,,ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 აპრილის №49 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.301
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №154
2008 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 აპრილის №49 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 აპრილის №49 ბრძანებით (სსმ III, 24.04.2008 წ., №63, მუხ. 707) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„თ) EX/II ან EX/III ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების (1 კლასი) გადასაზიდად;
ი) FL ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება:
ი.ა) სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი იმ სითხეების გადასაზიდად, რომელთა აფეთქების ტემპერატურა არ აღემატება 600-ს (გარდა დიზელის სათბობის, გაზოილისა და მსუბუქი ღუმელის სათბობის – გაეროს საიდენტიფიკაციო ნომერი 1202), 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერცისტერნებითა და გადასატანი ცისტერნებით;
ი.ბ) სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებითა და მრავალელემენტიანი გაზის კონტეინერებით;
ი.გ) სატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1 მ3-ზე მეტი ტევადობით, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად;
კ) OX ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი სტაბილიზებული წყალბადის პეროქსიდის ან წყალბადის პეროქსიდის სტაბილიზებული წყალხსნარის 60%-ზე მეტი წყალბადის პეროქსიდის შემცველობით (კლასი 5.1, გაეროს საიდენტიფიკაციო ნომერი 2015) გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერცისტერნებით და გადასატანი ცისტერნებით;
ლ) AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება:
ლ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (EX/III, FL და OX ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა), განკუთვნილი სახიფათო ტვირთების გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებითა და მრავალელემენტიანი გაზის კონტეინერებით;
ლ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1მ3-ზე მეტი ტევადობით (FL ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა);
მ) J შეთავსებადობის ჯგუფი – ნაკეთობა, რომელიც შეიცავს როგორც ფეთქებად ნივთიერებას, ასევე ადვილაალებად სითხეს ან გელს.“.
2. წესს დაემატოს მე-14 და მე-15 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე დაშვებისათვის
1. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ:
ა) ელექტროგაყვანილობა – უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და დაცული მექანიკური და თერმული ზემოქმედებებისაგან. სადენები უნდა იყოს საიმედოდ იზოლირებული და ისეთი დიამეტრის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი გადახურება. ყველა ელექტრული წრედი უნდა იყოს დაცული დნობადი მცველებით ან ავტომატური ამომრთველებით გარდა წრედებისა, რომლებიც აერთიანებენ:
ა.ა) აკუმულატორთა ბატარეის ძრავას ცივი ამუშავებისა და გაჩერების სისტემასთან;
ა.ბ) აკუმულატორთა ბატარეას გენერატორთან;
ა.გ) გენერატორს დნობადი მცველების ან ამომრთველების ბლოკთან;
ა.დ) აკუმულატორთა ბატარეას სტარტერთან;
ა.ე) აკუმულატორთა ბატარეას ცვეთამედეგი სამუხრუჭო მექანიზმის ჩართვის სისტემის კორპუსთან, თუ ეს სისტემა ელექტრული ან ელექტრომაგნიტურია;
ა.ვ) აკუმულატორთა ბატარეის ურიკას ბალანსირის ღერძის ამწე ელექტრომექანიზმთან;
ბ) აკუმულატორთა ბატარეის მთავარი გადამრთველი:
ბ.ა) ელექტროწრედის განრთვისათვის განკუთვნილი გადამრთველი უნდა იყოს დაყენებული აკუმულატორის ბატარეასთან ახლოს. თუ გამოიყენება ერთპოლუსიანი გადამრთველი ის უნდა იყოს დაყენებული კვების სადენზე და არა დამიწების;
ბ.ბ) გადამრთველის მართვის მოწყობილობა უნდა იყოს დაყენებული მძღოლის კაბინაში. ის უნდა იყოს მარკირებული, ადვილად ხელმისაწვდომი მძღოლისათვის და დაცული შემთხვევითი ჩართვისაგან დამცავი გარსაცმით, ორმაგი ამომრთველით ან სხვა საშუალებით;
ბ.გ) გადამრთველს უნდა გააჩნდეს გარსაცმი;
ბ.დ) ელექტროკონტაქტები დაცული უნდა იყოს გარსაცმით და იზოლირებული, მაგალითად, რეზინის ხუფით, მოკლე შერთვისაგან დაცვის მიზნით;
გ) აკუმულატორთა ბატარეა – აკუმულატორთა ბატარეას გამომყვანები უნდა იყოს ელექტროიზოლირებული ან დახურული აკუმულატორის ყუთის საიზოლაციო ხუფით. თუ აკუმულატორთა ბატარეა მოთავსებულია ძრავას კაპოტის ქვეშ, უნდა ხდებოდეს მისი ვენტილაცია;
დ) მუდმივად ელექტრული წრედის ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის ნაწილები:
დ.ა) ელექტრომოწყობილობის ნაწილები (შემაერთებელი სადენების ჩათვლით), რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ ძაბვის ქვეშ აკუმულატორთა ბატარეის მთვარი გადამრთველის კონტაქტების განრთვისას, უნდა იყოს გათვლილი სახიფათო ზონებში გამოყენებისათვის და პასუხობდეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (სეკ) 60079 სტანდარტის მოთხოვნებს. მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი კვების სადენები დაცული უნდა იყოს ენერგიის წყაროსთან რაც შეიძლება ახლოს დაყენებული მცველით ან წრედის ავტომატური მწყვეტარით;
დ.ბ) შემოვლითი შეერთებები აკუმულატორთა ბატარეის მთავარ გადამრთველთან, რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ ძაბვის ქვეშ აკუმულატორთა ბატარეის მთავარი გადამრთველის კონტაქტების განრთვისას, უნდა იყოს დაცული გადახურებისაგან შესაბამისი საშუალებებით, როგორიცაა დნობადი მცველი, ავტომატური ამომრთველი ან დამცავი ბარიერი (დენის შემზღუდველი).
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის კაბინის უკან განლაგებული ელექტრომოწყობილობის ნაწილები:
ე.ა) აღნიშნული ბლოკი ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, დამზადებული და დაცული, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში არ მოხდეს მასში ცეცხლის მოდება (აალება) ან/და მოკლე შერთვა, აგრეთვე დარტყმის ან დეფორმაციის შემთხვევაშიც ეს საშიშროება დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე:
ე.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში მძღოლის კაბინის უკან განლაგებული ელექტროგაყვანილობა უნდა იყოს დაცული დარტყმისაგან და გაცვეთისაგან;
ე.გ) არ დაიშვება ვარვარის ნათურის გამოყენება, რომელსაც გააჩნია კუთხვილიანი ცოკოლი;
ე.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და მისაბმელებს შორის ელექტრული შეერთებები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ გამორიცხული იქნეს მათი შემთხვევითი გაწყვეტის შესაძლებლობა.
2. მოთხოვნები სამუხრუჭო სისტემის მიმართ:
ა) საერთო დებულებები – სახიფათო ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მისაბმელების სამუხრუჭო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (ეეკ) № 13 წესების „M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები დამუხრუჭებასთან მამართებაში“ მოთხოვნებს;
ბ) მისაბმელების საავარიო სამუხრუჭო სისტემა – მისაბმელი უნდა იყოს აღჭურვილი:
ბ.ა) ეფექტური სამუხრუჭო სისტემით, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მისი შეკავება საბუქსირე ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან გადაბმის გაწყვეტის შემთხვევაში;
ბ.ბ) ეფექტური სამუხრუჭო მოწყობილობით, რომელიც იმოქმედებს ყველა თვალზე, გააქტიურდება სატრანსპორტო საშუალება-საწევარის სამუშაო მუხრუჭის მეშვეობით და უზრუნველყოფს მისაბმელის ავტომატურ გაჩერებას გადაბმის გაწყვეტის შემთხვევაში.
3. ხანძრის წარმოშობის საშიშროების აცილება:
ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინა – თუ კაბინა არ არის დამზადებული სუსტი წვადობის მასალისაგან, მის უკან უნდა იყოს დამონტაჟებული ეკრანი ლითონის ან სხვა სათანადო მასალისაგან, რომლის სიგანე უნდა იყოს ცისტერნის სიგანის ტოლი. კაბინის უკანა კედლის ან ეკრანის ყველა ფანჯარა უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და დამზადებული ცეცხლგამძლე უნამსხვრევო შუშისაგან ცეცხლგამძლე ჩარჩოთი. ამასთანავე, ცისტერნასა და კაბინას ან ეკრანს შორის უნდა რჩებოდეს არანაკლები 15 სმ სიგრძის თავისუფალი მანძილი;
ბ) საწვავის ავზები:
ბ.ა) ნებისმიერი გაჟონვის შემთხვევაში საწვავი უნდა იღვრებოდეს მიწაზე და არ ხვდებოდეს სატრანსპორტო საშუალების გახურებულ ნაწილებზე ან ტვირთზე;
ბ.ბ) საწვავის ავზები, რომლებიც ბენზინისათვის გამოიყენება, აღჭურვილი უნდა იყოს ჩასასხმელი ყელის დამცავი ეფექტური ალამრეკლი საფარით ან მოწყობილობით, რომელიც ავზის ყელის ჰერმეტულად დახურვის საშუალებას იძლევა;
გ) ძრავა –უნდა იყოს მოწყობილი და განლაგებული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გადახურების ან ცეცხლის მოკიდების საფრთხე. EX/II და EX/III ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის გამოყენებული უნდა იყოს კუმშვით აალებადი (დიზელის) ძრავა;
დ) გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა – უნდა იყოს განლაგებული და დაცული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გადახურების ან ცეცხლის მოკიდების საფრთხე. საწვავის ავზის ქვეშ განლაგებული გამოსაბოლქვი სისტემის ნაწილები უნდა იქნენ მისგან დაშორებული მინიმუმ 100 მმ ან გამოყოფილი ავზისაგან თბოდამცავი ეკრანით. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც სისტემატურად ხორციელდება ასაფეთქებელი და ადვილად აალებადი სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, აღჭურვილი უნდა იყოს ისეთნაირად, რომ მაყუჩის მილი გამოდიოდეს რადიატორის წინ, ქვემოთ დახრილ მდგომარეობაში. თუ ძრავის განლაგება აღნიშნულის საშუალებას არ იძლევა, მაშინ შესაძლებელია მაყუჩის მილი გამოვიდეს მარჯვენა მხარეს ძარის, ცისტერნის და საწვავის გაყვანილობისაგან მოცილებით. 1, 2, 3, 4 და 5 კლასის სახიფათო ტვირთების ერთჯერადი გადაზიდვისას შესაძლებელია მაყუჩის მილის ბოლოში ნაპერწკალ-ჩამხშობი ბადის გამოყენება.
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა – სამუხრუჭო სისტემის ცვეთამედეგობა ნიშნავს გრძელ დაღმართზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის სტაბილიზაციის მიზნით ძრავით დამუხრუჭების და სხვა მუხრუჭშემანელებელი სისტემების გამოყენება. ამ სისტემით მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იქნენ აღჭურვილნი თბოდამცავი ეკრანით, საიმედოდ დამაგრებული სისტემისა და ცისტერნის ან ტვირთს შორის ისე, რომ აცილებულ იქნეს ცისტერნის კედლებისა ან ტვირთის თუნდაც ლოკალური გაცხელება. ამასთანავე თბოდამცავმა ეკრანმა უნდა დაიცვას სამუხრუჭო სისტემა გადასაზიდი პროდუქტის ნებისმიერი, მათ შორის, ავარიული გაჟონვისაგან. დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება მაგალითად დაცვა ორმაგ გარსიანი ეკრანით;
ვ) საწვავით გამათბობლები:
ვ.ა) საწვავით გამათბობლები უნდა პასუხობდეს გაეროს ეეკ № 122 წესების „M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები გათბობის სისტემასთან მამართებაში“ (შესწორებებით) და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 27 სექტემბრის 2001/56/EC დირექტივის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გათბობის სისტემების შესახებ“ (შესწორებებით) მოთხოვნებს;
ვ.ბ) საწვავით გამათბობლები და მათი გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა უნდა იყოს კონსტრუირებული, განლაგებული, დაცული და უზრუნველყოფილი დაფარვით ისე, რომ აცილებულ იქნეს ტვირთს გადახურების ან ცეცხლის მოკიდების ნებისმიერი საფრთხე. აღნიშნული მოთხოვნა ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ ამ მოწყობილობის ავზი და გამონაბოლქვის სისტემა აკმაყოფილებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ანალოგიური სისტემის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
ვ.გ) საწვავით გამათბობლების გამორთვა შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი ქმედებების შედეგად:
ვ.გ.ა) მძღოლის მიერ ხელით კაბინიდან;
ვ.გ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის გათიშვისას, აღნიშნულ შემთხვევაში გამათბობელი შეიძლება კვლავ ჩაირთოს ხელით მძღოლის მიერ;
ვ.გ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სახიფათო ტვირთებისათვის განკუთვნილი მკვებავი ტუმბოს ჩართვისას;
ვ.დ) საწვავით გამათბობლების ჩართვა უნდა ხდებოდეს ხელით. პროგრამული მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია;
ვ.ე) აირად სათბობზე მომუშავე საწვავით გამათბობლების გამოყენება არ დაიშვება.
4. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა – ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები ხისტი ჩარჩოთი და საწევრები) 3,5 ტონაზე მეტი სრული მასით უნდა იქნენ აღჭურვილნი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით გაეროს ეეკ №89 წესების ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად (გაეროს ეეკ № 89 წესები „ერთსახოვანი მითითებები, დაკავშირებული ოფიციალურ დამტკიცებასთან:
ა) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების, მათი მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვასთან მიმართებაში;
გ) სატრანსპორტო საშუალებების, მათი ოფიციალურად დამტკიცებული ტიპის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასთან მიმართებაში“).
აღნიშნული მოწყობილობა უნდა იყოს დარეგულირებული 90 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეზე.
5. მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები – უნდა პასუხობდნენ გაეროს ეეკ №55 წესების „სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების გადასაბმელ მოწყობილობათა მექანიკური დეტალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები“ ან ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 1994 წლის 30 მაისის 94/20/EC დირექტივის “მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მექანიკური შეერთებების შესახებ“ (შესწორებებით) მოთხოვნებს, მათში მითითებული გამოყენების ვადების დაცვით.
მუხლი 15. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობის გაცემის პირობები და ვადები
1. დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე გაიცემა მხოლოდ EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
2. EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებს დანართ №6-ში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებენ აკრედიტებული ტესტირების ცენტრები.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია ეკუთვნოდეს დანართი №6-ის ცხრილში აღნიშნულ ერთ ან რამდენიმე ტიპს (EX/II, EX/III, FL, OX ან AT).
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მთხოვნებს, ტესტირების ცენტრების მიერ გაიცემა შესაბამისობის შეფასების ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად (დანართი №7).
6. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის მისაღებად განმცხადებელმა ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას (შემდგომ – ადმინისტრაცია) უნდა წარუდგინოს განცხადება დაშვების მოწმობის გაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
ა) განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების ოქმი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
7. ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ წესის, „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპური წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
8. განცხადებისა და თანდართული საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
9. ადმინისტრაცია ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზას, განიხილავს მის შედეგებს და დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას დაშვების მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე.
10. გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ივსება დადგენილი ფორმის დაშვების მოწმობა, ტარდება უწყებრივ რეესტრში და გაიცემა განმცხადებელზე. მათი ასლები ინახება ადმინისტრაციაში.
11. განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა გაიცემა მათი სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად შესაბამისობის შეფასების ჩატარების თარიღიდან 12 თვის ვადით. დაშვების მოწმობა მოქმედია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათის მოქმედების ვადაში.“.
3. წესის პირველი დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. წესს დაემატოს დანართები №6 და №7 თანდართული ფორმებითა და რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. თაქთაქიშვილი
დანართი 1
| ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე CERTIFICATE OF APPROVAL FOR VEHICLES CARRYING CERTAIN DANGEROUS GOODS მოწმობა ადასტურებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება პასუხობს „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ~ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპური წესების მოთხოვნებს This certificate testifies that the vehicle specified below fulfils the conditions prescribed by the United Nations typical rule requirements about “Inonternatial carriage of dangerous goods“. | |||
| 1. მოწმობის Certificate No
| 2 ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი: Vehicle manufacturer
| 3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო Vehicle Identification No:
| 4. სარეგისტრაციო ნომერი (ასეთის არსებობისას): Registration number (if any)
|
| 5. მფლობელის ოპერატორის ან გადამზიდველის დასახელება, მისამართი: Name and business address of carrier, operator or owner:
| |||
| 6. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღწერა: Description of vehicle:
| |||
| 7. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღნიშვნა(ები):1 Vehicle designation(s): 1
EX/II EX/III FL OX AT | |||
| 8. სამუხრუჭო სისტემის ცვეთამედეგობა:2 Endurance braking system: 2 □ არ არის გამოყენებული; Not applicable; □ეფექტურობა საკმარისია ------- ტ სრული მასის ავტოსატრანსპორტო ერთეულისათვის. The effectiveness is sufficient for a total mass of the transport unit of ––––t.
| |||
| 9. დამონტაჟებული ცისტერნ(ებ)ის / ავტოსატრანსპორტო საშუალება– ბატარეის (სექციებით) აღწერა: Description of the fixed tank(s)/battery-vehicle (if any): 9.1 ცისტერნის დამამზადებელი: Manufacturer of the tank: 9.2 ცისტერნის /ავტოსატრანსპორტო საშუალება– ბატარეის (სექციებით) დამტკიცების ნომერი: Approval number of the tank/battery-vehicle: 9.3 დამამზადებლის მიერ მინიჭებული ცისტერნის სერიული ნომერი / ავტოსატრანსპორტო საშუალება– ბატარეის (სექციებით) ელემენტების აღნიშვნა: Tank manufacturer's serial number/Identification of elements of battery-vehicle: 9.4 დამზადების წელი: Year of manufacture: 9.5 ცისტერნის კოდი: Tank code: 9.6 სპეციალური დებულებები: Special provisions:
| |||
| 10. გადასაზიდად ნებადართული სახიფათო ტვირთები2: Dangerous goods authorised for carriage2: ავტოსატრანსპორტო საშუალება პასუხობს იმ სახიფათო ტვირთების გადაზიდვისათვის მოთხოვნილ პირობებს, რომლებიც მიეკუთვნებიან მე-7 პუნქტში მოცემულ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღნიშვნა(ებ)ს. The vehicle fulfils the conditions required for the carriage of dangerous goods assigned to the vehicle designation(s) in No. 7. 10.1 EX/II ან EX/III ავტოსატრანსპორტო საშუალება: In the case of an EX/II or EX/III vehicle: □ 1-ლი კლასის ტვირთებიJ შეთავსებადობის ჯგუფის ჩათვლით; goods of Class 1 including compatibility group J; □ 1-ლი კლასის ტვირთებიJ შეთავსებადობის ჯგუფის ჩაუთვლელად. goods of Class 1 excluding compatibility group J. 10.2 ავტოცისტერნა / ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა (სექციებით) In the case of a tank-vehicle/battery-vehicle □ შეუძლიათ გადაზიდონ ნივთიერება, რომელიც ნებადართულია ცისტერნის კოდით და მე-9 პუნქტში მითითებული ნებისმიერი სპეციალური დებულებით, ან only the substances permitted under the tank code and any special provisions specified in No. 9 may be carried 5 or; □ შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ შემდეგი ნივთიერებები (კლასი, გაეროს ნომერი და, თუ საჭიროა, შეფუთვის ჯგუფი და თანმხლები (შესაბამისი) გასაგზავნი დასახელება): only the following substances (Class, UN number, and if necessary packing group and proper shipping name) may be carried:
შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც არ რეაგირებენ კორპუსის მასალაზე, სადებებზე, მოწყობილობებსა და შიგა დამცავ მოპირკეთებაზე (თუ ასეთი არის). Only substances which are not liable to react dangerously with the materials of the shell, gaskets, equipment and protective linings (if applicable) may be carried.
| |||
| 11. შენიშვნები: Remarks:
| |||
| 12. ძალაშია: -მდე ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია Valid until: United Transport Administration of Georgia ხელმოწერა, ბეჭედი: --------- 3 Signature, Stamp: -------- ---------------------------- 200 | |||
1. – არასაჭირო გადაიხაზოს Strike out what is not appropriate.
2. – საჭირო აღინიშნოს Mark the appropriate.
3. – ვარდისფერი ზოლი Pink line.
დანართი №6
განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე დაშვებისათვის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ მოთხოვნების გამოყენების
ცხრილი
| წესის მე-14 მუხლის პუნქტების (ქვეპუნქ-ტების) აღნიშვნები | ტექნიკური მახასიათებლები | სატრანსპორტო საშუალებების ტიპი |
შენიშვნა | ||||
| EX/II | EX/III | AT | FL | OX | |||
| პუნქტი 1 | ელექტრომოწყობილობა |
|
|
|
|
|
|
| პუნქტი 1 „ა“ქვეპუნქტი | ელექტროგაყვანილობა
|
| X | X | X | X |
|
| პუნქტი 1 „ბ“ქვეპუნქტი | აკუმულატორთა ბატარეის მთავარი გადამრთველი |
|
|
|
|
|
|
| პუნქტი 1 „ბ.ა“ქვეპუნქტი |
|
| X1 |
| X1 |
| 1 პირველი პუნქტის „ბ.ა“ქვეპუნქტის ბოლო მოთხოვნა გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის პირველად დარეგისტრი-რებული (ან თუ რეგისტრაცია არ არის სავალდებულო პირველად დაშვებული საექსპლუატაციოდ) 2005 წლის 30 ივნისის შემდეგ. |
| პუნქტი 1 „ბ.ბ“ქვეპუნქტი |
|
| X |
| X |
|
|
| პუნქტი 1 „ბ.გ“ქვეპუნქტი |
|
|
|
| X |
|
|
| პუნქტი 1 „ბ.დ“ქვეპუნქტი |
|
| X |
| X |
|
|
| პუნქტი 1 „გ“ქვეპუნქტი | აკუმულატორთა ბატარეა
| X | X |
| X |
|
|
| პუნქტი 1 „დ“ქვეპუნქტი | მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის ნაწილები |
|
|
|
|
|
|
| პუნქტი 1 „დ.ა“ქვეპუნქტი |
|
|
|
| X |
|
|
| პუნქტი 1 „დ.ბ“ქვეპუნქტი |
|
| X |
|
|
|
|
| პუნქტი 1 „ე“ქვეპუნქტი | მძღოლის კაბინის უკან განლაგებული ელექტრომოწყობილობის ნაწილები |
| X |
| X |
|
|
| პუნქტი 2 | სამუხრუჭო სისტემა: |
|
|
|
|
|
|
| პუნქტი 2 „ა“ქვეპუნქტი | საერთო დებულებები
| X | X | X | X | X |
|
|
| ანტიბლოკირების სამუხრუჭო სისტემა
|
| X2 | X2 | X2 | X2 | 2 გამოიყენება 1993 წლის 30 ივნისის შემდეგ პირველად დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა სრული მასა აღემატება 16 ტონას და მისაბმელებისათვის, რომელთა სრული მასა აღემატება 10 ტონას. გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლებიც 2001 წლის 30 ივნისის შემდეგ პირველად არიან დაშვებული გადაზიდვისათვის, მათი პირველადი რეგისტრაციის თარიღის მიუხედავად. |
|
| ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა
|
| X3 | X3 | X3 | X3 | 3 გამოიყენება 1993 წლის 30 ივნისის შემდეგ პირველად დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა სრული მასა აღემატება 16 ტონას ან დაშვებული არიან 10 ტონაზე მეტი სრული მასით მისაბმელების ბუქსირებისათვის. |
| პუნქტი 2 „ბ“ქვეპუნქტი | მისაბმელების საავარიო სამუხრუჭო სისტემა |
|
|
|
|
|
|
| პუნქტი 2 „ბ.ა“ქვეპუნქტი |
| X |
|
|
|
|
|
| პუნქტი 2 „ბ.ბ“ქვეპუნქტი |
|
| X |
|
|
|
|
| პუნქტი 3
| ხანძრის წარმოშობის საშიშროების აცილება |
|
|
|
|
|
|
| პუნქტი 3 „ა“ქვეპუნქტი | სატრანსპორტო საშუალების კაბინა |
|
|
|
| X |
|
| პუნქტი 3 „ბ“ქვეპუნქტი | საწვავის ავზები | X | X |
| X | X |
|
| პუნქტი 3 „გ“ქვეპუნქტი | ძრავა
| X | X |
| X | X |
|
| პუნქტი 3 „დ“ქვეპუნქტი | გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა | X | X |
| X |
|
|
| პუნქტი 3 „ე“ქვეპუნქტი | სატრანსპორტო საშუალების ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა |
| X | X | X | X |
|
| პუნქტი 3 „ვ“ქვეპუნქტი | საწვავით გამათბობლები |
|
|
|
|
|
|
| პუნქტი 3 „ვ.ა“, „ვ.ბ“და „ვ.დ“ქვეპუნქტები |
| X4 | X4 | X4 | X4 | X4 | 4 გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან ამ მოწყობილობებით 1999 წლის 30 ივნისის შემდეგ. |
| პუნქტი 3 „ვ.გ“ქვეპუნქტი |
|
|
|
| X4 |
| 4 გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან ამ მოწყობილობებით 1999 წლის 30 ივნისის შემდეგ. |
| პუნქტი 3 „ვ.ე“ქვეპუნქტი |
| X | X |
|
|
|
|
| პუნქტი 4
| სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა
| X5 | X5 | X5 | X5 | X5 | 5 გამოიყენება 1987 წლის 31 დეკემბრის შემდეგ პირველად დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა სრული მასა აღემატება 12 ტონას და 2007 წლის 31 დეკემბრის შემდეგ პირველად დარეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა სრული მასა აღემატება 3,5 ტონას და 12 ტონაზე ნაკლებია. |
| პუნქტი 5
| მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები | X | X |
|
|
|
|
შენიშვნა: X – სტრიქონში მოყვანილი მოთხოვნების გავრცელების ნიშანი სვეტში მოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ.
დანართი №7
შესაბამისობის შეფასების ოქმი №
განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაშვებად
| ტესტირების ცენტრის მონაცემები: | |||
| დასახელება | მისამართი, ტელეფონი | ხელმძღვანელის გვარი, სახელი | აკრედიტაციის მოწმობის № |
|
|
|
|
|
ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები 1:
| 1.ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი: |
| 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი: |
| 3.სარეგისტრაციო ნომერი (ასეთის არსებობისას): |
| 4. მფლობელი, ოპერატორი ან გადამზიდველი, მისამართი, ტელეფონი: |
| 5.ავტოსატრანსპორტო საშუალების აღწერა: (მარკა, ტიპი, სრული მასა, კგ) |
| 6.ცისტერნის დამამზადებელი: |
| 7. ცისტერნის /ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეის (სექციებით) დამტკიცების ნომერი: |
| 8. დამამზადებლის მიერ მინიჭებული ცისტერნის სერიული ნომერი/ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეის (სექციებით) ელემენტების აღნიშვნა: |
| 9.ცისტერნის დამზადების წელი: |
| 10.ცისტერნის კოდი: |
შეფასების შედეგები 1,2:
| 1. ელექტრომოწ-ყობილობა და მისი ელემენტები: |
| 2. სამუხრუჭო სისტემა:
|
| 3. ხანძარსაში- შროების აცილება: |
| 4. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა |
| 5. მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები |
|
| 1.1. ელექტროგაყვა-ნილობა
| □
| 2.1. საერთო დებულებები
| □
| 3.1. სატრანსპორ-ტო საშუალების კაბინა | □
| 4.1. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა | □
| 5. მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები | □
|
| 1.2. აკუმულატორთა ბატარეის მთავარი გადამრთველი | □
| 2.2. ანტიბლოკი-რების სამუხრუჭო სისტემა | □
| 3.2. საწვავის ავზები
| □
|
|
|
|
|
| 1.3. აკუმულატორთა ბატარეა | □
| 2.3. ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა | □
| 3.3. ძრავი
| □
|
|
|
|
|
| 1.4. მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ექტრომოწყობილობის ნაწილები |
□
| 2.4. მისაბმელების საავარიო სამუხრუჭო სისტემა |
□
| 3.4. გამონაბოლ-ქვი აირების გამოშ შვების სისტემა |
□
|
|
|
|
|
| 1.5. მძღოლის კაბინის უკან განლაგებული ელექტრომოწყო- ბილობის ნაწილები | □
|
|
| 3.5. ცვეთამე-დეგი სამუხრუჭო სისტემა
| □
□
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3.6. საწვავით გამათბობლები |
|
|
|
| |
| ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი 3: | EX/II | EX/III | FL | OX | AT | |
| დასკვნა:
|
| |||||
შენიშვნა: 1. ჩამოთვლილის არარსებობის შემთხვევაში გადაიხაზოს ციფრები;
2. მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში გადაიხაზოს უჯრა ();
3. არასაჭირო გადაიხაზოს. __________________
შეფასების თარიღი
პასუხისმგებელი პირების სახელი, გვარი, ხელმოწერა:
შემფასებელი: ცენტრის ხელმძღვანელი: ბ.ა