⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.06.2012)
გაუქმებულია:

სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2008
ძალის დაკარგვა 20.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.10.003.001.006
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 19/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 783 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2008 მიღება
20.06.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:black;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:"Текст выноски1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 46.3pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №62 2008 წლის 17 მარტი ქ. თბილისი სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ე“ ქვეპუნქტისა და „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პრინციპები, წესი და პირობები (დანართი №1) და სოფლად პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პრაქტიკის სტანდარტული აღჭურვილობის ნუსხა (დანართი №2). 2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის (ორგანიზაციული კოდი 35 23 06) შეუფერხებელი განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო საბიუჯეტო გეგმის ცვლილება. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე დანართი №1 სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პრინციპები, წესი და პირობები 1. სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას (შემდგომში – პროგრამა) ახორციელებს სსიპ – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი. 2. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ სოფლად პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ექიმები, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი ახლად რეაბილიტირებულ/აღჭურვილ სოფლის ამბულატორიებში. 3. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს: ა) პროგრამის ბენეფიციარებისათვის ფულადი გასაცემლის დარიგებას 2 000 ლარის ოდენობით, სოციალური დახმარების სახით; ბ) №2 დანართით გათვალისწინებული სოფლად პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პრაქტიკის სტანდარტული აღჭურვილობის შეძენას და პროგრამის ბენეფიციარებისათვის გადაცემას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორი კვირის განმავლობაში მიაწოდონ პროგრამის ბენეფიციართა დაზუსტებული სია (პირადი ნომრებისა და საბანკო ანგარიშების მითითებით), რომლის საფუძველზეც სსიპ – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი განახორციელებს ფულადი გასაცემლის გაცემას 2 000 ლარის ოდენობით, სოციალური დახმარების სახით. 5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სსიპ – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ №2 დანართით გათვალისწინებული შესყიდული აღჭურვილობის პროგრამის ბენეფიციარებისათვის გადასაცემად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ეთხოვოთ შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს ხელი შეუწყონ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის ბენეფიციარებისათვის მიწოდებას თავიანთ გამგებლობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. დანართი №2 სოფლად პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პრაქტიკის სტანდარტული აღჭურვილობის ნუსხა ავეჯი რაოდენობა 1. საოფისე მაგიდა – 1 2. საოფისე სკამი – 4 3. საოფისე კარადა – 1 4. გასასინჯი ტახტი – 1 5. სამანიპულაციო მაგიდა – 1 6. ახალშობილის შესახვევი მაგიდა – 1 7. სასტერილიზაციო მაგიდა – 1 8. სამედიცინო დანიშნულების კარადა – 1 სამედიცინო აღჭურვილობა 9. ელექტროკარდიოგრაფი – 1 10. ოტოსკოპი/ოფთალმოსკოპი – 1 11. ინჰალატორი – 1 12. გლუკომეტრი – 1 13. მოზრდილთა სასწორი – 1 14. ახალშობილთა სასწორი – 1 15. სფიგმომანომეტრი და ფონენდოსკოპი – 1 16. თერმომეტრი – 3 17. ბიქსი – 1 18. ინსტრუმენტების ნაკრები მცირე ქირურგიული მანიპულაციებისათვის – 1 19. თირკმლისებური ჭურჭელი – 2 20. ელექტროკარდიოგრაფის ქაღალდი – 1 21. გლუკომეტრის სტრიპები – 100ც.