,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№240
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.012.285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 24/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.285

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №240

2008 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №73, მუხლი 646) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება“.

2. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ან ,,საჯარო რეესტრი“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. სააგენტოს მიზანი და ფუნქციები

1. სააგენტოს მიზანია ერთიანი საჯარო რეესტრის ფორმირება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საჯარო რეესტრის წარმოება;

ბ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საჯარო რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება;

ე) საჯარო რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ვ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.“.

4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს და ერთპიროვნულად წარმართავს მის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სააგენტოს საქმიანობას ეხება;

გ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების დებულებებს;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ზ) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება (სააგენტოს დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, სააგენტოს წარმომადგენლობის, სააგენტოს თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების და სხვა) მიანდოს სააგენტოს ცალკეულ თანამშრომლებს;

თ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ი) ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს;

კ) საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომ-ლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ლ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს და გაათავისუფლოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

მ) უფლებამოსილია სამსახურებრივი მივლინებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი სადღეღამისო ხარჯების ნორმის ფარგლებს გარეთ, არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის და სხვა შემთხვევებში სააგენტოს თანამშრომლებისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი);

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ო) ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;

პ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.

4. სააგენტოს თავმჯდომარის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებ-ლობის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი თანამშრომელი.“.

6. მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მინდობილი ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს თავის მოადგილეს ან/და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ცალკეულ თანამშრომელს.“.

7. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელე-ბილი ორგანოს მიერ, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია