,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 17.10.2008
ძალაში შესვლა 20.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №237
სარეგისტრაციო კოდი 100.060.000.22.027.012.269
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 17/10/2008
matsne.gov.ge 558 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.10.2008 მიღება
20.10.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.000.22.027.012.269 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №237 2008 წლის 17 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 10 ოქტომბრის №235 ბრძანების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მასალებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ოქტომბრის №236 ბრძანების გათვალისწინებით, შპს ,,მეგაფუდსა“ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის 2008 წლის 5 თებერვალს დადებული №76 ხელშეკრულების საერთო პირობების 15.3 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის, მსჯავრდებულთათვის (პატიმართათვის) განკუთვნილი საკვების ხარისხისა და ოდენობის თაობაზე ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 22 დეკემბრის №5/500/ო ერთობლივი ბრძანების, აგრეთვე მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასურსათო ულუფების ნორმატივები განისაზღვროს თვეში 90 ლარის ოდენობით. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 3. დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ამ ბრძანების პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, ერთი პატიმრის/მსჯავრებულის დღიური კვებითი უზრუნველყოფის გაზრდის მიზნით, შპს ,,მეგაფუდსა“ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2008 წლის 5 თებერვალს დადებულ №76 ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების მომზადება. 4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესა (თ. ბურჯალიანი) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (ზ. თავაძე). 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №321 ბრძანება. 6. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 20 ოქტომბერს. ნ. გვარამია