საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 21/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2008 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 63.0pt 44.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №70
2008 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ,,საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ“ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (შემდგომში – ფასიანი ქაღალდები) გამოშვების საშუალებით საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე საქართველოს გასვლის ხელსაყრელ დროს და ამის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
2. ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით სამინისტრო უფლებამოსილია გამართოს კონსულტაციები და დადგენილი წესით დაიქირაოს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ზემოაღნიშნული ფასიანი ქაღალდების ცალკეული გამოშვების პირობების დადგენაში, მათ მარკეტინგსა და განთავსებაში. საინვესტიციო ბანკებთან ამგვარი კონსულტაციების გამართვა და მათი დაქირავება საქართველოს არ ავალდებულებს განახორციელოს ფასიანი ქაღალდების გამოშვება ან შეთავაზება და განთავსება, თუ საქართველოს სახელით ცალსახად არ იქნება მოწონებული და ხელმოწერილი კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფასიანი ქაღალდების გამოშვების, შეთავაზებისა და განთავსების თაობაზე ამ დებულების 6(ბ) და 8(ბ) პუნქტების შესაბამისად.
3. ფასიანი ქაღალდების ცალკეულ გამოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრს ასევე უფლება აქვს დადგენილი წესით დაიქირაოს საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ფისკალური აგენტი.
4. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 და 23 პუნქტების შესაბამისად სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესახებ, მათ შორის, შესაბამისი ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტები. აღნიშნული წინადადება უნდა შეიცავდეს ფასიანი ქაღალდების ცალკეული გამოშვების პარამეტრებს ან ლიმიტებს, მათ შორის, გამოშვების მაქსიმალურ ძირითად თანხას, მაქსიმალურ ვადას, ვალუტას, რომელშიც დენომინირებული იქნება აღნიშნული ფასიანი ქაღალდები, ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე შესაძლო რეგისტრაციის (ლისტინგის) შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სამინისტროს მოსაზრებას უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შეზღუდვის (ე. წ. ,,negative pledge“) არსებობასთან დაკავშირებით. სამინისტროს წინადადება შესაძლებელია შეიცავდეს ასევე სხვა პირობებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში და მოცემულ დროს შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან. სამინისტროს წინადადებას თან უნდა ერთვოდეს ამ დებულების მე-7 პუნქტში აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი.
5. ფასიანი ქაღალდების თითოეულ გამოშვებასთან დაკავშირებით სამინისტროს წინადადებას განიხილავს საქართველოს მთავრობა, რომელიც უფლებამოსილია მოიწონოს, ან კონკრეტული შენიშვნების გათვალისწინებით მოიწონოს, ან უარი თქვას ფინანსთა სამინისტროს წინადადებაზე. მოწონების შემთხვევაში, რაც გულისხმობს თანხმობას აღნიშნული გამოშვების ზოგად პარამეტრებზე (მათ შორის, გამოშვების მაქსიმალური ძირითადი თანხა, მაქსიმალური ვადა, ვალუტა, რომელშიც დენომინირებული იქნება ფასიანი ქაღალდები, უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შეზღუდვა (ე. წ. ,,negative pledge“) და ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე შესაძლო რეგისტრაციის (ლისტინგის) შესახებ ინფორმაცია), საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს. საქართველოს მთავრობის თანხმობა აისახება საქართვე-ლოს მთავრობის განკარგულებაში.
6. ამ დებულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობა წინადადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს გამოხატოს თანხმობა ფასიანი ქაღალდების აღნიშნულ გამოშვებასა და მის ზოგად პარამეტრებთან დაკავშირებით, ასევე შესაბამისი ხელშეკრულებების (შეთანხმებების) დადების თაობაზე და მიანიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს:
ა) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვროს გამოშვების საბოლოო პირობები იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწონებულ პარამეტრებს;
ბ) დადგენილი წესით ხელი მოაწეროს ყველა იმ შეთანხმებასა და დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და განთავსების მიზნით (მათ შორის, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესყიდვის ხელშეკრულებას (subscription agreement) ან ანდერრაიტინგის ხელშეკრულებას (underwriting agreement), ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს) აგენტებთან ან სხვა მესამე პირებთან ფასიანი ქაღალდების ამგვარი გამოშვების ხელშეწყობის მიზნით, ფასიან ქაღალდებს, სერტიფიკატებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას და დოკუმენტებს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე რეგისტრაციისათვის (ლისტინგი)).
7. საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მათი ზოგადი პარამეტრების, შესაბამისი ხელშეკრულებების (შეთანხმებების) დადებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის ზემოაღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ ფორმდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
8. ფასიანი ქაღალდების ყოველ გამოშვებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ დებულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი:
ა) განსაზღვრავს გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საბოლოო პირობებს, მათ შორის ძირითად თანხას, ფასის განსაზღვრის პირობებს (ანუ საპროცენტო განაკვეთს ან/და საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის მეთოდს და ფასიანი ქაღალდების პირველადი გაყიდვის ფასს), ვადიანობას, ვალუტას, რომელშიც ფასიანი ქაღალდები იქნება დენომინირებული, უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შეზღუდვის (ე. წ. ,,nagative pledge“) დაწესებას, ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე შესაძლო რეგისტრაციას (ლისტინგს) და სხვა პირობებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში და რომლებიც მოცემულ დროს შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან;
ბ) დადგენილი წესით ხელს აწერს ყველა იმ შეთანხმებასა და დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და განთავსებისათვის (მათ შორის, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესყიდვის ხელშეკრულებას (subscription agreement) ან ანდერრაიტინგის ხელშეკრულებას (underwriting agreement), ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს) აგენტებთან ან სხვა მესამე პირებთან ფასიანი ქაღალდების ამგვარი გამოშვების ხელშეწყობის მიზნით, ფასიან ქაღალდებს, სერტიფიკატებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას და დოკუმენტებს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე რეგისტრაციისათვის (ლისტინგი)).