⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.01.2012)
გაუქმებულია:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 19.11.2008
ძალის დაკარგვა 09.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №987
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.405
გამოქვეყნების წყარო სსმ, 170, 01/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,043 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.11.2008 მიღება
09.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.Heading7Char {mso-style-name:"Heading 7 Char"; font-family:"Times New Roman","serif"; color:#365F91; text-transform:uppercase; letter-spacing:.5pt;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 37.4pt 42.25pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.405 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №987 2008 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ნოდია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი ავტონომიური მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელობო, უმაღლესი პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის პროგრამებს. 2. უნივერსიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემოკლებით: სსიპ – თესაუ. უნივერსიტეტის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით. 4. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ბეჭედზე ასახულია უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 5. უნივერსიტეტში საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 7. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: 2200, ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის  ქ. №1. თავი II უნივერსიტეტის ავტონომიურობა     მუხლი 2🔗 1. უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელიც მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 2. უნივერსიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს და ახორციელებს აკადემიურ, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას. თავი III უნივერსიტეტის მიზნები     მუხლი 3🔗 1. ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა. 2. თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, უმაღლესი განათლების პირთა მომზადება. 3. სამეცნიერო საქმიანობისათვის ხელშეწყობა. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება. 5. საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებისათვის ხელშეწყობა. თავი IV უნივერსიტეტის ფუნქციები და საქმიანობის საგანი     მუხლი 4🔗 1. უნივერსიტეტი ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას. 2. უნივერსიტეტი ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 3. ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. 4. ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტისათვის სწავლის პირობების შესაქმნელად. 5. ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას. 6. თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან. 7. ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას. 8. ემსახურება მეცნიერების განვითარებას, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ-სამართლებრივ გარემოში. 9. ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას. 10. უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და ღია ხასიათს, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით. 11. უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ წესდების III თავით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. თავი V უნივერსიტეტის მართვა     მუხლი 5🔗 1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან. 2. უნივერსიტეტის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.     მუხლი 6🔗 1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) საქმიანობა განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი დებულებით.     მუხლი 7🔗 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უნივერსიტეტში სტრუქტურული ერთეულების დებულებები არ ითვალისწინებს ამ პრინციპების შემზღუდავ ნორმებს.     მუხლი 8🔗 1. უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგი რაოდენობით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 5. უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში შედის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს მიერ მისი არჩევის შემდეგ. 6. პროფესორისა და სტუდენტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.     მუხლი 9🔗 1. წარმომადგენლობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით, ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ო) უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობა, სხდომების მომზადებისა და წარმართვის პროცედურა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს დებულების მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს საბჭო სხდომაზე მისი განხილვის შემდეგ. 3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. წარმომადგენლობით საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.     მუხლი 10🔗 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 4 წლით. 2. სპიკერი აკონტროლებს საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას და შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის წარმომადგენლობით საბჭოს. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.     მუხლი 11🔗 1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს 1 წარმომადგენელი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. 4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადაა   4 წელი. 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით საარჩევნო ვადის ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. 6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა.     მუხლი 12🔗 1. აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების ცნობის წესს; ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს; მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ო) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს) ახორციელებს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას; ტ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილებით განისაზღვრება ფაკულტეტის შექმნის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საკითხი, რასაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 2. აკადემიური საბჭოს საქმიანობა სხდომების მომზადებისა და წარმართვის პროცედურა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დებულების მიხედვით. 3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკადემიურ საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.     მუხლი 13🔗 1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების, შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის ან სხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 3. რექტორად არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 5. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 6. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უნივერსიტეტში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 7. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 8. რექტორი: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურში იღებს და ათავისუფლებს აკადემიურ პერსონალს, ადგენს მათი შრომის ანაზღაურების ოდენობას, პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; გ) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; დ) წყვეტს აკადემიური პერსონალის პრემირების საკითხს; ე) ადგენს რექტორის აპარატის შემადგენლობას; ვ) ნიშნავს და ათავისუფლებს მოადგილეს, აკადემიური საქმიანობით დაკავებულ სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელებს და განსაზღვრავს მათ კომპეტენციას: ზ) საჭიროების შემთხვევაში ბრძანებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებებს; თ) ფაკულტეტის დეკანებთან შეთანხმებითი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს საგანმანათლებლო პროგრამის ერთი დონიდან მეორეზე სტუდენტთა გადასვლის, ფაკულტეტებს შიგნით თუ ფაკულტეტებს შორის და აგრეთვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მათი მობილობის შესახებ; ი) აუცილობლობის შემთხვევაში/სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება, უფლებამოსილების გადამეტება, დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, უნივერსიტეტის მაგისტრალური ხაზიდან გადახვევა ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას. დეკანის არჩევნებამდე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შესრულებას ორი თვით ავალებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ერთ-ერთ წარმომადგენელს; კ) აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემოღება-გაუქმების შესახებ, რასაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო; ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშავებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის პროექტს; მ) ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაზე.     