,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 7 აპრილის №333 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№791
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.033.012.282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 22/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.282

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება N791

2008 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 7 აპრილის N333 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 7 აპრილის N333 ბრძანებით (სსმ III,10.04.2008 წ., N54, მუხ. 626) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება (ვიდეომონიტორინგის სამმართველოს უფროსი და საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი განათლება);”;

 მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება (ვიდეომონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება);“;

 მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება (ვიდეომონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი და საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება);“;

მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება (ვიდეომონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი და საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი – უმაღლესი განათლება);“;

5. დაემატოს 9მუხლი შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 91. ვიდეომონიტორინგის სამმართველო

ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება ვიდეომონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

გ) საქართველოს საბაჟო კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური