,,საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ“
მიღების თარიღი 30.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №42/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.236
გამოქვეყნების წყარო სსმ, 144, 01/10/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ“
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.236
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №42/2008
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების, მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დროს რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს, მიუხედავად იმისა, ეს სუბიექტი იღებს თუ არა მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში, საქართველოს პარლამენტის მომდევნო მორიგ არჩევნებამდე უნარჩუნდება ის რიგითი ნომერი, რომელიც მას მიენიჭა იმ საკანონმდებლო ორგანოს მორიგი არჩევნების დროს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც ტარდება შუალედური არჩევნები.
მუხლი 2🔗.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტს შეუძლია უარი განაცხადოს იმ რიგით ნომერზე, რომლითაც იგი მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა და ასეთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით, წილისყრაში მონაწილეობის გზით, იმ პირობით, რომ წილისყრაში არ გათამაშდება ის რიგითი ნომერი, რომლის გამოყენებაზეც საარჩევნო სუბიექტმა უარი განაცხადა.
მუხლი 3🔗.
საარჩევნო სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით მონაწილეობს შუალედურ არჩევნებში და არ აქვს მინიჭებული რიგითი ნომერი, ამ ნომრის მისაღებად მონაწილეობას მიიღებს წილისყრაში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 99-ე მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ წილისყრაში არ მონაწილეობენ ის რიგითი ნომრები, რომლებიც უკვე მინიჭებული აქვთ საარჩევნო სუბიექტებს.
მუხლი 4🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე