,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.374
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №248/ნ
2008 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებით (სსმ III, 07.05.2008 წ., №69, მუხლი 739) დამტკიცებულ „ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში“ (დანართი 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები
1. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები:
ა) 3 წლამდე ასაკის;
ბ) 3-დან 15 წლამდე ასაკის;
გ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 15 წლამდე ასაკის;
დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებული, მაღალმთიან და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები 15 წლამდე ასაკის;
ე) ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის;
ვ) 18 წლამდე ასაკის, რომელთაც ესაჭიროებათ ანტირაბიული სამედიცინო დახმარება (ანტირაბიული საშუალებების გარეშე).
2. პროგრამის სერვისით ვერ ისარგებლებენ „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით“ მოსარგებლეები.
3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- „,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 14.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №248/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.22.035.012.374.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №248/ნ, 14.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.374 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80380/