პუნქტის “ღ” ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი N23 –ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №23
ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი
1. ამ დანართით გათვალისწინებული დებულებები არგეულირებს მხოლოდ იმ ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების (შემდგომში – ნარკოტიკული საშუალებები) მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესს, რომელიც გამოიყენება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება).
2. იმპორტირებული ნარკოტიკული საშუალებების ძირითადი მარაგი ინახება შესაბამისი უფლების მქონე ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავ იურიდიულ პირთან, კაპიტალურ შენობაში არსებულ უფანჯრო ოთახში (შემდგომში – საცავი), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს რკინის კარებით, ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციით. საცავი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიციის შეიარაღებული სადღეღამისო დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ პირს არ გააჩნია შენახვის პირობები, შესაძლებელია სათანადო პირობებისა და უფლებმოსილების მქონე დაწესებულებასთან გაფორმდეს ხელშეკრულება ნარკოტიკული საშუალებების შენახვაზე.
3. საქართველოში შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო სერიულ და შერჩევით კონტროლს.
4. საცავში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელია ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილი პირი.
5. საცავში ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.
6. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი იურიდიული პირი იმავდროულად წარმოადგენს ჩანაცვლებითი მკურნალობის გამახორციელებელ დაწესებულებას, ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა როგორც საცავში, ასევე დაწესებულებაში, წარმოებს ერთ ჟურნალში.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი და ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულება სხვადასხვა იურიდიული პირია, ნარკოტიკული საშუალებების საცავიდან გატანა ხორციელდება ამ წესის მე-16 პუნქტის შესაბამისად.
8. ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირება საცავიდან სამარაგომდე ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით.
9. დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალება ინახება სპეციალურად გამოყოფილ სამარაგო ოთახში (შემდგომში – სამარაგო), რომელიც განთავსებულია უშუალოდ ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ განყოფილებაში (შემდგომში – განყოფილება). სამარაგო წარმოადგენს უფანჯრო ოთახს, აქვს კაპიტალური კედლები, რკინის კარები, ადგილობრივი შუქხმოვანი და 24-საათიანი პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია, უზრუნველყოფილია ვიდეოთვალით, რომლის ჩანაწერი ინახება ერთი თვის განმავლობაში.
10. დაწესებულებას უფლება აქვს სამარაგოში შეინახოს არა უმეტეს 4 (ოთხი) თვის სავარაუდო მარაგი.
11. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირს (დაწესებულებაში, რომელსაც გააჩნია აფთიაქი, ხელმძღვანელთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრება აფთიაქის გამგეს, ხოლო დაწესებულებაში, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი – ხელმძღვანელთან ერთად განყოფილების უფროს მედდას).
12. სამარაგოს გასაღები და ლუქი ინახება ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და განყოფილებაზე გაცემაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან.
13. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.
14. სამარაგოდან ნარკოტიკული საშუალების განყოფილებაზე გაცემა წარმოებს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ განყოფილების გამგე და საპროცედუროს მორიგე მედდა. მოთხოვნას ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მოთხოვნა იწერება ლათინურ ენაზე, წამლის დასახელების, ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალებების გაცემის შემდეგ მოთხოვნის მეორე გვერდზე კეთდება ჩანაწერი ფაქტობრივად გაცემული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ წამლის დასახელების, დოზის, რაოდენობისა და გაცემის თარიღის მითითებით. ჩანაწერს ხელს აწერენ ნარკოტიკული საშუალებების გამცემი და მიმღები პირები.
15. მოთხოვნა გამოიწერება სამ ეგზემპლარად, აქედან ერთი ეგზემპლარი უბრუნდება განყოფილებას და ინახება განყოფილების გამგესთან, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაწესებულების ბუღალტერიას, ხოლო მესამე რჩება სამარაგოს პასუხისმგებელ პირთან და წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს, მოთხოვნები ინახება ხუთი წლის განმავლობაში.
16. დაწესებულება, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი, ვალდებულია ნარკოტიკული საშუალებების მისთვის საჭირო მარაგის შენახვაზე და გადმოცემაზე ხელშეკრულება გააფორმოს საცავში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავ იურიდიულ პირთან, რომელსაც განაცხადთან ერთად დამატებით წარუდგენს ერთჯერად, სათანადოდ გაფორმებულ მინდობილობას. განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალებების დასახელება, წამლის ფორმა, დოზა და რაოდენობა, მოწმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით და ბეჭდით. იურიდიული პირი გასცემს დაწესებულებაზე ნარკოტიკული საშუალებების გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს (დანართი №25), რაც მიმღები ორგანიზაციისათვის წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების შემოსავლაში აყვანის საფუძველს.
