,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№674
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.012.341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 06/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.341

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №674

2008 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2008 წ., №41, მუხ. 468) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ე“ ქვეპუნქტი;

2. მე-14 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ე“ ქვეპუნქტი;

3. მე-14 მუხლს დაემატოს ,,ა.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ა.დ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება ახორციელებს:

ა.დ.ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვა და ხელმძღვანელობა;

ა.დ.ბ) დაჯგუფების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ა.დ.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება;

ა.დ.დ) დაჯგუფების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზი შეიარაღებული ძალებისთვის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების მიზნით;

ა.დ.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში დაჯგუფების განვითარების, ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, პერიოდული შეფასება, განხორციელების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა მომზადება;

ა.დ.ვ) დაჯგუფების ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.11.2008.
როდის იქნა მიღებული „,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
„,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 04.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №674. სარეგისტრაციო კოდი — 120.340.000.22.026.012.341.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““, №674, 04.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.341 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80242/