⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.01.2026)
გაუქმებულია:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 24.11.2008
ძალის დაკარგვა 22.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/333
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.012.406
გამოქვეყნების წყარო სსმ, 170, 01/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,541 სიტყვა · ~33 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2008 მიღება
22.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.012.406 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/333 2008 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თანდართული წესდება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ვაშაძე სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაარსდა 1917 წლის 1 მაისს და წლების მანძილზე ევროპული ტიპის ერთადერთი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის – ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. 2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია არის 1917 წელს დაარსებული კონსერვატორიისა და საშუალო-პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება სსიპ – თბილისის სამუსიკო კოლეჯის უფლებამონაცვლე და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 3. ეს წესდება ადგენს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, აგრეთვე კონსერვატორიის სტატუსს, მისი საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს. თავი II სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები     მუხლი 2🔗. სტატუსი 1. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია „თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დამტკიცებისა და მისთვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 აგვისტოს №345 ბრძანებულებით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ხოლო რეორგანიზებულ იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 ივლისის №146 დადგენილებით. 2. კონსერვატორიის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (შემდეგში – კონსერვატორია). 3. კონსერვატორიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ბლანკი, სახაზინო და საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. კონსერვატორია საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. კონსერვატორიის იურიდიული მისამართია: თბილისი, 0108, ალ. გრიბოედოვის ქუჩა №8-10.     მუხლი 3🔗. კონსერვატორიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. კონსერვატორიის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, განათლებისა და ხელოვნების სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „კულტურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და წინამდებარე წესდება. 2. კონსერვატორია თავის ფუნქციებში ავტონომიურია, რაც ნიშნავს კონსერვატორიისა და მისი ძირითადი ერთეულების (ფაკულტეტების) თავისუფლებას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა. 3. კონსერვატორია საქართველოს კანონმდებლობით დადადგენილი წესით და ამ წესდების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და დამოუკიდებლად განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული მართვისა და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი. თავი III კონსერვატორიის მიზნები, ძირითადი საქმიანობა და კომპეტენციები     მუხლი 4🔗. კონსერვატორიის მიზნები და ძირითადი საქმიანობა 1. კონსერვატორიის მიზნებია: ა) უმაღლესი აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; ბ) ინდივიდუალური მხატვრულ-მუსიკალური შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად უმაღლესი აკადემიური და პროფესიული სამუსიკო განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ისტორიული და თანამედროვე გამოცდილების საფუძველზე სამეცნიერო კვლევის განხორციელება; გ) ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ღირებულებების შეცნობა/დამკვიდრება; დ) შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მუსიკოს-შემსრულებლების, კომპოზიტორების, მსოფლიო და ქართული მუსიკის მკვლევარების/მუსიკოლოგების მომზადება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სამუსიკო განათლების შეთავაზება; ე) ქვეყანაში მუსიკალური კულტურის განვითარებისთვის აუცილებელი სამუსიკო განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი შემოქმედებით-საშემსრულებლო და პედაგოგიურ-სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, საშემსრულებლო-შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა; ვ) კონსერვატორიის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება და ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ამ უკანასკნელთა სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობითა და კონსერვატორიის მიერ დადგენილი წესით, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით. 2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე კონსერვატორია უზრუნველყოფს: ა) უმაღლესი სამუსიკო განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლების, შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, რაც ნიშნავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლებას დამოუკიდებლად განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა სასწავლო პროგრამების ფარგლებში და მათი განვითარების მიზნით; ბ) უმაღლესი სამუსიკო განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში; გ) უმაღლესი სამუსიკო განათლების, შემოქმედებისა და მეცნიერების ინტეგრაციას; დ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ხელშეწყობას; ე) სწავლების, სწავლისა და შემოქმედებითი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას; ვ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით; ზ) მართვისა და კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას; თ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. 