17. განყოფილებაში პაციენტებზე ნარკოტიკული საშუალებების გაცემა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი ოთახიდან (შემდგომში – პუნქტი), რომელსაც ფანჯრებზე უნდა ჰქონდეს გისოსები. პუნქტში ნარკოტიკული საშუალებები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში, რომლის გასაღები ინახება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირთან. პუნქტში ნებადართულია ნარკოტიკული საშუალებების არა უმეტეს ოთხი დღის სავარაუდო მარაგის შენახვა. სამუშაო დღის განმავლობაში პუნქტის დაცვას უზრუნველყოფს დაცვის თანამშრომელი. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ პუნქტში ირთვება პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია.
18. პუნქტში შენახული ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და პაციენტებისათვის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირებს.
19. პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დანომრილ, ზონარგაყრილ, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში (დანართი №26).
20. პაციენტისათვის დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზის ყოველი ცვლილება ფიქსირდება ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში.
21. ნარკოტიკული საშუალების გაცემა ხორციელდება პუნქტის სპეციალური სარკმლიდან, პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის წარდგენის შემდეგ.
22. პაციენტს ეკრძალება პუნქტში შესვლა.
23. ნარკოტიკული საშუალების დასახელება, წამლის ფორმა, დოზა, მიღების თარიღი და დრო ფიქსირდება ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში, რომელსაც ჩანაწერს ხელს აწერენ ექიმი და მედდა.
24. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით, ულუფის გაცემა ხორციელდება ერთჯერად ჭიქებში, რომელიც წამლის მიღების შემდეგ უბრუნდება პუნქტის მედდას. ნარკოტიკული საშუალების დოზირებული ულუფის განსაზღვრა და ჩამოსხმა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებული საზომი ხელსაწყოების მეშვეობით, მედდის მიერ, ექიმის ან უფროსი მედდის თანდასწრებით, იკრძალება ნარკოტიკული საშუალების ტარიდან ტარაში გადასხმა.
25. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ პუნქტის მორიგე მედდებს ან განყოფილებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს შორის ნარკოტიკული საშუალებების დარჩენილი ნაშთის გადაბარების წესს ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ხოლო მიღება-ჩაბარება ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №27-ე დანართის შესაბამისად.
26. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით და მოთავსებულია შუშის ან პოლიეთილენის ჭურჭელში, ცარიელი ტარა ექვემდებარება გაუვნებლობას შემდეგი წესით: პაციენტებისათვის ნარკოტიკული საშუალებების გაცემის დასრულების შემდეგ პუნქტის მედდა, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის წევრების (არანაკლებ სამი პირისა) თანდასწრებით, წყლის რამდენჯერმე გამოვლების გზით რეცხავს პოლიეთილენის ცარიელ ტარას, აცლის ეტიკეტს და ჭრის (შუშის ბოთლი იმსხვრევა), რაც ფორმდება №28 დანართით გათვალისწინებული ფორმის აქტით. ამ სახით დამუშავებული და გაუვარგისებული ტარის ნარჩენი ინახება პუნქტში და ყოველი კვირის ბოლოს ექვემდებარება დაწესებულებიდან გატანას და გადატვირთვას კორპუსთაშორის სანაგვე კონტეინერში, საიდანაც ხორციელდება სანაგვე კონტეინერების ტრანსპორტირება ნარჩენების გაუვნებლობის ადგილამდე.
27. ჩანაცვლებითი მკურნალობის პერიოდში პაციენტის სხვა სტაციონარში მოხვედრის შემთხვევაში, სტაციონარის ხელმძღვანელი ვალდებულია შესაბამისი დაწესებულებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნარკოტიკული საშუალებების კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობა.
28. სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობისას ნარკოტიკული საშუალებები გაიცემა დალუქულ მდგომარეობაში კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში. ჭურჭელზე დაკრულ ქაღალდზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალების დასახელება, ფორმა, დოზა და რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს სითხეს ან სიროფს, პაციენტისათვის განკუთვნილი რაოდენობა გაიცემა დღიური დოზების შესაბამისად დაფასოებული სახით. ლუქის ახსნა ხდება ავადმყოფის თანდასწრებით, უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მიღების წინ.
