,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.010.000.22.035.012.250
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №215/ნ
2008 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებით (სსმ III., 2006 წ., №21, მუხ. 253) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).
2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მოწმობის გაცემის წესის (დანართი №2):
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ახალი მოწმობის გაცემისთანავე ძალას კარგავს ძველი მოწმობა.“.
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მოწმობის რეკვიზიტები
მოწმობა შეიცავს შემდეგი სახის რეკვიზიტებს:
ა) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
გ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
დ) ოჯახის სარეიტინგო ქულა;
ე) ოჯახის წევრთა რაოდენობა;
ვ) ოჯახის ყველა წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ოჯახის ყველა 16 წლის და უფროსი ასაკის მქონე წევრის პირადი ნომერი;
ზ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარების თარიღი;
თ) „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების თარიღი;
ი) შევსებული დეკლარაციების ოდენობა;
კ) მოწმობის გაცემის თარიღი;
ლ) სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი №1
|
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის
მ ო წ მ ო ბ ა
(ემბლემის ადგილი)
სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო
|
| ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი __________________ ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი _______________________________________
ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი: _________________________________________________ სახელი, გვარი _________________________________________________ პირადი ნომერი
ოჯახის სარეიტინგო ქულა ________________________
ოჯახის წევრთა რაოდენობა _______________________
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარების თარიღი _______________________________ რიცხვი, თვე, წელი ოჯახის დეკლარაციის შევსების თარიღი _________________________________________________ შევსებული დეკლარაციების ოდენობა ______________ მოწმობის გაცემის თარიღი ________________________ რიცხვი, თვე, წელი
სააგენტოს პასუხისმგებელი პირი _________________ ხელმოწერა ბ.ა. | №
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 | სახელი, გვარი | დაბადების თარიღი | პირადი ნომერი |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
- „,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 01.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №215/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 280.010.000.22.035.012.250.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““, №215/ნ, 01.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 280.010.000.22.035.012.250 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79792/