,,ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“
მიღების თარიღი 17.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-159
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.012.393
გამოქვეყნების წყარო სსმ, 167, 25/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.75in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 1.0in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.012.393
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მინისტრის ბრძანება №2-159
2008 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის განსაზღვრის თაობაზე
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის თანდართული წესი.
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ცინცაძემ.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი
ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი არეგულირებს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვრებში ან სპეციფიკური ზონის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაარეგისტრიროს ახალი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის გამოყენებაზეც გავრცელდება მხოლოდ ამ პირის ექსკლუზიური უფლება.
მუხლი 2🔗. ექსკლუზიური უფლების რეგისტრაციის წესი
1. ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი (პირთა ჯგუფი) მიმართავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ «სამტრესტს“, რომელიც განაცხადის შეტანიდან ერთი თვის შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, თოთხმეტი დღის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას ახალი ადგილწარმოშობის ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის საკითხის თაობაზე.
2. განმცხადებელმა „სამტრესტს“ უნდა წარუდგინოს ამ პუნქტში ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმეტაცია:
ა) განცხადება რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვრებში ან სპეციფიკური ზონის ფარგლებში ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით;
ბ) პირის (პირთა ჯგუფის), რომელსაც უნდა მიენიჭოს ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეორგაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლება, სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;
გ) ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ტერიტორიის აღწერას, მისი ზუსტი საზღვრების მითითებით;
დ) საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას, ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში;
ე) იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი ან თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით, ან საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან;
ვ) ღვინის წარმოების ტექნოლოგიური რეგლამენტი, პროდუქციის დამზადების, ჩამოსხმის, ეტიკეტირების, შეფუთვისა და რეალიზაციის პირობების ზუსტი აღწერით;
ზ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს;
თ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
3. „სამტრესტის“ მიერ დოკუმენტების შესწავლა-დადასტურების შემდგომ განმცხადებელი აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს „საქპატენტს“.
4. თუ განაცხადი აკმაყოფილებს საკანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ქვეყნდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით „სამტრესტში“ შემოვა დამატებითი ინფორმაცია ან სხვა ალტერნატიული განაცხადი, «სამტრესტი“ განიხილავს ყველა კონკურენტულ წინადადებას და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც შესაბამისი წარდგინებით ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეორგაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მიზნით მიმართავს „საქპატენტს“ და გადასცემს პირის (პირთა ჯგუფის) მიერ წარმოდგენილ განაცხადს დასკვნითურთ.
მუხლი 3🔗. სამტრესტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პირობები
1. პირი (პირთა ჯგუფი), რომელიც ითხოვს ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას და მის გამოყენებაზე ექსკლუზიურ უფლებას, ვალდებულია:
ა) ან დოკუმენტურად დაასაბუთოს, რომ იგი ფლობს (საკუთრების უფლების ან იჯარის ფორმით) მოცემული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე განლაგებული ვენახების 50 პროცენტზე მეტს;
ბ) ან წარმოადგინოს მოცემული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე განლაგებული ვენახების 50 პროცენტზე მეტის მფლობელებთან მომდევნო 5 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებები ყურძნის შესყიდვის თაობაზე;
გ) ან ფლობდეს ღვინის საწარმოს მოცემული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე და ასევე, წარმოადგინოს აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული ვენახების 30 პროცენტზე მეტის მფლობელებთან მომდევნო 5 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებები ყურძნის შესყიდვის თაობაზე;
დ) ან წარმოადგინოს გეგმა-პროექტი აუთვისებელი ტერიტორიის განაშენიანების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რამდენიმე პირობის სხვადასხვა განმცხადებლის მიერ ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უფრო ადრე წარმოდგენილ და რეგისტრირებულ განაცხადს.
3. პირის (პირთა ჯგუფის) განაცხადის დაკმაყოფილებისა და «საქპატენტის“ მიერ ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შემდგომ, ამ პირს (პირთა ჯგუფს) ენიჭება აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლება. სხვა პირს, რომელიც ამ ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფლობს მიწის ნაკვეთსა და ვენახს, უფლება აქვს ექსკლუზიური უფლების მფლობელ პირთან (პირთა ჯგუფთან) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს იგივე ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა. ამ მიზნით მან განუხრელად უნდა დაიცვას შესაბამისი ტექნოლოგიური რეგლამენტი.
4. ექსკლუზიური უფლების მფლობელ პირს (პირთა ჯგუფს) უფლება აქვს, სხვა პირთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, განახორციელოს კონტროლი დადგენილი ტექნოლოგიური რეგლამენტის პირობების ამ პირის მიერ დაცვაზე. ტექნოლოგიური რეგლამენტის პირობების სისტემატური დარღვევა წარმოადგენს შეთანხმების მოშლის საფუძველს, რის შემდგომაც შეთანხმებისა და ტექნოლოგიური რეგლამენტით დადგენილი პირობების დამრღვევ პირს აეკრძალება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება. ასეთი შეთანხმება შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირისათვის (პირთა ჯგუფისათვის) მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესსა და ოდენობას.
მუხლი 4🔗. დასახელების გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლების შეცვლის, შეწყვეტისა და გამოყენების შეზღუდვის წესი
1. დასახელების გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლების შეცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ უფლების მფლობელი პირის (პირთა ჯგუფის) თანხმობით მოხდა ექსკლუზიური უფლების გასხვისება ან გადაცემა სხვა პირისთვის, რის შესახებაც უნდა არსებობდეს „სამტრესტის“ თანხმობა.
2. თუ აღმოჩნდება, რომ პირმა (პირთა ჯგუფმა) დაარღვია ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი პირობები, „სამტრესტი“ იღებს გადაწყვეტილებას მისთვის ექსკლუზიური უფლების შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც შესაბამისი წარდგინებით მიმართავს „საქპატენტს“.
3. პირს ასევე უწყდება ექსკლუზიური უფლება, თუ დადასტურდა, რომ დასახელების გამოყენების ექსკლუზიური უფლების რეგისტრაციის მომენტიდან გასულია 2 წელზე მეტი დრო და პირს არ განუხორციელებია არავითარი საქმიანობა აღნიშნული უფლების გამოყენებისათვის, არ უწარმოებია შესაბამისი დასახელების პროდუქცია, სხვა პირისთვის არ გადაუცია წერილობითი შეთანხმებით ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება.
4. ყოველწლიურად „სამტრესტი“ ახორციელებს ექსკლუზიური უფლების მქონე პირის გადამოწმებას, სწორად იყენებს თუ არა აღნიშნული პირი დასახელებულ უფლებას და ზედმიწევნითაა თუ არა დაცული ამ პირის მიერ შესაბამისი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური რეგლამენტი. „სამტრესტმა“ ასეთივე გადამოწმება უნდა განახორციელოს იმ პირების მიმართაც, რომლებიც ექსკლუზიური უფლების მქონე პირთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიიღებენ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას.
5. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოცულობის გათვალისწინებით, «სამტრესტი“ იღებს გადაწყვეტილებას ექსკლუზიური უფლების გამოყენების ერთი წლის ვადით შეზღუდვის თაობაზე.
6. დასახელების გამოყენების ექსკლუზიური უფლება პირს ასევე შეუწყდება, თუ იგი საკუთარი ინიციატივით მიმართავს „საქპატენტს“ და წარადგენს „სამტრესტის“ თანხმობას.