⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2009)
გაუქმებულია:

,,სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 03.10.2008
ძალის დაკარგვა 01.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.243
გამოქვეყნების წყარო სსმ, 147, 07/10/2008
matsne.gov.ge 1,842 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2008 მიღება
01.07.2009 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 ელექტროქურა, გადასატანი ელექტროქურა
2 „არისტონის“ ტიპის წყლის გამაცხელებლები
3 „ატმორის“ ტიპის წყლის გამაცხელებლები
4 კონდიციონერი „ზაფხული“
5 კონდიციონერი „ზაფხულ-ზამთარი“
6 წყლის სატუმბი ელექტროძრავი
7 სარეცხი მანქანა
8 კომპიუტერი
9 ელექტრორადიატორი
10 წყლის გამაცხელებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 81.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.243 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №27 2008 წლის 3 ოქტომბერი ქ. ქუთაისი სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 31 ივლისის №15 დადგენილებას ამოეწურა მოქმედების ვადა. ამ დადგენილების მოქმედების პერიოდში, მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა, კომპანიამ მოახდინა მის განაწილების არეალში მდებარე ქალაქის ტიპის დასახლებების ინდივიდუალური გამრიცხველიანება საკუთარი სახსრებით. კომპანიის ცნობით, ინდივიდუალურად გასამრიცხველიანებელი დარჩა სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რისთვისაც კომპანიამ ითხოვა დროებითი წესების დადგენა, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრება 2009 წლის 1 ივლისამდე. კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აუცილებელია მომხმარებელთა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის ინტერესების დაბალანსება და ზემოაღნიშნული წესების არდამტკიცების შემთხვევაში ზიანი მიადგება როგორც სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას, ასევე მომხმარებლებს. კერძოდ, კომპანია ვერ მოახდენს მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას, რის შედეგადაც შეუძლებელი გახდება მომხმარებლებისათვის სათანადო მომსახურების გაწევა მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებასთან დაკავშირებით ამ წესებით გათვალისწინებული ქმედითი საშუალებების არქონის გამო.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ ახალი ინვესტორის შესვლის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი წესი არ მოდის წინააღმდეგობაში საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის №1/1/374,379 გადაწყვეტილებასთან, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მომართვისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი“. 2. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სოფლად მცხოვრებ იმ მომხმარებელზე, რომელთაც არ გააჩნიათ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო. 3. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ქალაქებში, მათ შორის, თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, ახმეტაში, ლაგოდეხში, სიღნაღში, ყვარელში და დედოფლისწყაროში მცხოვრებ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“, მომხმარებელზე. 4. სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ ინდივიდუალურ გამრიცხველიანების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინოს ყოველკვარტალურად, ხოლო ანგარიში სემეკის სხდომაზე განსახილველად _ 2009 წლის 1 ივნისამდე. 5. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და მოქმედებს 2009 წლის 1 ივლისამდე. თავმჯდომარე    გ. ჩალაგაშვილი სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი     მუხლი 1🔗 1. საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი ადგენს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ (შემდგომში – კომპანია) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ უმრიცხველოდ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის პირობებს. 2. აღნიშნული წესი არ ეხება იმ მომხმარებლებს, რომელთაც გააჩნიათ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები: 1. უმრიცხველოდ მოხმარება – ელექტროენერგიის მოხმარება, როცა მრიცხველი არ არსებობს ან ტექნიკურად გაუმართავია. 2. უბანი – მომხმარებელთა ოპტიმალური ჯგუფი, მაგრამ არა უმეტეს 70 მომხმარებლისა, რომლებსაც აქვთ ერთი საერთო მრიცხველი. 3. საერთო მოხმარების მრიცხველი – აღრიცხვის კვანძი, რომელიც აღრიცხავს უბნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ მნიშვნელობას დანაკარგების ჩათვლით. 4. ელექტროენერგიის აღრიცხვის გამართული ხელსაწყო – ელექტროენერგიის საერთო მოხმარებისა და ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო, რომელიც დამონტაჟებულია უფლებამოსილი (ლიცენზირებული) ორგანიზაციის მიერ და შესაბამისად მრიცხველის კორპუსს ადევს დამმოწმებელი ორგანიზაციის, ხოლო მომჭერების ხუფს გამანაწილებელი კომპანიის ბრჯენები. მრიცხველის კორპუსი, ინდიკაციის ფარის მინა და მრიცხველში დენშემყვანი კაბელის იზოლაცია არ არის დაზიანებული. 