,,დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 30 მაისის №131/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№216/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.012.251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 148, 09/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.251

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

 ბრძანება №216/ნ

2008 წლის 1 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 30 მაისის №131/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 30 მაისის №131/ნ ბრძანების (სსმ III, 02.06.2008 წ., №78, მუხ. 852) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი (დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ა. კვიტაშვილი

,,დანართი

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა

თავი I

პროგრამის ანოტაცია

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების (WFME – სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) შესაბამისი დონის ექიმი სპეციალისტების მომზადება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადება.

    მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები

პროგრამა შედგება 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტისგან.

    მუხლი 4. პრობლემის აღწერა

 ექიმის სპეციალისტად ჩამოყალიბების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება), ხოლო ექიმის, როგორც სპეციალისტის, პროფესიული კომპეტენციის სრულყოფა მისი პრაქტიკული საქმიანობის მთელ პერიოდში გრძელდება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის გზით. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დამთავრების შედეგად საექიმო საქმიანობის მაძიებელი იძენს იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის გასახორციელებლად. დიპლომისშემდგომი განათლების ფორმა – რეზიდენტურა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული პროცესის უზრუნველყოფისა და საკადრო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფინანსურად უზრუნველყოფს 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებულ რეზიდენტთა მზადების ადმინისტრირებას.

    მუხლი 5. განხორციელების მეთოდოლოგია

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს, მართავს და მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.

2. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2008 წელს გათვალისწინებულია 168 600 (ას სამოცდარვა ათას ექვსასი) ლარი, რომელიც ნაწილდება თანდართული ცხრილი №1-ის შესაბამისად.

    მუხლი 7. განხორციელების ვადები

პროგრამა ხორციელდება 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

    მუხლი 8. პროგრამის შედეგები

პროგრამის მოსალოდნელი შედეგია:

2008 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 58 რეზიდენტი, ხოლო სარეზიდენტო მზადებას გააგრძელებს 74 რეზი-დენტი.

თავი II

2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი

    მუხლი 9. კომპონენტის ამოცანები     

კომპონენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სტანდარტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური ანგარიშის საფუძველზე დადგენილი წესით დაფინანსების უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული (დიპლომის მქონე) პირის დახელოვნება შესაბამის საექიმო სპეციალობაში და კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება შესაბამისი პროფილის კლინიკაში (როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ) რეზიდენტის პრაქტიკული მუშაობის გზით;

გ) რეზიდენტურაში მზადების პერიოდში რეზიდენტის მიერ წარმოებული პრაქტიკული საქმიანობის მეთვალყურეობის უზრუნველყოფა სათანადო კვალიფიკაციის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მიერ და ანგარიშების მომზადება.

    მუხლი 10. კომპონენტის განხორციელების გეგმა

ა) სარეზიდენტო მზადების პროგრამ-დირექტორებთან შეთანხმებით რეზიდენტთა მზადების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკების (როტაციების გრაფიკი) მომზადების უზრუნველყოფა;

ბ) კლინიკებში რეზიდენტთა მზადების მონიტორინგის უზრუნველყოფა;

გ) მზადების შუალედური შეფასების უზრუნველყოფა;

დ) კურსდამთავრებული რეზიდენტების მომზადების დონის საბოლოო შეფასების უზრუნველყოფა.

    მუხლი 11. კომპონენტის მოსარგებლეები

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული 132 რეზიდენტის მზადების დაფინანსება. 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 58 რეზიდენტი, ხოლო სარეზიდენტო მზადებას გააგრძელებს 74 რეზიდენტი.

    მუხლი 12. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია

1. რეზიდენტები მზადებას გაივლიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად.

2. კომპონენტს ახორციელებს, მართავს და მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი –საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.

3. კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 13. ბიუჯეტი

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2008 წელს გათვალისწინებულია 168 600 (ას სამოცდარვა ათას ექვსასი) ლარი (ცხრილი №2).

ცხრილი 1

პროგრამის ბიუჯეტი

 

N

 

კომპონენტი

 

ბიუჯეტი

(ლარებში)

2008 წელი

1.

2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი

168 600

 

 

მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით

17 000

 სულ:

168 600

 

ცხრილი N2

2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული

რეზიდენტების მზადებია ხარჯთაღრიცხვა

(იანვარი – დეკემბერი)

 

N

ხარჯების დასახელება

იანვარი

თებე-რვალი

მარ-ტი

აპრილი

მაისი

ივნი-სი

ივლისი

აგვის-ტო

სექტემბ-ერი

ოქტომბე-რი

ნოემბერი

დეკემ-ბერი

სულ

1

რეზიდენტების რაოდენობა (თვის დასაწყისში)

132

91

91

87

87

87

86

75

75

74

74

74

 

2

რეზიდენტების რაოდენობა (საშუალოდ თვეში – დამთავრების შემდეგ)

107

91

91

87

87

87

81

75

75

74

74

74

 

3

რეზიდენტების სტიპენდია

3638

3094

3094

2958

2958

2958

2754

2550

2550

2516

2516

2516

34102

4

ლოკალური ხელმძღვანელე-ბის ანაზღაურება

7597

6461

6461

6177

6177

6177

5751

---

5325

5254

5254

5254

65888

5

პროგრამ-დირექტორების რაოდენობა

40

33

33

33

33

33

33

---

33

32

32

32

 

6

პროგრამ-დირექტორების ანაზღაურება

4240

3498

3498

3498

3498

3498

3498

---

3498

3392

3392

3392

38902

7

სხვა საქონელი და მომსახურება

 

1108

1100

1100

1100

1100

1100

1100

1000

1000

1000

1000

1000

12708

მათ შორის:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოფისის ხარჯი

708

700

700

700

700

700

700

600

600

600

600

600

7908

კომუნალური ხარჯები

400

400

400

400

400

400

400

400

400

400

400

400

4800

სულ:

16583

14153

14153

13733

13733

13733

13103

3550

12373

12162

12162

12162

151600

 

მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით

17000

 

კომპონენტის ბიუჯეტი

168600