⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.07.2011)
გაუქმებულია:

,,აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 15.10.2008
ძალის დაკარგვა 28.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №860
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.278
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 22/10/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,320 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2008 მიღება
28.07.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h1 {margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} h2 {margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#4F81BD; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoList, li.MsoList, div.MsoList {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.MsoBookTitle {font-variant:small-caps; letter-spacing:.25pt; font-weight:bold;} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; font-family:"Cambria","serif"; color:#4F81BD; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.278 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №860 2008 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​3“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების თანდართული წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ნოდია დანართი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი ადგენს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66​1 მუხლით გათვალისწინებული ახლად დაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება), სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ ამ წესით განსაზღვრული მონაცემების რეესტრში შეტანის, მათში ცვლილებების განხორციელების, ან/და რეგისტრირებული მონაცემების რეესტრიდან ამოღების წესს.     მუხლი 2🔗. წესის მიზანი წესის მიზანია უზრუნველყოს დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შესაქმნელად მათი აღრიცხვა, აღნიშნული მონაცემების სისტემატიზაცია და სტატისტიკური ანალიზი.     მუხლი 3🔗. რეესტრის წარმოების მიზანი დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების მიზანია აკრედიტაციის პირობების, პროფესორ-მასწავლებელთა მობილობისა და დაწესებულებაში სტუდენტთა ჩარიცხვის წესის კონტროლი.     მუხლი 4🔗. დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოება 1. დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). 2. რეესტრის წარმოების პროგრამული უზრუნველყოფისთვის ცენტრის მიერ იქმნება მონაცემთა ინტერაქტიული ბაზა, რომლის ფორმაც მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. დაწესებულება ვალდებულია ინტერაქტიული ბაზის მეშვეობით ინტერაქტიულ რეჟიმში განახორციელოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შეტანა, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის შეცვლისას – შესაბამისი ცვლილება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ცენტრში ინახება აგრეთვე წერილობითი სახით. ცენტრში წერილობითი სახით შენახული ინფორმაცია დადასტურებულია დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ცენტრს წარედგინება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. დაწესებულების შესახებ რეესტრში შესატანი ინფორმაცია დაწესებულების შესახებ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) დაწესებულების დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე დაწესებულების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების თარიღი და ნომერი; გ) აკრედიტაციის სახე; დ) აკრედიტაციის ვადა.     მუხლი 6🔗. სტუდენტების შესახებ რეესტრში შესატანი ინფორმაცია 1. რეესტრში შეტანის მიზნებისათვის სტუდენტის იდენტიფიკატორად მიიჩნევა მისი პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი); 2. სტუდენტების შესახებ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი; ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი დაწესებულების დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, დოკუმენტის სერია, ნომერი და თარიღი; გ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი; დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტის ნომერი და თარიღი, დაწესებულების დასახელება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და პირს შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ნომერი; ე) დაწესებულების ფაკულტეტი, სპეციალობა, მიმართულება, სპეციალიზაცია, ქვესპეციალიზაცია; ვ) საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთი: ვ.ა) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; ვ.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა და საფეხური იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე; ვ.გ) სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს სამედიცინო აკადემიური უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე; ზ) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა; თ) გარიცხვა/ამორიცხვის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების/აღდგენის აქტის, აგრეთვე გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტის ნომერი და თარიღი; ი) სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა, მოპოვების ან/და გაუმჯობესების თარიღი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების საფასური.     მუხლი 7🔗. პროფესორ-მასწავლებლების შესახებ რეესტრში შესატანი ინფორმაცია 1. რეესტრში შეტანის მიზნებისათვის პროფესორ-მასწავლებლების იდენტიფიკატორად მიიჩნევა მისი პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი). 2. პროფესორ-მასწავლებლების შესახებ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი (რეგისტრაციის ადგილი); ბ) აკადემიური ხარისხი, მიღებული დიპლომის (ბოლო დოკუმენტი) სერია, ნომერი, თარიღი, დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ნომერი, რომლის საფუძველზეც გამოიცა დიპლომი, აკადემიური თანამდებობა შესაბამისი დაწესებულების მითითებით, დასაქმების ფორმა (კონკურსი, კონკურსის გარეშე), საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს, გამოცემული პუბლიკაციები (ბოლო 5 წლის განმავლობაში), სტაჟირება, პროფესიული განვითარების კურსები, ტრენინგები და კონფერენციები; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა.     მუხლი 8🔗. ინტერაქტიულ ბაზაში ხარვეზების გასწორება და მონაცემების რეესტრიდან ამოღება 1. ინტერაქტიულ ბაზაში რეგისტრირებულ მონაცემებში სარეგისტრაციო მონაცემის უზუსტო გადატანით გამოწვეული ტექნიკური ხარვეზის შესწორებას ახორციელებს დაწესებულება ან ცენტრი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ ცენტრის მიერ. 2. დაწესებულებების, პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების რეესტრიდან ამოღება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას აღარ გააჩნია აკრედიტებული დაწესებულების, ხოლო პროფესორ-მასწავლებელს და სტუდენტს – შესაბამისი სტატუსი.     მუხლი 9🔗. ინფორმაციის რეესტრში შეტანის ვადა 1. სტუდენტთა შესახებ ამ წესის გათვალისწინებული ყველა მონაცემის რეესტრში შეტანა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოველი წლის პირველი ოქტომბრისა და პირველი აპრილის მდგომარეობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის შესაბამისად. ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა შესახებ ყველა მონაცემის რეესტრში შეტანა ხორციელდება სისტემატურად. 2. მონაცემთა ბაზაში ხარვეზის გასწორება, ამ წესის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, წარმოებს ნებისმიერ დროს.     მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე 1. რეესტრში შეტანილი, აგრეთვე წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე, აგრეთვე რეესტრის დროულად შევსებაზე პასუხისმგებელია დაწესებულება. 2. ცენტრი უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის გადამოწმებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადამოწმების დროს აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ცენტრი მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.     მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დაწესებულებაში ჩაირიცხნენ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე.