,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – №2 ქუთაისის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №33 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№855
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 22/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.264

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №855

2008 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – №2 ქუთაისის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №33 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – №2 ქუთაისის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ №33 ბრძანებაში (სსმ III, 21.01.2008წ., №8, მუხ. 98):

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრი.“;

გ) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის თანდართული წესდება.“;

დ) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრმა უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელება.“;

ე) ბრძანებით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის წესდება.“;

ვ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია