„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№794
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.012.287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 24/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.287

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №794

2008 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულებაში“ (სსმ III, 05.03.07, №29, მუხ.350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 3 მლნ ლარს);

ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 150 ათასი ლარი);

გ) აქციზის გადამხდელთათვის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 1.5 მლნ ლარს);

დ) აქციზის გადამხდელთათვის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 100 ათასი ლარი).“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:

,,ა1) ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით (ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის პერიოდის გათვალისწინებით) ყოველი კალენდარული წლის 1 ივლისის და 31 დეკემბრის მდგომარეობით;“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო;“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო

1. საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ინსპექციაში საინფორმაციო საძიებო სისტემების დანერგვა-ექსპლოატაცია;

ბ) ინსპექციის ამოცანების შესრულების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება-სისტემატიზაცია, ანალიზი და დამუშავებული ფორმების ინსპექციის დანაყოფებისათვის მიწოდება;

გ) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის-ფაქტორების განსაზღვრა, საბაჟო მონაცემების დამუშავება, მათი შედარება საგადასახადო მონაცემებთან;

დ) დღგ-ის შეგროვების მდგომარეობის ანალიზი, აქტივების წარმოშობის ანალიზი, ამ გადასახადებში ნარჩენების დაგროვების ანალიზი, ასევე დღგ-ის და სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების მოძრაობის ანალიზი, დღგ-ის ბრუნვების (მათ შორის გათავისუფლებული და ნულოვანი ბრუნვების) ანალიზი;

ე) გადამხდელთა ანალიტიკური ბარათების შემუშავება, საქმიანობის მიხედვით გადამხდელთა საქმიანობის ანალიზი და რისკის ფაქტორების განსაზღვრა, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვების და შემოსული გადასახადების ანალიზი;

ვ) ინსპექციის უფროსის დავალებების შესაბამისად, სხვა ანალიტიკური ინფორმაციის შემუშავება;

ზ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;

კ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად ინსპექციის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა;

ლ) საგადასახადო შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექციის უფროსისათვის სათანადო მასალების წარდგენის უზრუნველყოფა მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადასაცემად;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმების შედგენა და რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა იურიდიულ საკითხთა სამმართველოსათვის;

ნ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ო) ინსპექციის უფროსისათვის სამმართველოში საგადასახადო შემოწმებების კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

2. საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოცემული პერიოდისათვის ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.“.

6. 131 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბრიდან.

ნ. გილაური