,,ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№839
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.012.247
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 149, 10/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.012.247

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №839

2008 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „მ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა და 41 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესი დანართი №2-ის შესაბამისად.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

 

 


 

დანა რ თი 1

ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა

შემოწმების აქტის

ლიცენზიის მფლობელის

თარიღი

შედგენის ადგილი

სახელწოდება

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

საიდენტიფიკაციო კოდი

ადგილსამყოფელი

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიცენზიის

აქტზე ხელმომწერ პირთა

სალიცენზიო პირობების დარღვევების ჩამონათვალი

შენიშვნა

სახე

ნომერი

სახელი, გვარი

თანამდებობა

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №2

ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი არეგულირებს ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალი

1. შემოწმების აქტების რეესტრი წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალში (შემდგომში – შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალი), რომელიც წარმოადგენს დანომრილ, აკინძულ და ზონარგაყრილ წიგნს, რომელიც მოწმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ლიცენზირების სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და სამინისტროს ბეჭდით.

2. შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს და ინახავს სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის უფროსის დავალებით ლიცენზირების სამსახურის ერთ-ე რთი თანამშრომელი.

    მუხლი 3. შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის ნუმერაცია

შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალი წარმოებს კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრებით.

    მუხლი 4. შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალში შესატანი ინფორმაცია

შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალში აღირიცხება შემდეგი ინფორმაცია:

ა) შემოწმების აქტის ნომერი, თარიღი და შედგენის ადგილი;

ბ) ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, ადგილსამყოფელი – იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი;

გ) ლიცენზიის სახე, ნომერი;

დ) შემოწმების აქტზე ხელმომწერ პირთა, სახელი, გვარი, თანამდებობა;

ე) სალიცენზიო პირობების დარღვევების ჩამონათვალი;

ვ) შენიშვნა.

    მუხლი 5. შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება

შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის შევსების შემდეგ, მომდევნო ფურცელზე გადასვლამდე, შევსებული ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში დაისმება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის თანამშრომლის ხელმოწერა და მოწმდება სამინისტროს ბეჭდით. შევსებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის შესაბამისი გრაფა უქმდება და ჩასწორება ხდება რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამდებობის პირის მიერ მომდევნო ქვედა გრაფაში, რაც მოწმდება მისი ხელმომწერით და მიეთითება შეცდომის გასწორების შესახებ ჩანაწერის განხორციელების თარიღი.

    მუხლი 6. შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის შენახვა

შემოწმების აქტის სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება სამინისტროს ლიცენზირების სამსახურში, ცეცხლგამძლე სეიფში.