29. სტაციონარში მწოლიარე, ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის საჭიროებისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიწოდება ხორციელდება ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ექიმის მიერ. სამკურნალო დაწესებულებებს შორის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარება ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №29-ე დანართის შესაბამისად. სტაციონარი ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს პაციენტისათვის განკუთვნილი ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მათი აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.
30. ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის ბინაზე მკურნალობის ან მივლინებაში გამგზავრების შემთხვევებისას ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიმღებს ეძლევა დაწესებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი №30). აღნიშნულ დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეძლევა ნარკოტიკული საშუალების მიმღებს, ხოლო მეორე რჩება დაწესებულებაში.“.
3. ბრძანების პირველი პუნქტის „ჩ” და „წ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი N26)
„წ) ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა (დანართი N29)”
4. ბრძანების პირველი პუნქტის „ჩ” და „წ” ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №26 (ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულების განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა) და დანართი №29 (ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №26
ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულების განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
| თარიღი | ნაშთი დღის დასაწყისისათვის | შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი
| მიმღები პირის ხელმოწერა
| ||||||||
|
| პრეპარატის დასახელება, დოზა და საზომი ერთეული | საიდან არის მიღებული და დოკუმენ-ტის N | პრეპარატის დასახელება, დოზა და საზომი ერთეული |
| |||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
| რაოდენობა | სერია | რაოდენობა | სერია | რაო-დენო-ბა | სერია |
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| გ ა ს ა ვ ა ლ ი
| გაცემაზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა | პაციენტის ხელმოწერა ნარკოტი კული საშუალების მიღებაზე | პაციენტის ავადმყოფობის ან სტაციონარში მოთავსების დამადასტურებელი საბუთის N და გაცემის თარიღი | ||||||||
| N რიგზე | მედიკამენტის გაცემის თარიღი | მედიკამენტის მიღების დრო | ავადმყოფის გვარი, სახელი
| ამბულატორიული ბარათის N | ექიმის მიერ დანიშნული დოზა მილიგრამებში | გაცემული პრეპარატის დასახელება, დოზა და რაოდენობა (საზომი ერთეული) |
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
შენიშვნა: 23-ე გრაფაში ბინაზე მწოლიარე პაციენტის შემთხვევაში ხელს აწერს მის ნაცვლად მისი ოჯახის წევრი, ხოლო სტაციონარში მოხვედრისას, ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილე დაწესებულების ექიმი.’’.
„დანართი N29
ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარების
აქტის ფორმა
ნარკოტიკული საშუალების გამცემი დაწესებულების
დასახელება და იურიდიული მისამართი _________________ ტელ.: _________________
ნარკოტიკული საშუალების მიმღები დაწესებულების
დასახელება და იურიდიული მისამართი ______________________
ტელ.: __________________________
პაციენტის გვარი და სახელი ვისთვისაც
განკუთვნილია ნარკოტიკული
საშუალება____________________________________________________
| N | ნარკოტიკული საშუალების დასახელება | საზომი ერთეული | სერია | გადაბარე-ის თარიღი | გადაბა-რებუ-ლი რაოდე-ნობა | ნარკოტიკული საშუალებების ჩამბარებელი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა | ნარკოტიკული საშუალე ბების მიმღები პირის გვარი, სახელი და თანამდებობა |
წამლის გამცემი პირის ხელმოწერა _______________________
წამლის მიმღების ხელმოწერა ____________________________
შენიშვნა: აქტი ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სტაციონარში, ხოლო მეორე–ნარკოტიკული საშუალებების გამცემი, ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში.”.
5. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ” ქვეპუნქტი:
„ჭ) ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №30)”.
6. ბრძანების პირველი პუნქტის „ჭ” ქვეპუნქტთ დამტკიცებული დანართი №30 (ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №30
ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა
ნარკოტიკული საშუალების გამცემი
დაწესებულების დასახელება _____________________________________________
იურიდიული მისამართი __________________________________________________
ტელ.: _________________________
ნარკოტიკული საშუალების მიმღების გვარი, სახელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №№______________________________________
პაციენტის ბინაზე მკურნალობისას □
მივლინებაში მყოფი პაციენტისათვის □
| დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოტიკული საშუალების დასახელება | საზომი ერთეული | ექიმის მიერ დანიშნული დღიური დოზა | სულ გაცემული რაოდენობა | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
წამლის გამცემი პირის ხელმოწერა _______________________
წამლის გაცემის თარიღი __________________________
დოკუმენტის მოქმედების ვადა____________________________
ბ.ა.’’
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი