„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 20.10.2008
ძალის დაკარგვა 12.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №გაფრქვევის წყაროს ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 420.090.000.22.023.012.286
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 28/10/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,335 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2008 მიღება
12.08.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 2
წარმოების, საამქროს, უბნის დასახელება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს
ნომე -რი დასახე­ლება
მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები, მ
წერტი­ლოვანი წყაროს­თვის ხაზოვანი წყაროს
სიჩქარე, მ/წმ მოცუ­ლობა მ​3/წმ
სიმაღლე დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროსთვის მისი სიგრძე
მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროებიდან წარმოქმნილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა,     (სვ.4+სვ.6)
გამოყოფის წყაროს ნომერი გაფრქვევის წყაროს ნომერი
სულ აქედან ორგანიზებული გამოყოფის წყაროებიდან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; } h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:38.3pt; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 62.35pt 42.55pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:842.0pt 595.35pt; margin:62.35pt 42.55pt 62.35pt 42.55pt;} div.Section2 {page:Section2;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 420.090.000.22.023.012.286 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №704 2008 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 29​1 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ატმოსფე­რუ­ლი ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროე­ბის ინვენტარიზაციის წესის შესახებ“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაბინძურების სტა­ციო­ნარული ობიექტების იდენტიფიკაციისა და ინვენ­ტარიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რე­სურ­სების დაცვის მინისტრის 2001 წლის 27 აგვის­ტოს №69 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ღვალაძე დებულება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ თავი I ზოგადი ნაწილი     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების საგანი ეს დებულება არეგულირებს სამართლებრივ ურ­თიერ­თობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროს, მის ტერიტო­რიულ ორგანოებს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა   და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამარ­თლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.     მუხლი 2🔗. დებულების მიზანი და ამოცანა 1. დებულების მიზანს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შემუშავება. 2. დებულების ამოცანაა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფე­რულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა სახეობე­ბისა და რაოდენობრივ მახასიათებელთა დადგენა და მათ საფუძველზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტა­ციო­ნარული ობიექტების იდენტიფიცირება.     მუხლი 3🔗. ზოგადი მოთხოვნები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ 1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონა­რული ობიექტისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების  დადგენის მიზნით აუცილებელია დაბინძურების ამ ობიექტში ჩატარდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერე­ბათა ინვენტარიზაცია. 2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების  სტაციო­ნარუ­ლი წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია არის სისტემატიზაცია მონაცემებისა დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ. 3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონა­რულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალ­დებუ­ლოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათ­ვის, რომელთაც აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძუ­რების სტაციონარული წყაროები. დაბინძურების სტა­ციო­ნა­რულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყა­რო და თითოეული მავნე ნივთიერება. დაბინძურების სტაციო­ნარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული მასალების შედე­გე­ბი აისახება  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურე­ბის სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფ­რქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნი­კურ ანგარიშში. 4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრუ­ლად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფ­რქვევის ნორმების პროექტის შემუშავების საფუძველია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროე­ბის და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში. 5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციო­ნარუ­ლი წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას  უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ფი­ზი­კური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად. 6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონა­რუ­ლი წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეუთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სამინის­ტროს ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე  მათი კომ­პეტენციის ფარგლებში – აფხაზეთისა და აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს დაბინძურების ობიექტის განთავსების ადგილმდებარეო­ბის მიხედვით. ამ შეთანხმებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროები­დან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფ­რქვევა. 7. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონა­რუ­ლი წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციო­ნარუ­ლი წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივ­თიე­რებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების შემთხვევაში. 9. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციო­ნარუ­ლი ობიექტის სიმძლავრის ან/და მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, რეკონ­სტრუქ­ციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პრო­ცეს­ში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი  წყაროების ჩართვის ან ობიექტის პროფილის შეც­ვლის შემთხვევაში, უკვე შეთანხმებული ატმოს­ფერუ­ლი ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა გაუქმდეს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენი­ლი წესით და მათი ხელახალი შემუშავება და შეთან­ხმება უნდა მოხდეს ახალი პირობების გათვალისწინებით. 10. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციო­ნა­რუ­ლი წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის მოქმედების ხუთწლიანი ვადის გასვლის შემთხვევაში საქმიანობის სუბიექტი უზრუნველყოფს მის ხელახალ შემუშავებას და შეთანხმებას შემდგომი ხუთწლიანი მოქმედების ვადით. 11. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციო­ნა­რული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივ­თიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის­თვის საჭირო საწარმოს მიერ მოწოდებული საწყისი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის სუბიექტს. 12. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარ­გლებში  აწარმოებენ თავიანთ რეგიონებში განთავსებუ­ლი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარუ­ლი ობიექტების აღრიცხვასა და იდენტიფიკაციას დაბინ­ძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექ­ტებად. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციო­ნარული ობიექტების იდენტიფიკაცია დაბინძუ­რე­ბის მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტე­ბად ხორ­ციელდება წინამდებარე დებულების საფუძ­ველზე. აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოს­ფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექ­ტების ჩამონათვალს ყოველწლიურად ბრძანებით ამტკი­ცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.     მუხლი 4🔗. ძირითად ცნებათა განმარტებანი ა) „ატმოსფერული ჰაერი“ – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა; ბ) „მავნე ნივთიერება“ – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე; გ) „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება“ – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფ­რქვევა, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთე­ლობასა და ბუნებრივ გარემოზე; დ) „მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყარო“ – ობი­­ექ­­ტი, რომლიდანაც ხდება მავნე ნივთიერებათა გამოყოფა (ტექნოლოგიური დანადგარი, აპარატი და სხვა); ე) „მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყარო“ – ობიექტი, რომლიდანაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა (საკვამლე მილი, სავენ­ტი­ლა­ციო შახტა და სხვა); ვ) „დაბინძურების წყარო“ – მავნე ნივთიერებათა გამოყოფის ან (და) გაფრქვევის წყარო; ზ) „მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვე­ვა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალურად გაკეთებული მოწყობილობებიდან (საკვამლე მილი, სავენტი­ლაციო შახტა და სხვა); თ) „მავნე ნივთიერებათა არაორგანიზებული გაფრქვევა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა არამიმარ­თული ნაკადის სახით (დანადგარების ჰერმეტიულობის დარღვევის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებში გამწოვი დანადგარების არადამაკმაყოფილებელი მუშაო­ბის და საერთოდ მათი არარსებობის დროს და ა.შ.). ი) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ნორმა“ – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალუ­რი კონცენტრაცია დროის გარკვეული გასაშუალო­ებული პერიოდისათვის, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას ან ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილ­ზე არ ახდენს მასზე და საერთოდ გარემოზე მავნე ზემოქმედებას; კ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენ­ტრაცია“ – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომელიც განსაზღვრუ­ლია დღე-ღამის განმავლობაში აღებული სინჯების კონცენტრაციათა მნიშვნელობების გასაშუალოებით; ლ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური ერთჯერადი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია“ – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივ­თიე­რე­ბათა მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც განსაზღვრულია 20-30 წუთიან დროის ინტერვალში ერთჯერადად აღებული სინჯების კონცენტრაციათა მნიშვნელობების მიხედვით; მ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრუ­­ლად დასაშვები გაფრქვევის ნორმა“ – ატმოსფე­რული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფ­რქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფე­რუ­ლი ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავ­ნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს; ნ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმა“ – ატმოს­ფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშ­ვები გაფრქვევის ნორმამდე ეტაპობრივად მიღწევის (შემცირების) მიზნით დაბინძურების სტაციონარული წყაროსთვის დროებით დადგენილი გაფრქვევის რაოდე­ნობა. თავი II ძირითადი ნაწილი     მუხლი 5🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების წესი 1. საწარმოში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოს­ფე­რული ჰაერის დაბინძურების ყველა სტაციო­ნა­რული წყარო, მიუხედავად მათ მიერ გაფრქვეულ მავ­ნე ნივთიერებათა რაოდენობის და შემადგენლობისა. 2. ინვენტარიზაციის ჩატარებისას უნდა აღრიცხოს ატ­მოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ყველა ის მავნე ნივ­თიე­­რება, რომლებიც წარმოიქმნებიან საწარმოს ნების­მიერი სტაციონარული დაბინძურების გამოყოფის წყაროებიდან როგორც ორგანიზებული, ასევე არა­ორგანი­ზებული გაფრქვევების სახით. 3. საწარმოში ინვენტარიზაციის ჩატარებისას გაფ­რქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ინსტუმენ­ტული ან საანგარიშო მეთოდების გამოყენებით. გაფრქვე­ვების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუ­მენ­ტული მეთოდის საფუძველია საწარმოდან ატმოსფე­რულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ–საკონტროლო აპარატუ­რის გამოყენებით, ხოლო გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძ­ველია საწარმოდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობ­რივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით. 4. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობის ანგარიში წარმოებს ტექნოლოგიური და აირმტვერ­დამჭერი მოწყობილობების შესაძლო მაქსიმალური დატვირთვის პირობებისთვის. 5. ინვენტარიზაციის ჩატარებისას პირველ რიგში ხორციელდება საწარმოში არსებული საპროექტო, ტექნიკური და სხვა საწარმოო დოკუმენტაციების გაცნო­ბა, ხოლო შემდგომ ინვენტარიზაციის ობიექტების (წარმოებების, საამქროების, უბნების, ტექნოლოგიური პროცესების, დანადგარების, აირმტვერდამჭერი მოწყო­ბი­ლობების) დეტალური შესწავლა, რის საფუძველზეც დგინდება საწარმოში არსებული ყველა მავნე ნივთიე­რებათა გამოყოფის და გაფრქვევის წყაროს მახასიათე­ბელი პარამეტრების მნიშვნელობები, აგრეთვე მავნე ნივ­თიე­რებათა სახეობები და  ატმოსფერულ ჰაერში მათი გაფრქვევების რაოდენობრივი მაჩვენებლები. 6.  საინვენტარიზაციო სამუშაოების დამთავრების და მიღებული მასალების დამუშავების შემდეგ წარ­მოებს საინვენტარიზაციო ფორმების შევსება.     მუხლი 6🔗. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის სტრუქტურა და გაფორმების რეკომენდაციები 1. საწარმოში ინვენტარიზაციის ჩატარებისას მიღებუ­ლი მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერუ­ლი ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტა­რიზაციის ტექნიკური ანგარიშის სახით, რომელიც უნდა მოიცავდეს: სატიტულო ფურცელს, ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად საანგარიშო ნაწილს, ლიტერატურული წყაროების სიას, დანართს. 2. სატიტულო ფურცელი წარმოადგენს ინვენტა­რიზაციის ტექნიკური ანგარიშის პირველ ფურცელს, რომლის ზედა მარცხენა და მარჯვენა ნაწილში მითი­თე­ბულია იმ ორგანიზაციების დასახელება და მათი ხელ­მძღვანელების გვარები, რომლებიც ახდენენ ამ ტექნიკური ანგარიშის შეთანხმებას და დამტკიცებას, შუა ნაწილში – ტექნიკური ანგარიშის დასახელება, ხოლო ქვედა ნაწილში – ამ ანგარიშის შემსრულებელი ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელის გვარი. 3. ანოტაციის ტექსტი უნდა შეიცავდეს ჩატარებული სამუშაოს ძირითად შედეგებს. 4. სარჩევი უნდა მოიცავდეს ყველა თავის და ქვე­თა­ვის დასახელებას ფურცლების ნომრების მითითე­ბით. 5. შესავალში ჩამოთვლილი უნდა იყოს ყველა ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ინვენტარი­ზაციის ტექნიკური ანგარიში. 6. ძირითად საანგარიშო ნაწილში რეკომენდე­ბულია შედიოდეს შემდეგი საკითხები: ა) ზოგადი ცნობები საწარმოს შესახებ; საწარმოს საქმიანობის ძირითადი პარამეტრების მონაცემები; საწარმოს რუკა-სქემა (გენგეგმა) მასზე მავნე ნივთიერე­ბათა გაფრქვევის წყაროების ჩვენებით; საწარმოს გან­ვითა­რების პერსპექტივა. ბ) საწარმოს, როგორც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროს დახასიათება (საწარმოს საქმია­ნო­ბის ტექნოლოგიური პროცესის მოკლე დახასიათება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით; არსებული ტექნოლოგიური და აირმტვერდამჭერი მოწ­ყო­ბი­­ლობების მოკლე დახასიათება; ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა დახასიათება). გ) მავნე ნივთიერებათა რაოდენობის ანგარიშისთვის გამოყენებული მეთოდი (ინსტრუმენტული ან/და საანგარიშო); ინსტრუმენტული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში – კვლევის მეთოდიკა, გაზომვების შედეგები და გამოყენებული ხელსაწყოების ჩამონათვალი. დ) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივ­თიერებათა რაოდენობის ანგარიში. ე) ძირითადი დასკვნები. 7. ლიტერატურული წყაროების სია უნდა შეიცავდეს ყველა იმ წყაროს, რომლებიც გამოყენებულ იქნება ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებისას. 8. დანართში მოცემული უნდა იყოს საინვენტა­რიზაციო ფორმები. 9. საწარმო ადგენს ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის სამ ეგზემპლარს. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, მეორე ეგზემპლარი ეგზავნება საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს,  ხოლო მესამე ეგზემპლარი–საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს.     მუხლი 7🔗. საინვენტარიზაციო ფორმების შევსების წესები 1. ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემები შეტანილ უნდა იქნეს საინვენტარიზაციო ფორმებში №1, №2, №3, №4 (დანართი). 2. საინვენტარიზაციო ფორმების შევსებისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) თითოეული სტრიქონის ყველა სვეტში უნდა ჩაი­­­წე­როს ციფრი ან სიტყვიერი აღნიშვნა, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში გაესვას ხაზი; ბ) სვეტების (სტრიქონების) შევსებისას დაცულ უნდა იქნეს მაჩვენებლების სიდიდის სიზუსტე, რომლე­ბიც მითითებულია თითოეული საინვენტარი­ზაციო ფორმის შევსების წესში.     მუხლი 8🔗. საინვენტარიზაციო ფორმა №1-ის შევსების წესები 1. საინვენტარიზაციო ფორმა №1-ში ასახულია მონაცე­მები მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროების შესახებ. 2. პირველ სვეტში მიეთითება, თუ რომელ წარ­მოე­ბას (აგლომერაციული, თბოძალოვანი და ა.შ.) მიეკუთ­ვნება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროები. ამავე სვეტში იწერება საამქროების, უბნების (მოსამზადებელი, საყალიბე და ა.შ.) კონკრეტული დასახე­ლებები. 