მუხლი 14🔗 1. ადმინისტრაციის ხელძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 5. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 6. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ამავე უნივერსიტეტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების კონკრეტული პროცედურები რეგულირდება დებულებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესახებ.     მუხლი 15🔗 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 3. გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის გათვალისწინებული ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.     მუხლი 16🔗 1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. 5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.     მუხლი 17🔗 1. უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 3. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 4. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალარჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.     მუხლი 18🔗 1. უნივერისტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 2. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები. 3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა შეადგენს საბჭოს შემადგენლობის ერთ/მეოთხედს (1/4). 4. ფაკულტეტის შექმნის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 19🔗 ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) ახორციელებს ამ წესდებით, ფაკულტეტის დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 20🔗 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი. 3. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტებზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციიის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.     მუხლი 21🔗 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარობის არჩევის წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისგან. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში დასაშვებია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევა. მოწვევის წესი, პირობები და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით. 3. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით. 4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.     მუხლი 22🔗 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი. თავი VI უნივერსიტეტის პერსონალი     მუხლი 23🔗 უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.     მუხლი 24🔗 1. უნივერისტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 25🔗 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს ერთი და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი თვით ადრე. 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 26🔗 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება. დამატებით პირობებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.     მუხლი 27🔗 უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი (2009-2010 ს/წლიდან).     მუხლი 28🔗 1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოცემული წესდების შესაბამისად; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის ასამაღლებლად აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. 3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.     მუხლი 29🔗 აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება (2009-2010 ს/წლიდან); ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.     მუხლი 30🔗 1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. 2009-2010 ს/წლიდან უნივერსიტეტის 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება. 3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უნივერსიტეტი. ამასთან, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.     მუხლი 31🔗 1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან ამ პროცესის წარმართვის მიზნით.     მუხლი 32🔗 უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა; ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ზ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.     მუხლი 33🔗 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება ამ უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. მასწავლებელი შეიძლება მოწვეულ იქნეს მხოლოდ საათობრივი ანაზღაურების წესით. 5. დამხმარე პერსონალი არ შეიძლება უნივერსიტეტში დასაქმებული იყოს საგანმანათლებლო საქმიანობით. თავი VII სტუდენტი     მუხლი 34🔗 1. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით, თანაბარ, პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უნივერსიტეტში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების იმ დაწესებულებაში გადატანა; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) განახორციელოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს როგორც სტუდენტი. 3. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. 4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 5. უნივერსიტეტს ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით. უნივერსიტეტი ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა მოცემული წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 9. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, რომ მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 10. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონით და უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ. 11. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 12. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პირადი განცხადება; ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) აკადემიური ან ფინანსური დავალიანება; ე) დისციპლინური ან ეთიკის ნორმების უხეში დარღვევა; ვ) გარდაცვალება. 13. სტუდენტებს აკადემიური შვებულება შეიძლება მიეცეთ ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს, ორსულობის, მშობიარობის და მძიმე ოჯახური პირობების გამო. აკადემიური შვებულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს და უნდა გაფორმდეს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებითა და რექტორის ბრძანებით საგამოცდო სესიის დაწყებამდე.     მუხლი 35🔗 სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა; დაიცვას მოცემული წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნები.     მუხლი 36🔗 1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისიწნებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. თავი VIII უნივერსიტეტის საქმიანობის სახეები და მათი დაფინანსების წყაროები     მუხლი 37🔗 უნივერსიტეტი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში.     მუხლი 38🔗 1. უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, უნივერსიტეტის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; ბ) კერძო გრანტით მიღებული შემოსავლები; გ) შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. 3. უნივერსიტეტის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა ხელფასებით უზრუნველყოფას, უნივერსიტეტის პერსონალის და სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო ამოცანების განხორციელებას, უნივერსიტეტის მიზნების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. თავი IX უნივერსიტეტის ქონება     მუხლი 39🔗 1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. უნივესრიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.     მუხლი 40🔗 უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 41🔗 1. გადაცემული ქონების ნუსხა ერთვის უნივერსიტეტის დაფუძნების აქტს. 2. გადაცემული ქონების ნუსხაში მიეთითება: ა) ქონების ჩამონათვალი; ბ) დამოუკიდებელი აუდიტის მიერ ქონების მდგომარეობის შეფასების შედეგები. 3. უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად. თავი X უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი, ბალანსის შედგენა და შემოწმება     მუხლი 42🔗 უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილების, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.     მუხლი 43🔗 უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი XI უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია     მუხლი 44🔗 უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით შეიმუშავებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.     მუხლი 45🔗 1. უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.