,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 06.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №841
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.249
გამოქვეყნების წყარო სსმ, 149, 10/10/2008
matsne.gov.ge 963 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
10 11
გაცემის თარიღი
გვარი და სახელი თანამდებობა
შედგენილი ოქმები დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები
შედგენის თარიღი გვარი და სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:27.0pt 1.0in 62.9pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.249 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №841 2008 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „მ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესი დანართი №2-ის შესაბამისად. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ნოდია დანართი №1 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო  ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი ოქმის № ოქმის გამცემის ოქმის მიმღების გვარი და სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი და სახელი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შედგენილი ოქმები დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები ოქმის გაუქმების მიზეზი შენიშვნა შედგენის თარიღი გვარი და სახელი თანამდებობა ხელმოწერა დაბრუნების თარიღი გვარი და სახელი თანამდებობა ხელმოწერა 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 დანართი №2 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე წესით რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – ოქმი), როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის, მიმოქცევის პროცესის ფიქსირებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.     მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი წარმოადგენს დანომრილ, აკინძულ და ზონარგაყრილ წიგნს, რომელიც მოწმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ლიცენზირების სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და სამინისტროს ბეჭდით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს და ინახავს, აგრეთვე, ოქმის ფორმებს ინახავს, გასცემს და იბრუნებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. 3. მე-2 პუნქტში მითითებული სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის თანამშრომლის მიერ ოქმის ფორმის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ უფლებამოსილ პირზე გაცემა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 89​4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ადგენს ოქმს, აგრეთვე გამოუყენებელი, შედგენილი (შევსებული) ან გამოუსადეგარი (დაზიანებული/გაფუჭებული) ოქმებისა და ოქმის ფორმების დაბრუნება რეგისტრირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.     მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ნუმერაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში ოქმების რეგისტრაცია წარმოებს კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრებით.     მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში შესატანი ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში აღირიცხება შემდეგი ინფორმაცია: ა) რიგითი ნომერი; ბ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირზე ოქმის ფორმის გაცემის თარიღი და ოქმის ნომერი; გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოქმის ფორმის გამცემი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა; დ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოქმის ფორმის მიმღები პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა; ე) ოქმის შედგენის (შევსების), აგრეთვე გამოუყენებელი ან გამოუსადეგარი (დაზიანებული/გაფუჭებული) ოქმისა და ოქმის ფორმის დაბრუნების შემთხვევაში – ოქმის გამოყენების (შედგენის/შევსების) ან ოქმის დაბრუნების თარიღი და იმ პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა, რომელმაც შეადგინა ან დააბრუნა ოქმი; ვ) ოქმის გაუქმების (დაზიანება, გაფუჭება, გამოუყენებლობა, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობა) მიზეზი; ზ) შენიშვნა.     მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის შევსების შემდეგ, მომდევნო ფურცელზე გადასვლამდე, შევსებული ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში დაისმება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის თანამშრომლის ხელმოწერა და მოწმდება სამინისტროს ბეჭდით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის შევსებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის შესაბამისი გრაფა უქმდება და იგივე ინფორმაციის შეტანა ხდება მომდევნო ქვედა გრაფაში ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. ასეთ შემთხვევაში ორივე გრაფაში არსებული ჩანაწერი დამატებით მოწმდება რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის ხელმოწერითა და სამინისტროს ბეჭდით.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის შენახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება სამინისტროს ლიცენზირების სამსახურში, ცეცხლგამძლე სეიფში.