,,2008–2009 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ“
მიღების თარიღი 14.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №972
სარეგისტრაციო კოდი 430.190.000.22.022.012.383
გამოქვეყნების წყარო სსმ, 166, 21/11/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,2008–2009 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.190.000.22.022.012.383
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №972
2008 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
2008–2009 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის წახალისების მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს 2008 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის (ორგანიზაციული კოდი – 321202), ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „2008-2009 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
2. 2008-2009 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოიყოს სახელმწიფო სასწავლო გრანტები 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობის ფარგლებში.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურისა და დადგენილი კრედიტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობის ფარგლებში.
5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხით – სახელმწიფო სასწავლო გრანტით – შეიძლება დაფინანსდნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის 76 მოქალაქე;
ბ) უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე, რომლებიც საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ ეროვნული გამოცდების გარეშე, კერძოდ:
ბ.ა) იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;
ბ.ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იმ ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
ბ.გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით.
6. თუ ამ ბრძანების მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
7. თუ ამ ბრძანების მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა დაფინანსების პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, თანაბარი დაფინანსების მიღების უფლება აქვს ორ ან მეტ სტუდენტს, დაფინანსება არ გაიცემა ბოლო ადგილზე.
8. „2008-2009 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად ამ ბრძანების მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართონ არა უგვიანეს 15 ნოემბრისა და უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
9. „2008-2009 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად ამ ბრძანების მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართონ არა უგვიანეს 2008 წლის პირველი დეკემბრისა და უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამ ბრძანების შესაბამისად წარდგენილი განცხადებების შესწავლის მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის ამზადებს გადაწყვეტილების პროექტებს, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
11. თუ ამ ბრძანებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, იგი გადაუნაწილდება იმ კატეგორიის სტუდენტებს, სადაც დაფინანსების მსურველთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას. თანხის გადანაწილება განხორციელდება ამ ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პრინციპით.
12. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების მე-11 პუნქტით გათვალიწინებული ქმედებების შემდეგ ვერ მოხდება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ბოლომდე ათვისება, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე იმ სტუდენტებს, რომელთაც 2008-2009 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 70%-იანი დაფინანსება.
13. ამ ბრძანების მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 70%-იანი დაფინანსება შეევსებათ სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობამდე.
14. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
დანართი
2008-2009 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა
1. პრობლემის აღწერა
საქართველოში დემოკრატიული პროცესების გააქტიურების პირობებში იმატა ახალგაზრდების ჩართულობამ საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ აქტივობის ერთ-ერთი უმთავრესი სფერო განათლებაა. ქართული საგანმანათლებლო სივრცით დაინტერესებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობაც. ამ მოვლენის დღევანდელი მაშტაბების ძირითადი განმსაზღვრელია განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე ძირეული რეფორმები, სახელმწიფო საგანამანათლებლო პოლიტიკა, რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულმა სოციალურმა თუ პოლიტიკურმა კრიზისებმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის ნაწილის ემიგრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ემიგრანტთა უმრავლესობას სხვა ქვეყნის მოქალაქის სტატუსიც მიენიჭა. სამშობლოში დაბრუნება თითქმის ნებისმიერი მათგანის სურვილია. დღეს, როცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა პოლიტიკური აუცილებლობა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრინციპი გახდა, ჩვენი თანამემამულეების დაბრუნება ერთ-ერთ მოგვარებად პრობლემად იქცა მრავალ პრობლემათა შორის, რაც წინამორბედი ხელისუფლების მემკვიდრეობას წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს ლაზების, დეპორტირებული მესხების, ფერეიდნელი ქართველებისა და სხვათა შესახებაც, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც ჩვენი ქვეყნის სერიოზული პასუხისმგებლობა და ძირითადი პრიორიტეტია ევროსაბჭოს წინაშე.
2. პროგრამის მიზნები და ამოცანები
,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების სტიმულირებას და საზღვარგარეთიდან მოღვაწე ჩვენი ყოფილი თანამემამულეების დაინტერესებას საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობაში. აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩართვას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარლებში.
2008-2009 სასაწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა 130 000 ლარი.
დაფინანსება განაწილდება აკრედიტებულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში 2008-2009 საწავლო წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ ეროვნული გამოცდების გარეშე. კერძოდ:
ბ.ა) იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;
ბ.ბ) იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იმ ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
ბ.გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით.
3. მოსალოდნელი შედეგი
პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის დამყარებას, ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებას და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში მათ ჩართვას. ემიგრანტებს გაუჩნდეთ მოტივაცია საქართველოში დასაბრუნებლად. პროგრამის უმთავრესი მიზანი და, შესაბამისად, შედეგი უნდა იყოს ქართული კულტურის, ენის, ისტორიისა და მეცნიერული მიღწევების პოპულარიზაცია, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დაინტერესება, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება. საქართველოში მიღებული განათლება ემიგრანტებისათვის უნდა გახდეს მოტივაცია სამშობლოსთან კავშირის დამყარებაგანმტკიცებისა და შექმნას საფუძველი მათ დასაბრუნებლად.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსებით, რომლებიც საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაეწესებულებებში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კერძოდ, რომლებიც სწავლას ირჩევენ ქართველოლოგიური მიმარულებებით, მოხდება პოპულარიზაცია ქართული კულტურის, ენის, ისტორიის და ა.შ. ეს განაპირობებს მრავალი უცხოელის დაინტერესებას საქართველოთი, როგორც დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნით, რომელიც დემოკრატიული მშენებლობისა და განვითარების პრინციპებს იცავს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩართვამ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უნდა განაპირობოს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანასთან კულტურული და მეცნიერული თანამშრომლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების დაინტერესებას, ითანამშრომლოს ქართულ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ სფეროში.
4. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება
ამ პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველო.
5. რესურსები (პროგრამის განმხორციელებლები)
პროგრამის განხორციელების მიზნით იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ წარდგენილ განცხადებებს. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველო, ფინანსური რესურსების დეპარტამენტი და იურიდიული დეპარტამენტი.
6. პროგრამის ღირებულება, ბიუჯეტი
2008-2009 სასწავლო წლისთვის ეს პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთლიანი თანხა შეადგენს 130 000 ლარს.