,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 21.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.001.013
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 24/03/2008
matsne.gov.ge 1,089 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 60.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №69 2008 წლის 21 მარტი ქ. თბილისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 1. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი                        ვ. გურგენიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის ცენტრალური მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის ერთიან სისტემაში გაერთიანებული ყველა უწყების და დამხმარე ორგანიზაციების საქმიანობას. 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე ამ დებულებით. 3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში. 4. დაკისრებული ამოცანების ოპერატიულად შესრულების მიზნით კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დახმარებით. 5. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ქმნიან საგანგებო სიტუაციების მართვის დროებით კომისიებს.     მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქციები და ამოცანები კომისიის ფუნქციებია: ა) ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების, ეპიდემიის, პანდემიის, ეპიზოოტიის, ეპიფიტოტიის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებებისა და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ წინადადებების განხილვა; ბ) ფართომასშტაბიანი ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების, ეპიდემიების, პანდემიის, ეპიზოოტიის, ეპიფიტოტიის შემთხვევაში მოქმედებისათვის ეროვნული რეაგირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მზადყოფნის გეგმებისა და პროგრამების რეალიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება; გ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით ერთიანი სახელმწიფო სისტემისათვის ამოცანების შესახებ წინადადებების მომზადება; დ) საგანგებო სიტუაციების პირობებში მატერიალურ-ტექნიკური რეზერვებისა და საარსებო მარაგის შექმნის, რაციონალურად განთავსებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება; ე) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ტრენინგების დაგეგმვა და მოწყობის ხელშეწყობა; ვ) საგანგებო სიუტაციებში მმართველობის ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობის ორგანოების უფლებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება; ზ) საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მხარის შესასრულებელ ვალდებულებათა საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება.     მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი 1. უსაფრთხოების, გარემოს, ეროვნული მეურნეობისა და სხვა ობიექტებზე (საკუთრების ფორმის მიუხედავად) ბუნებრივი და ტექნოგენური ავარიების, ეპიდემიების, პანდემიის, ეპიზოოტიის, ეპიფიტოტიის, სტიქიური და ეკოლოგიური უბედურების შედეგებისაგან დაცვის მიზნით კომისია თანამშრომლობს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. 2. კომისია კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში, უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების, ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებათა და სამრეწველო ობიექტების ექსპლუატაციის საიმედოობისა და ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფას ტერიტორიისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. 3. კომისია ამზადებს წინადადებებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში გამოყენების შესახებ. 4. კომისია შეიმუშავებს ავარიების, კატასტროფების, ეპიდემიების, პანდემიის, ეპიზოოტიის, ეპიფიტოტიის, სტიქიური და ეკოლოგიური უბედურებების თავიდან აცილების, მათი უარყოფითი შედეგების შემცირების ღონისძიებებს და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას. 5. პოტენციურად საშიშ რეგიონებში გარემოსა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის შესაქმნელად კომისია იხილავს საკითხებს მათი შემდგომი გადაწყვეტის მიზნით. 6. კომისია განიხილავს რეზერვისტების საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში გამოყენების საკითხებს. 7. კომისია უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში მოქმედი საწარმოების, ორგანიზაციებისა და ფორმირებებისათვის მატერიალური და ფინანსური რეზერ-ვების პრიორიტეტული გამოყოფის წესის განხილვას. 8. კომისია ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული პრობლემების კომპლექსურ შესწავლას, სამეცნიერო-მეთოდური, ორგანიზაციულ-სამართლებრივი, სამეურნეო-ეკონომიკური და ტექნიკური კონცეფციების შემუშავებას ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების საფრთხის წარმოქმნის, მათ შედეგად გამოწვეული ზარალის შემცირების მიმართულებით. შესაბამისად იხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებსა და რეკომენდაციებს.     მუხლი 4🔗. კომისიის უფლებამოსილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომისია უფლებამოსილია: ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად შეიმუშაოს წინადადებები, რომლებსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი აქტების გამოსაცემად; ბ) განიხილოს საკითხი საგანგებო სიტუაციების დადგომისას ან აღნიშნული საფრთხის თავიდან ასაცილებლად პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის სარეზერვო ფონდებიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ; გ) თავის სხდომაზე მოისმინოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და წარმოება-დაწესებულებათა ხელმძღვანელების ინფორმაციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან კომისიაში განსახილველ საკითხებზე მუშაობისათვის საჭირო მასალები; ე) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი განვითარების შემთხვევაში შედეგების შერბილების შესახებ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით მოიწვიოს სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შესამუშავებლად; ვ) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და დასკვნები საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიღებისა და გაგზავნის თაობაზე.     მუხლი 5🔗. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. კომისიის წევრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, უშიშროების საბჭოს წევრი მინისტრის მოადგილეები. კომისიის შემადგენლობაში სხვა წევრების მონაწილეობის საკითხს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიაში მისი წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 3. კომისიის სხდომები იმართება კომისიის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, მაგრამ წელიწადში 3-ჯერ მაინც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. 4. კომისიის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 5. კომისიის გადაწყვეტილებებს შესაბამისი მითითებებისა და დავალებების სახით შემსრულებელ უწყებებს/დაწესებულებებს აწვდის და მათი შესრულების შედეგებს აკონტროლებს ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ორგანო.     მუხლი 6🔗. კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი 1. კომისიის თავმჯდომარე პერსონალურად აკონტროლებს კომისიისათვის დაკისრებულ ფუნქციათა და ამოცანათა შესრულების მიმდინარეობას. 2. კომისიის თავმჯდომარე ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კომისიის წევრებს შორის, ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას. 3. კომისიის თავმჯდომარეს კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად აქვს დელეგირების უფლება. 4. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს: ა) საგანგებო სიტუაციების გართულებისას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ; ბ) სარეზერვო ფონდების გამოყენებისა და საზღვარგარეთიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესახებ; გ) საგანგებო სიტუაციების განვითარების გადიდებული რისკის ზონაში ორგანიზაციათა და საწარმოთა მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის (მათ შორის, მათი ფუნქციონირების გარკვეული ვადით შეჩერების) შემოღების შესახებ; დ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ.     მუხლი 7🔗. კომისიის გაუქმება და დებულებაში ცვლილებების შეტანა კომისიის გაუქმება ან მის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.