3. მე-2, მე-3 და მე-4 სვეტებში შესაბამისად აღინიშ­ნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი, დასახელება და რაოდენობა. გაფრქვევის წყაროს ნომერი უნდა აღინიშნოს შემდეგნაირად: გ-1, გ-2, გ-3 და ა.შ. 4. მე-5, მე-6, მე-7, მე-8  და მე-9  სვეტებში შესა­ბამისად აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს ნომერი, დასახელება, რაოდენობა, დღე-ღამეში და წელიწადში სამუშაო საათების რაოდენობა. მე-7 სვეტის მონაცემები (განზომილება-ცალი) ნაჩვენები უნდა იყოს მთელ რიცხვებში, ხოლო მე-8  და მე-9  სვეტების მონაცემები (განზომილება-სთ) – მძიმის შემ­დეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით. მავნე ნივთიერებათა ყველა ორგანიზებულ გამოყოფის წყაროს ეძლევა ნომერი №1-დან №500-მდე, ხოლო ყველა არაორგანიზებულ წყაროს – №500-დან და ა.შ. 5. დაბინძურების წყაროების (გაფრქვევის, გამოყო­ფის) ნუმერაცია წლიდან-წლამდე არ უნდა იცვლე­ბოდეს. ახალი წყაროს ამოქმედების შემთხვევაში მას ეძლე­ვა აღრიცხვის ახალი ნომერი, რომელიც ადრე არ იყო გამოყენებული. წყაროს ლიკვიდაციის შემთხვევა­ში მისი ნომერი შემდგომი აღრიცხვისთვის არ გამო­იყე­ნება. 6. მე-10 სვეტში აღინიშნება გამოშვებული პროდუქ­ციის დასახელება. 7. მე-11 და მე-12 სვეტებში შესაბამისად აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება და მათი შესაბამისი კოდები. 8. მე-13 სვეტში აღინიშნება გამოყოფის წყაროდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (ტ/წელი) იმის მიუხედავად, გააჩნია თუ არა მას გამწმენდი მოწ­­­­­ყო­­­ბი­ლობები. გამოყოფის წყაროდან გაფრქვეულ მავ­ნე ნივთიე­რებათა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორ­მულით:        ტ/წელი, სადაც    : Cმაქ. – გამოყოფის წყაროს გამოსასვლელში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაციაა (გაწმენ­დამდე), გრ/მ​3; V1 – გამოყოფის წყაროს გამოსასვლელში აირჰაერ­მტვერნარევის მოცულობაა დროის ერთეულ­ში, მ​3/წმ; T – გამოყოფის წყაროს მუშაობის დროა წლის გან­მავ­­ლო­ბაში, წმ. 9. მე-13 სვეტის მონაცემები მოყვანილ უნდა იქ­ნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.     მუხლი 9🔗. საინვენტარიზაციო ფორმა №2-ის შევსების წესები 1. საინვენტარიზაციო ფორმა №2-ში ასახულია მონაცემები მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების შესახებ. 2. პირველ სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი. 3. მე-2 და მე-3 სვეტებში აღინიშნება მავნე ნივთიე­რებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები, შესაბამისად სიმაღლე და დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროს­თვის მისი სიგრძე. ამ სვეტების მონაცემები (განზომილება-მეტრი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. 4. მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში შესაბამისად აღინიშ­ნება აირჰაერმტვერნარევის სიჩქარე, მოცულობა და ტემპერატურა გაფრქვევის წყაროს გამოსვლის ადგილას ან არაორგანიზებული წყაროს ზედაპირზე. მე-4 სვეტის მონაცემები (განზომილება-მ/წმ) და მე-5 სვეტის მონაცე­მები (განზომილება-მ3 /წმ) მოყვანილ უნდა იქ­ნეს მძი­მის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით, ხოლო მე-6 სვეტის მონაცემები (განზომილება – T​0C) – მთელ რიცხვებში. 5. მე-7 სვეტში ჩაიწერება მავნე ნივთიერებათა კოდი. 6. მე-8 სვეტში აღინიშნება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური რაოდე­ნობა, რომლის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმუ­ლით: გრ/წმ, სადაც: Cმაქ. – გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელში მავნე ნივთიერებთა მაქსიმალური კონცენტრაციაა, გრ/მ​3; V1 – გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელში აირ­ჰაერ­­მტვერნარევის მოცულობაა დროის ერ­თეულში, მ​3/წმ 7. მე-9 სვეტში ჩაიწერება მონაცემები მავნე ნივთიე­რებათა ჯამური გაფრქვევის შესახებ მთელი წლის განმავ­ლობაში. 8. მე-8 სვეტის მონაცემები (განზომილება-გ/წმ) და მე-9 სვეტის მონაცემები (განზომილება-ტ/წელი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. 9. მე-10-15 სვეტებში აღინიშნება გაფრქვევის წყაროს კოორდინატები კოორდინატთა პირობით (საწარმო) სისტემაში. საწარმოს კოორდინატთა სისტემაში წერტი­ლო­ვანი წყაროსთვის მიეთითება X და Y კოორდინა­ტები, ხოლო ხაზოვანი წყაროს (მაგ.: აერაციული ფანარი) ერთი ბოლოსთვის- X1 და Y1, ხოლო მეორე ბოლოსთვის- X2 და Y2 კოორდინატები. ამ სვეტების მონაცემები (განზომილება-მეტრი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით.     მუხლი 10🔗. საინვენტარიზაციო ფორმა №3-ის შევსების წესები 1. საინვენტარიზაციო ფორმა №3-ში ასახულია მონაცემები აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მუშაობის მაჩვენებლების შესახებ. 2. პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში შესაბამისად აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს ნომერი, გაფრქვევის წყაროს ნომერი და კოდი. 3. მე-4 სვეტში აღინიშნება აირმტვერდამჭერი მოწყობილობების დასახელება და ტიპი, ხოლო მე-5 სვეტში – მათი რაოდენობა. მე-5 სვეტში მონაცემები (განზომილება-ცალი) მოყვანილ უნდა იქნეს მთელ რიცხვებში. 4. მე-6 და მე-7 სვეტებში აღინიშნება მავნე ნივთიერე­ბათა კონცენტრაციები შესაბამისად გაწმენდამდე და გაწმენდის შემდეგ. ამ სვეტებში მონაცემები (განზომილე­ბა-გ/მ​3) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. 5. მე-8 და მე-9 სვეტებში აღნიშნულია აირმტვერ­დამჭერი მოწყობილობების საპროექტო და ფაქტობრივი გაწმენდის ხარისხის მნიშვნელობები. საპროექტო გაწ­მენ­დის ხარისხის მნიშვნელობა აიღება მოწყობილო­ბის ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ხოლო ფაქტობ­რივი გაწმენდის ხარისხის მნიშვნელობა  განისაზღვრება ფორმულით:  , სადაც C1 და C2 – მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციებია შესა­ბა­მისად გაწმენდამდე და გაწმენდის შემდეგ (გრ/მ​3); 6. აირჰაერმტვერნარევის რამდენიმე საფეხურიანი გაწ­მენდის შემთხვევაში, ფაქტობრივი გაწმენდის ხა­რის­­­ხის საერთო მნიშვნელობა განისაზღვრება ფორ­მუ­ლით: სადაც  – მიმდევრობით დამონტაჟე­ბული გაწ­მენ­­დის ცალკეული საფეხურების ფაქტობრივი გაწ­მენ­­დის ხარისხის მნიშვნელობებია. 7. მე-10 და მე-11 სვეტებში აღნიშნულია აირ­მტვერ­დამჭერი მოწყობილობების უზრუნველყოფის კოეფიციენტის ნორმატიული და ფაქტობრივი მნიშ­ვნე­ლო­­ბები. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის უზ­რუნ­­­ველ­­ყოფის კოეფიციენტის ფაქტობრივი მნიშვნე­ლობა იანგა­რიშება ფორმულით:   , სადაც Tდამჭ. – აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაო­ბის დროა წლის განმავლობაში, სთ; Tტექნ. – აირმტვერდამჭერ მოწყობილობასთან დაკავ­შირე­ბული ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაო­­ბის დროა წლის განმავლობაში, სთ. 8. მე-10 და მე-11 სვეტებში მონაცემები (განზომი­ლება – %) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით.     მუხლი 11🔗. საინვენტარიზაციო ფორმა №4-ის შევსების წესები 1. საინვენტარიზაციო ფორმა №4-ში ასახულია მონაცემები ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებზე, მათ გაწმენდასა და უტილიზირებაზე. 2. პირველ სვეტში აღნიშნულია მავნე ნივთიერებათა კოდი, ხოლო მე-2 სვეტში – დასახელება. 3. მე-3 სვეტში აღნიშნულია საწარმოს ყველა ორგანი­ზებული და არაორგანიზებული გამოყოფის წყა­როე­ბიდან წარმოქმნილი მავნე ნივთიერებათა რაოდე­ნობა, რომელიც ტოლია გამწმენდი მოწყობილო­ბის გვერ­­დის ავლით (ე.ი. გაწმენდის გარეშე, სვ.4) და გამ­­წმენდ მოწყობილობაში მოხვედრილი (სვ.6) მავნე ნივთიერებების რაოდენობის ჯამისა. 4. მე-5 სვეტში აღნიშნულია ორგანიზებული გამოყო­ფის წყაროებიდან გაწმენდის გარეშე ატმოსფე­რულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა რაოდენობა. 5. მე-7 სვეტში აღნიშნულია გამწმენდ მოწყობილო­ბაში დაჭერილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ხოლო მე-8 სვეტში – მათგან სასაქონლო პროდუქციის მისა­ღებად წარმოებაში დაბრუნებული მავნე ნივთიერე­ბათა რაოდენობა. 6. მე-9 სვეტში აღნიშნულია სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (სვ.3-სვ.7). 7. მე-10 სვეტში აღნიშნულია მავნე ნივთიერებათა დაჭერის პროცენტის მნიშვნელობა სულ ატმოსფერულ ჰაერში გამოყოფილ მავნე ნივთიერებებთან შედარებით, (სვ.7/სვ.3)X100. 8. მე-3-9 სვეტებში მონაცემები (განზომილება–ტ/წელი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით, ხოლო მე-10 სვეტში მონაცემები (განზომილება –  პროცენტებში) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. 9. თუ საწარმოში არ არის აირმტვერდამჭერი მოწყობილობები, მაშინ მე-6, მე-7 და მე-8 სვეტებში გაესმება ხაზი. ამ შემთხვევაში მე-3, მე-4 და მე-9 სვეტების მონაცემები უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი.     მუხლი 12🔗. დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაციის დადგენის წესი 1. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის საფუძ­ველ­ზე სწარმოებს საწარმოების იდენტიფიკაცია საშუა­ლო და მსხვილ დაბინძურების სტაციონარულ ობიექტე­ბად შემდე­­გი ფორმულის საშუალებით:  , სადაც Mi – i-ური მავნე ნივთიერების შესაძლო გაფ­რქვევის მასაა საწარმოს საპროექტო სიმძლავრით დატ­­ვირ­თვის შემთხვევაში, ტ/წელი;    ზდკi – i-ური მავნე ნივთიერების საშუალო დღე-ღამური ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაა, მგ/მ​3; n – საწარმოს მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერე­ბათა სახეობის რაოდენობაა; ai – უგანზომილებო კონსტანტაა, რომელიც დამოკი­­დებულია i-ური მავნე ნივთიერების საშიშროე­ბის კლასზე: 1-ლი კლასისთვის ai=1,7;  მე-2 კლა­­სის­­­თვის ai=1,3;  მე-3 კლასისთვის ai=1,0; მე-4 კლასის­თვის ai=0,9. 2. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მავნე ნივთიერე­ბისათვის არ არის დადგენილი საშუალო დღე-ღამური ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის მნიშვნელობა, მაშინ იდენტიფიკაციის სიდიდის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ ნივთიერების მაქსიმალური ერთჯერადი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის სიდიდე. თუ რომელიმე მავნე ნივთიერებისათვის საერთოდ არ არის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის სიდიდე, მაშინ იდენტიფიკაციის სიდიდე უტოლდება მოცემული ნივთიერების გაფრქვევის მასას. 3. საწარმო ჩაითვლება საშუალო დაბინძურების სტაციონარულ ობიექტად, როდესაც იდენტიფიკაციის სიდიდე , ხოლო მსხვილი დაბინძურების სტა­ციო­ნარულ ობიექტად, როდესაც იდენტიფიკაციის სიდი­დე .     მუხლი 13🔗. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარ­ღვევი­სათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებ­ლობით. თავი III დასკვინითი ნაწილი     მუხლი 14🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეი­ტა­ნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროს მიერ საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი 1  საინვენტარიზაციო ფორმა №1.  მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროების დახასიათება წარმოების, საამქროს, უბნის დასახელება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს გამოშვებული პროდუქციის დასახელება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ტ/წელი ნომე -რი დასახე­ლება რაოდე- ნობა, ცალი ნომე­რი დასახე­ლება რაოდე- ­ნობა, ცალი მუშაობის დრო დღე-ღამეში, სთ მუშაობის დრო წელიწადში, სთ დასახე­ლება კოდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 დანართი 2     საინვენტარიზაციო ფორმა №2.   მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების დახასიათება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები, მ აირჰაერმტვერნარევის პარამეტრები მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს გამოსვლის ადგილას მავნე ნივთიერე­ბის კოდი ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს კოორდინატები საწარმოს კოორდინატთა სისტემაში, მ. წერტი­ლოვანი წყაროს­თვის ხაზოვანი წყაროს სიჩქარე, მ/წმ მოცუ­ლობა მ​3/წმ ტემპერატურა, T​0C მაქსიმალური, გ/წმ ჯამური, ტ/წელი X Y ერთი ბოლოს­თვის მეორე ბოლოს­თვის სიმაღლე დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროსთვის მისი სიგრძე X1 Y1 X2 Y2 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 დანართი 3 საინვენტარიზაციო ფორმა №3.  აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მუშაობის მაჩვენებლები მავნე ნივთიერებათა აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, გ/მ​3 აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გაწმენდის ხარისხი, % აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უზრუნველყოფის კოეფიციენტი, % გამოყოფის წყაროს ნომერი გაფრქვევის წყაროს ნომერი კოდი დასახელება და ტიპი რაოდენობა, ცალი გაწმენდა­მდე გაწმენდის შემდეგ საპროექტო ფაქტობრივი ნორმა­ტიული ფაქტობრივი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 დანართი 4 საინვენტარიზაციო ფორმა №4.  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მათი გაწმენდა და უტილიზირება, ტ/წელი მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროებიდან წარმოქმნილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, (სვ.4+სვ.6) მათ შორის გასაწმენდად შესულიდან დაჭერილია სულ ატმოსფერულ     ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, (სვ.3-სვ.7) მავნე ნივთიერებათა დაჭერის პროცენტი გამოყოფილთან შედარებით, (სვ.7/სვ.3) X   კოდი დასახე­ლე­­ბა გაფრქვეულია გაწმენდის გარეშე სულ მოხვდა გამწმენდ მოწყობილობაში სულ მათ შორის უტილიზირებულია სულ აქედან ორგანიზებული გამოყოფის წყაროებიდან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10