„ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ დებულებებისა და ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 6 ივნისის №422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.22.027.012.388
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №269
2008 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ დებულებებისა და ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 6 ივნისის №422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ დებულებებისა და ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 6 ივნისის №422 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №57, მუხ. 527) დამტკიცებული ,,ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ“ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკონკურსო კომისია იუსტიციის მინისტრს კონკურსის ჩატარებიდან თოთხმეტი დღის ვადაში წარუდგენს კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი