,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2567
სარეგისტრაციო კოდი
300.310.000.22.024.012.385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 166, 21/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.012.385

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1–1/2567

2008 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2008 წ., №53, მუხ. 610) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან, არა უგვიანეს თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში პრეტენდენტმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შემოთავაზებულ ფასს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი ცალკეულ ობიექტზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის მიხედვით განისაზღვრება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:

ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 50 000-დან 500 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 500 000-დან 1 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 1 000 000-დან 5 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში, .უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 5 000 000-დან 20 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/ შემოთავაზებული ფასი შეადგენს 20 000 000 ლარზე მეტს, მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს თანხის გადახდის გრაფიკს. მთავრობის მიერ ინფორმაციის მოწონების შემთხვევაში, მინისტრი ამტკიცებს თანხის გადახდის შესაბამის გრაფიკს.

ბ) დებულების მე-11 მუხლის მე-91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მინისტრის პირველი მოადგილე ვ. ლეჟავა

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.11.2008.
როდის იქნა მიღებული „,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 14.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/2567. სარეგისტრაციო კოდი — 300.310.000.22.024.012.385.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №1-1/2567, 14.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.012.385 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80428/