5. განშტოების ხაზი – საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე უბნის მკვებავი ხაზიდან, ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული, სხვადასხვა მიმართულებით გამავალი ხაზი (ხაზები), რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდება მომხმარებელთა ჯგუფის ნაწილს.     მუხლი 3🔗 უბნის ყველა კატეგორიის მომხმარებლის მიერ მთლიანად დახარჯული ელექტროენერგია აღირიცხება ენერგოკომპანიის მიერ გამანაწილებელი ტრანსფორმატორის (ფიდერის) 0.4 კვ ძაბვის მხარეზე დამონტაჟებული ერთი ან მეტი სამფაზიანი მრიცხველით.     მუხლი 4🔗 1. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობა და აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს აქტი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ. თუ კომპანიამ ერთი კვირის ვადაში არ შეამოწმა და არ შეადგინა შესაბამისი აქტი, მრიცხველი ითვლება გამართულად. 2. აქტი შედგენილ უნდა იქნეს ორ, თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე კომპანიას დარჩება. 3. მომხმარებელს ასევე უფლება აქვს დაესწროს ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმებას, თუ მრიცხველი მოითხოვს მოხსნას და ლაბორატორიულ დამოწმებას. 4. საერთო მოხმარების მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვებამდე, კომპანიამ მომხმარებლებისა და საერთო მრიცხველზე მიერთებული მომხმარებლების წარმომადგენლების თანდასწრებით უნდა შეამოწმოს საერთო და ყველა სამფაზა მომხმარებლის აღრიცხვის კვანძები, ხოლო საერთო მრიცხველით აღრიცხვის დაწყების მომენტისათვის დააფიქსიროს საერთო, სამფაზა და ერთფაზა აბონენტების გამართული აღრიცხვის კვანძების მრიცხველების ჩვენებები. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმების შემდეგ, როდესაც მრიცხველი გამართულია, მომხმარებელი გადის ამ წესის რეგულირების სფეროდან და კომპანია ვალდებულია მომხმარებელზე დახარჯული ელექტროენერგიის დარიცხვა აწარმოოს ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენების შესაბამისად.     მუხლი 5🔗 1. საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული ყველა უმრიცხველო მომხმარებლის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის (ნორმატიული დანაკარგების გამოკლებით) განაწილება მომხმარებლებს შორის განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, გარდა სამფაზა ხელსაწყოს მქონე მომხმარებლებისა, რომელთაც უნდა გააჩნდეთ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია უნდა გამოაკლდეს საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხულ ელექტროენერგიას. 2. შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენება (კვტსთ); ბ) ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები (კვტსთ); გ) თითოეული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტსთ). 3. შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე, კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს გადახდის ქვითარს, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მოცემული უნდა იყოს მომხმარებლის მიერ გადასახდელი ელექტროენერგიის საფასური, ასევე მომხმარებელთა პრეტენზიების განმხილველი სამსახურის მისამართი. 4. კომპანია ვალდებულია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენების და მასზე მიერთებული მომხმარებლების მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და გადახდილი თანხების შესახებ. 5. მომხმარებელმა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ თანხმობას, ვალდებულია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ქვითრის მიხედვით. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში მომხმარებელი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის ამ წესების მე-6 მუხლის შესაბამისად. 6. თუ კონკრეტულ უბანზე არსებობს მომხმარებელთა ჯგუფი, რომელთაც ელექტროენერგია მიეწოდებათ ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული ცალკე განშტოების ხაზით და ეს ჯგუფი თანახმაა თავიანთი ხარჯებით მოაწყოს ამ განშტოების ხაზზე საერთო მოხმარების მრიცხველი, კომპანია ვალდებულია დაამონტაჟოს მრიცხველი მომხმარებელთა ჯგუფის განშტოების ხაზზე და ანგარიშსწორება განახორციელოს ამ მრიცხველის ჩვენების შესაბამისად.     მუხლი 6🔗  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ უბანზე (მომხმარებელთა შეთანხმებიდან გასული) ერთი მომხმარებლის მიერ უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გასაშუალოებული მნიშვნელობა განისაზღვრება ფორმულით: KxEაღ - (E1+ E2+E3+E4) E= ——————————————, n სადაც: ა) E უმრიცხველო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაა (კვტსთ); ბ) n – მოცემულ უბანზე უმრიცხველო მომხმარებელთა რაოდენობა; გ) Eაღ – მოცემულ უბანზე მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება ნორმატიული დანაკარგების ჩათვლით (კვტსთ); დ) K = 1–∆Wn – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დანაკარგებს 0.4კვ ძაბვის ქსელში, შესაბამისად, როცა აღრიცხვა ხდება ტრანსფორმატორის 0.4კვ ძაბვის შემყვანზე; ე) ∆Wn – 0.4 კვ ძაბვის ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები ფარდობით ერთეულში, რომელიც განისაზღვრება 0.06-ით; ვ) E1 – მოცემულ უბანზე ყველა ოჯახის მიერ დანართ №1-ში მოცემული ელექტროხელსაწყოების (შემდეგში – ელექტროხელსაწყო) მიერ დახარჯული ჯამური ელექტროენერგია. თითოეული ოჯახის მიერ გამოყენებული ელექტროხელსაწყო აღიწერება ენერგოკომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ და შეიტანება მომხმარებლის ინდივიდუალურ ბარათში, მისი საპასპორტო მონაცემების ჩვენებით. აღნიშნული ელექტროხელსაწყოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია გამოითვლება ფიქსირებული დადგმული სიმძლავრისა და მუშაობის ხანგრძლივობის საფუძველზე, წარმოდგენილი დანართი №1-ის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს გააჩნია დანართ №1-ში მოცემული ელექტროხელსაწყო, მის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის მეტი სიზუსტით განსაზღვრისათვის გასაშუალებულ მნიშვნელობას (E) უნდა დაემატოს ელექტროხელსაწყოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა დანართი №1-ის მიხედვით; ზ) E2 – მოცემულ უბანში არსებული სამფაზა მომხმარებლების (ელექტროსახერხი, ელექტროსადურგლო დაზგა, ელექტროწისქვილი, სტაციონარული ელექტროშესადუღი აპარატი და სხვ.) მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგია. თითოეული მომხმარებლის მოხმარება აღირიცხება სამფაზა მრიცხველით და ფიქსირდება მფლობელის ბარათში; თ) E3 – მოცემულ უბანში არსებული კომერციული, საბიუჯეტო და სხვა მომხმარებლების მიერ მოხმარებული მთლიანი ელექტროენერგია, გარდა მოსახლეობისა. თითოეული ასეთი მომხმარებელი მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, ხოლო მათი მოხმარება უნდა გაიზომოს ინდივიდუალური მრიცხველით და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდეს მომხმარებლის ბარათზე (კვტსთ); ი) E4 – გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს მქონე და საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული სამომხმარებლო სექტორის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტსთ).     მუხლი 7🔗 კომპანია ვალდებულია შექმნას საკმარისი რაოდენობის ფულის მიმღები პუნქტები, რომლებიც იმუშავებს მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ადგილზე.     მუხლი 8🔗 საერთო მოხმარების მრიცხველიდან აღრიცხვის საშუალებების ჩვენების აღება ხდება არანაკლებ თვეში ერთხელ, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის და ამ საერთო მრიცხველზე მიერთებული მომხმარებლების ან მათი წარმომადგენლის თანდასწრებით. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის მიერ დავალიანების მქონე აბონენტის გათიშვა ხორციელდება ინდივიდუალურად.     მუხლი 9🔗 1. მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში ან წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. 2. წერილობით შეტყობინება, ასევე გადახდის ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მომხმარებლის გვარი და სახელი; ბ) მომხმარებლის მისამართი; გ) ელექტროენერგიის ტარიფი; დ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა; ე) მიმდინარე გადასახდელის ოდენობა; ვ) ძველი დავალიანების ოდენობა; ზ) სულ გადასახდელი თანხა.     მუხლი 10🔗 დაუშვებელია მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გადაუხდელობის მიზეზით ღამის საათებში, შაბათ-კვირას, ოფიციალურ სადღესასწაულო დასვენების ან მათ წინა დღეს.     მუხლი 11🔗 კომპანიამ უზრუნველყოს საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლის ელექტროხელსაწყოების ინვენტარიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ აწარმოოს დარიცხვა ამ წესების მე-6 მუხლის შესაბამისად. დანართი №1 სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მომხმარებლების დენმიმღებების სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი დენმიმღები დადგმული სიმძლავრის მინიმალური ზღვარი კვტ. მუშა-საათების რაოდენობა თვეში სთ. დღე-ღამეში ზამთრის თვეებში (ნოემბერი-აპრილი) ზაფხულის თვეებში (მაისი-ოქტომბერი) 1 ელექტროქურა, გადასატანი ელექტროქურა 3.0 1.0 2-1 60 30 2 „არისტონის“ ტიპის წყლის გამაცხელებლები 2.0 3-2 90 60 3 „ატმორის“ ტიპის წყლის გამაცხელებლები 5.0 1 30 30 4 კონდიციონერი „ზაფხული“ 1 2 _ 60 5 კონდიციონერი „ზაფხულ-ზამთარი“ 1.5 2 60 60 6 წყლის სატუმბი ელექტროძრავი 1.5 _ 20 20 7 სარეცხი მანქანა 1.0 _ 10 10 8 კომპიუტერი 0.4 2 60 60 9 ელექტრორადიატორი 1.5 4 120 _ 10 წყლის გამაცხელებელი 1.5 2 60 60 შენიშვნა: ელექტროხელსაწყოების დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ადგილზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ელექტრომოწყობილობების საპასპორტო მონაცემების საფუძველზე. თუ ვერ დგინდება მათი საპასპორტო მონაცემები, მაშინ ასეთი ხელსაწყოების მიერ დახარჯული ელექტროენერგია განისაზღვრება დანართ №1-ში მითითებული დადგმული სიმძლავრის მინიმალური ზღვრისა და თვეების მუშა საათების რაოდენობის მიხედვით.