„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.012.338
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №670
2008 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,91 სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სპეციალური მომზადების პროგრამით გათვალისწინებულ საწყის და სპეციალიზაციის კურსს, ამ კურსის დამთავრებამდე და კურსზე ფაქტობრივად ყოფნის პერიოდზე, მიეცემათ მხოლოდ:
ა) 150 ლარი საწყისი კურსის წარმატებით გავლისა და სპეციალიზაციის კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში;
ბ) სპეციალიზაციის კურსზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეს:
ბ.ა.) ყოველთვიური ფულადი სარგო 150 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც სპეციალური მომზადების პროგრამის დასრულებისთანავე გაუგრძელდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ვადა – ყოველთვიური ფულადი სარგო 250 ლარის ოდენობით.“.
2. ბრძანებას დაემატოს 92 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,92. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სპეციალური მომზადების პროგრამის დასრულებისთანავე გაუგრძელდათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ვადა, 91 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფულად სარგოებს შორის სხვაობის საერთო ოდენობა მიეცემათ საკონტრაქტო სამსახურის ვადის გაგრძელების შემდეგ, მისაღებ პირველი თვის ხელფასთან ერთად.“.
მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №670. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.22.026.012.338.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №670, 03.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.012.338 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80236/