,,აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 30.09.2008
ძალის დაკარგვა 17.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №226
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.012.230
გამოქვეყნების წყარო სსმ, 143, 30/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
,,აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.012.230
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №226
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
დანართი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო
დებულება აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ განსაზღვრავს აღმასრულებელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს და აღმასრულებელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.
მუხლი 2🔗. აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები
აღმასრულებელს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულებისას დაშვებული კანონმდებლობის დარღვევისათვის;
ბ) შრომის დისციპლინის დარღვევის ან სხვა სამსახურებრივი გადაცდომისათვის;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.
მუხლი 3🔗. დისციპლინური სახდელის სახეები
1. აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა;
ე) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
მუხლი 4🔗. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი
აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საჩივარი ან განცხადება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) თანამშრომლის ან სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოხსენებითი ბარათი აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;
გ) აღმასრულებლის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები;
დ) სხვა დოკუმენტი ან ცნობა (ინფორმაცია) ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 5🔗. დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოები
ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფუძველების არსებობისას აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების უფლებამოსილებით სარგებლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 6🔗. დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური სამართალწარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადა გააგრძელოს 3 თვემდე.
2. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი ახსნა-განმარტებას ართმევს აღმასრულებელს და განცხადების (საჩივრის) ავტორს. დისციპლინური სამართალწარმოებისას აღმასრულებლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა სავალდებულოა. დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, შეამოწმოს სააღსრულებო საქმის მასალები, მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი ინფორმაცია.
მუხლი 7🔗. აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური სამართალწამოების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის დასკვნა
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური სამართალწამოების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სახელზე ამზადებს წერილო-\ბით დასკვნას დისციპლინური გადაცდომის დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ. დასკვნას ხელს აწერს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა დისციპლინური საქმის გამოკვლევას.
2. დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ.
3. დასკვნას განიხილავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 8🔗. დისციპლინური სახდელის შერჩევა
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური დარღვევის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, აღმასრულებლის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.
მუხლი 9🔗. დასკვნის განხილვის შედეგები
1. დასკვნის განხილვის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ან აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.
2. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აღმასრულებელს.
3. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ასლი უნდა დაერთოს აღმასრულებლის პირად საქმეს.
მუხლი 10🔗. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოთხოვნა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს მოთხოვნას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
2. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გამოიყენება ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 11🔗. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აღმასრულებელს თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
2. სააღსრულებო ბიუროს უფროსს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
მუხლი 12🔗. დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადები
აღმასრულებელს დისციპლინური სახდელი არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია სამი წელი.
მუხლი 13🔗. გასაჩივრების უფლება
აღმასრულებელს უფლება აქვს გაასაჩივროს დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 14🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის გაქარწყლება
1. დისციპლინური სახდელი გაქარწყლებულად ჩაითვლება, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის ვადაში აღმასრულებელს არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, სააღსრულებო ბიუროს უფროსის შუამდგომლობით, უფლება აქვს ვადამდე მოუხსნას აღმასრულებელს დისციპლინური სახდელი, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.
მუხლი 15🔗. დაწინაურების შეზღუდვა
აღმასრულებელს, რომლის მიმართაც დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება.