„ტექნიკური რეგლამენტის „მწვანე“, „უფრო მწვანე და უსაფრთხო“, „ევრო 3 უსაფრთხო“ და „ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 26 ნოემბრის №146 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
300.160.070.47.052.012.351
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 162, 12/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.351

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №164

2008 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის ,,მწვანე“, ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო“, ,,ევრო 3 უსაფრთხო“ და ,,ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 26 ნოემბრის №146 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ტექნიკური რეგლამენტის ,,მწვანე“, ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო“, ,,ევრო 3 უსაფრთხო“ და ,,ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 26 ნოემბრის №146 ბრძანებით (სსმ III, 30.11.2007 წ., №170, მუხ. 1894) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში ,,მწვანე“, ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო“, ,,ევრო 3 უსაფრთხო“ და ,,ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი) ასს-ს ტესტირების ბარათი, ფირნიში – ტერმინები განიმარტება ,,აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნები – საკ.1.7:2007-ის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2007 წლის 20 ივნისის №03 ბრძანების შესაბამისად“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. ტესტირების ცენტრი ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმთან (ოქმებთან) ერთად განმცხადებელზე აგრეთვე გასცემს ასს-ს ტესტირების ბარათს და ფირნიშს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. თაქთაქიშვილი