,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №664 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.022.012.279
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №859
2008 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №664 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №664 ბრძანებით (სსმ III, 12.07.2006წ., №92, მუხ. 1235) დამტკიცებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო სასწავლო გრანტი (შემდგომში – გრანტი) წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემულ თანხას, რომელიც განკუთვნილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლით გათვალისწინებულ ახლად დაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.“.
2. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გრანტით ფინანსდება:
ა) ბაკალავრიატში სწავლა, მაგრამ არა უმეტეს 4 წლის განმავლობაში;
ბ) დიპლომირებული მედიკოსის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, მაგრამ არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში;
გ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში.“.
3. დებულების მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამინისტრო გრანტის გადარიცხვას აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დებულების მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ერთი დაწესებულებიდან ან არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გრანტის მფლობელი სტუდენტის გადასვლისას ან გრანტის გადატანისას სტუდენტს გრანტი გადაყვება პირველი ოქტომბრიდან ან პირველი აპრილიდან გადასვლის წესით ჩარიცხვის ბრძანების თარიღის შესაბამისად.
2. სტუდენტის სხვა დაწესებულებაში გადასვლის ან სხვა დაწესებულებაში გრანტის გადატანის შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სწავლის საფასური იფარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში დაწესებულების მიერ დადგენილი საფასურის შესაბამისად, სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ოდენობის (სრული, ნაწილობრივი) გათვალისწინებით.“.
5. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. თუ გრანტის მფლობელი სტუდენტი გაირიცხა დაწესებულებიდან და შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა განაგრძო იმავე ან სხვა დაწესებულებაში, მაშინ სტუდენტი უფლებამოსილია მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული გრანტი გამოიყენოს იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, სადაც განაგრძობს სწავლას. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ღირებულების გამოთვლა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის/ოდენობების ფარგლებში ხდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია