,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.228
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №224
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვიტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №12, მუხ. 120) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-7 და 71 პუნქტებით დადგენილი შემთხვევბისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
,,71. საქართველოს იუსტიც ი ის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეებს ნომენკლატურის ფარგლებში უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“.
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება, გააჩნიათ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს.“.
4. დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემისმოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. მინისტრის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი.
6. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს სპეციალისტი – I კლასის იურისტი“.
5. დებულების დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №4
აღსრულების ეროვნული ბიურო
1. ბიუროს თავმჯდომარე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
2. თავმჯდომარის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
3. თავმჯდომარის თანაშემწე, თავმჯდომარის რეფერენტი, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
4. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.
5. განყოფილების უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.
6. სპეციალისტი, ბუღალტერი, არქივარიუსი – I კლასის იურისტი.
7. საგამოძიებო სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
8. საგამოძიებო სამმართველოს განყოფილების უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.
9. საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
10. საგამოძიებო სამმართველოს სპეციალისტი – II კლასის იურისტი.
11. აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.
12. აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოკოვნიკი.
13. აღსრულების პოლიციის სამმართველოს ჯგუფის უფროსი – იუსტიციის მაიორი.
14. აღსრულების პოლიციის სამმართველოს აღსრულების პოლიციელი – იუსტიციის კაპიტანი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოები –სააღსრულებო ბიუროები
1. ბიუროს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
2. ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი.
3. ჯგუფის უფროსი, აღამასრულებელი, მთავარი სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
4. სპეციალისტი – II კლასის იურისტი.“.
6. დებულების დანართი №5 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია