,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 21.10.2008
ძალის დაკარგვა 26.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №882
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.012.291
გამოქვეყნების წყარო სსმ, 157, 29/10/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის
ბრძანება №882
2008 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, 41 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
პროგრამების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის წინაშე. დეპარტამენტზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის დებულება და საშტატო ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II. დეპარტამენტის მიზნები, ფუნქციები და კომპეტენცია
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე, ინოვაციური და პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას იმ მიზნით, რომ ადამიანებმა შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატების და თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად დეპარტამენტი შესაბამისი პროგრამების, ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვის და იმპლემენტაციის გზით ხელს უწყობს:
ა) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას განათლების მნიშვნელობის და ღირებულების შესახებ;
ბ) მოზარდთა დაინტერესების, ჩართულობისა და მიღწევების ზრდას;
გ) ადგილობრივი და საერთაშორისო, საჯარო და კერძო ორგანზიაციების, საზოგადოების აქტიურობის და განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის ხარისხის ზრდას;
დ) უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ე) არაფორმალური საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას;
ვ) მაღალი სამოქალაქო ღირებულებების მქონე მოქალაქეთა აღზრდას;
ზ) სამოქალაქო ინტეგრაციას;
თ) ინკლუზიური სწავლების დანერგვა/განვითარებას;
ი) პიროვნების სოციალურ-ემოციურ, ფიზიკურ და გონებრივ შეუფერხებელ განვითარებას.
მუხლი 6🔗.
1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) სკოლამდელი განათლება;
ბ) სასკოლო განათლება;
გ) ინკლუზიური სწავლება;
დ) სამოქალაქო ინტეგრაცია;
ე) სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა.
2. საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) არსებული სიტუაციის კვლევის/ანალიზის გზით საჭიროებების დადგენა;
ბ) არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით მიზნების, სტრატეგიული ხედვის და პოლიტიკის შემუშავება;
გ) ძირითად პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან აქტიური თანამშრომლობა;
დ) სპეციალური პროგრამების/პროექტების/ინიციატივების შემუშავება-დაგეგმვა;
ე) დაგეგმილი პროგრამების/პროექტების/ინიციატივების იმპლემენტაცია;
ვ) მიმდინარე პროგრამების/პროექტების/ინიციატიევბის მონიტორინგი და კორექტირება;
ზ) განხორციელებული პროგრამების/პროექტების/ინიციატივების შეფასება და ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების წარდგენა კურატორი მინისტრის მოადგილი
სათვის;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ინტერესების წარმოდგენა;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა განცხადება/მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის და კურატორი მოადგილის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
3. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგინოს სამინისტროს ინტერესები გარეშე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგინოს წინადადებები მისაღები გადაწყვეტილებების და განსახორციელებელი ქმედებების თაობაზე;
გ) გამოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, წერილობით სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, აგრეთვე სამინისტროს სიტემაში შემავალი ნებისმიერი დაწესებულებიდან.
თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 7🔗.
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამეტის უფროსი, რომელსაც კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარუდგენს კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის წინაშე მდგარ ამოცანათა დროულად და წარმატებით შესრულებისათვის არსებულ საჭიროებებზე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების და სხვა თანამშრომლების კანდიდატურების თაობაზე, აგრეთვე მათი მუშაობის ორგანიზების, კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების, სამსახურებრივი წახალისების და/ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
გ) ახორციელებს ამ დებულებით, შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და მოვალეობებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობების შემსრულებლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება დეპარტამენტის უფროსის და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗.
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით, კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით, კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. თითოეული მოადგილე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებაზე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის საქმიანობის მიმართულება განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დეპარტამენტის უფროსის მიერ კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმების საფუძველზე. შესაძლებელია დეპარტამენტის უფროსის ერთ მოადგილეზე განსაზღვრული იყოს საქმიანობის ერთზე მეტი მიმართულება, ან სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, უკვე განსაზღვრული საქმიანობის მიმართულება შეიცვალოს რომელიმე სხვა მიმართულებით.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის საქმიანობის რომელიმე კონკრეტული მიმართულების განსაზღვრის პირობებშიც, დეპარტამენტის მუშაობის მაღალი ეფეტურობისა და კოორდინირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, ისევე როგორც დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეები,
არ თავისუფლდებიან სხვა მიმართულებებით დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების და ზოგადი ხედვის ცოდნისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის აქტივობებში მონაწილეობის ვალდებულებისგან.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) განსაზღვრული საქმიანობის მიმართულების ფარგლებში წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს დეპარტამენტის წინაშე მდგარ ამოცანათა დროულად და წარმატებით შესრულებისათვის არსებულ საჭიროებებზე, თანამშრომლების კანდიდატურების თაობაზე, აგრეთვე მათი მუშაობის ორგანიზების, კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების, სამსახურებრივი წახალისების და/ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
გ) ახორციელებს ამ დებულებით, შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და მოვალეობებს.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის პერიოდში მისი ფუნქციებისა და მოვალეობების დელეგირების საკითხი წყდება დეპარტამენტის უფროსის მიერ.
მუხლი 9🔗.
1. დეპარტამენტის მოსამსახურეები ჩართულები არიან დეპარტამენტის საქმიანობაში და უზრუნველყოფენ დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების, აგრეთვე დაგეგმილი პროგრამების/პროექტების/ინიციატივების იმპლემენტაციას.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეების მუშაობის მიმართულებას განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი მოადგილეებთან შეთანხმებით. შესაძლებელია ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრული იყოს ერთზე მეტი საქმიანობის მიმართულების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა და/ან პროგრამა/პროექტი/ინიციატივა.
3. დეპარტამენტის მოსამსახურე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის და მოადგილეების დავალებებს და მათზე განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს;
ბ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
გ) ახორციელებს ამ დებულებით, შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის და/ან მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუქნციებს და მოვალეობებს.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 10🔗.
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.