,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.242
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №831
2008 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.“;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. აღმასრულებელი დირექტორის მიერ უფლე-ბამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. დირექტორის მოადგილის კომპეტენცია განისაზღვრება აღმასრულე-ბელი დირექტორის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ„ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;“;
ე) განკარგავს ფონდის თანხებს, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
კ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები, ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
მ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
ნ) ახორციელებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფონდის საქმიანობის განხორციელებას უზრუნველყოფს ფონდის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის სტრუქტურას და საშტატო განრიგს ამტკიცებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. ჩიკვაიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 01.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №831. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.012.242.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““, №831, 01.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.242 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79744/