,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.256
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №232
2008 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:
,,ტ) სპეციალური მომზადების სამსახური.“;
ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 185 მუხლი:
„მუხლი 185. სპეციალური მომზადების სამსახური
1. სპეციალური მომზადების სამსახური უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სპეციალური მომზადების სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოამზადოს დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულებისა და გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურების მოსამსახურეები, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებული პირები, ჩაუტაროს მათ სპეციალური თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, შეარჩიოს დეპარტამენტში ჩასარიცხი წვევამდელები და შეამოწმოს მათი ვარგისიანობა შესასრულებელი სამუშაოსათვის.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სპეციალური მომზადების სამსახურში შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო კურსი გაიარონ სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის სხვა მოსამსახურეებმაც.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია