,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.012.299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 24/10/2008

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.299

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №242

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მონიტორინგის სამმართველო.“;

2. დებულების მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილება, „ე“, „ვ“, „მ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს ადმინისტრაციის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება, „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს ადმინისტრაციის სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება“;

გ) მე-7 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შრომის შინაგანაწესის შემუშავებას, მის შესრულებას და შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენას;“.

3. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მონიტორინგის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) სისტემის მოსამსახურეთა მიერ შრომის დის-ციპლინის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზს, სისტემის საფინანსო საქმიანობის კონტროლს და ამ მიზნით შესაბამის სამსახურებრივ შემოწმებას;

გ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შემოწმებას, მათზე კანონშესაბამის რეაგირებას;

დ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი დასკვნების შედგენასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენას;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირებას, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;

ვ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბრიდან.

 ნ. გვარამია