4. დასახული მიზნების მისაღწევად კონსერვატორია: ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით უნარებსა და თეორიულ ცოდნას, შემოქმედებითი და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას, რისთვისაც შეიმუშავებს ძირითად და დამატებით სასწავლო პროგრამებს, ორგანიზებას უკეთებს სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკას და სტაჟირებას სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად; ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ე) თანამშრომლობს ევროპული კონსერვატორიების ასოციაციასთან, უცხოეთის და საქართველოს სხვა მუსიკალურ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და კულტურულ ცენტრებთან; ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას; ზ) სასწავლო-სამეცნიერო მიზნებით ორგანიზებას უკეთებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებს, ფესტივალებს, სიმპოზიუმებს, კონფერენციებს, სემინარებს, ლექციებს, ლექცია-კონცერტებსა და მასტერკლასებს; თ) ემსახურება მუსიკალური კულტურისა და მუსიკის შესახებ მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლების, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით; ი) გამოსცემს სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო-მეთოდურ და სანოტო ლიტერატურას, ზრუნავს ბიბლიოთეკის ფონდის დაცვა-შევსებაზე; კ) ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას სწავლისა და შემოქმედებით-სამეცნიერო მოღვაწეობისთვის; ლ) ქმნის აქტუალურ მიმართულებათა შემოქმედებით კოლექტივებს კონსერვატორიის სტუდენტებისა და პერსონალის ბაზაზე; მ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. 5. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისა – საორგანიზაციო საკითხებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში; ბ) სწავლების თავისუფლებისა – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების შედგენა-დამტკიცების საკითხებში; გ) სწავლის თავისუფლებისა – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში. 6. კონსერვატორიაში პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების შექმნა დაუშვებელია.     მუხლი 5🔗. სწავლების ენა კონსერვატორიაში სწავლების ენა არის ქართული. სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.     მუხლი 6🔗. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამტკიცებს კონსერვატორიის წესდებას; ბ) უზრუნველყოფს კონსერვატორიის პროგრამულ დაფინანსებას; გ) მონაწილეობს კონსერვატორიის სააკრედიტაციო პირობების შემუშავებაში; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. თავი IV კონსერვატორიის სტრუქტურა და მართვა     მუხლი 7🔗. კონსერვატორიის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულები 1. კონსერვატორია შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკის და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან. 2. კონსერვატორიის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. 3. კონსერვატორიის სტრუქტურას შეადგენს: ა) საშემსრულებლო ფაკულტეტი და ფაკულტეტის სამდივნო; ბ) კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტი და ფაკულტეტის სამდივნო; გ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ფაკულტეტის სამდივნო; დ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; ე) ბიბლიოთეკა; ვ) რექტორის აპარატი; ზ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი/ადმინისტრაციული დეპარტამენტი; თ) ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი; ი) საზღვარგარეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; კ) დიდი დარბაზი; ლ) მცირე დარბაზი; მ) საოპერო სტუდია.     მუხლი 8🔗. კონსერვატორიის ფაკულტეტი 1. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საფაკულტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. ფაკულტეტს ჰყავს ფაკულტეტის საბჭო, დადგენილი წესით არჩეული დეკანი და სამდივნო. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 2. კონსერვატორიის ფაკულტეტებია: ა) საშემსრულებლო; ბ) კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის; გ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა.     მუხლი 9🔗. კონსერვატორიის კომპეტენცია, მართვის პრინციპები და მართვის ორგანოები 1. კონსერვატორია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) ახორციელებს საშუალო-პროფესიულ პროგრამებს 2009-2010 სასწავლო წლამდე, უმაღლეს პროფესიულ და აკადემიურ – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებსა და აკადემიურ ხარისხებს; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს ევროპული კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემით; გ) ამტკიცებს ფაკულტეტების სასწავლო, შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; დ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს კონსერვატორიის შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს; ე) ამტკიცებს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს; ვ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს ფაკულტეტების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს მომავალი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული კომპონენტებისთვის;    ზ) ირჩევს კონსერვატორიის მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. კონსერვატორიის მართვის პრინციპებია: ა) კონსერვატორიის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობა და მათი ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური და შემოქმედებითი თავისუფლება; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში; დ) თანასწორი მოპყრობა განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა, კონკურსების საჯაროობა. 3. კონსერვატორიის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 4. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.     მუხლი 10🔗. კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭო და მისი არჩევის წესი 1. კონსერვატორიის წარმომადგენლობითი ორგანოა კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა კონსერვატორიის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ, ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა აღემატება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობას და შეადგენს 25 წევრს. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება კონსერვატორიის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას და შეადგენს 4 წელს. 4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად რიცხვის დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი შედის ავტომატურად. 6. პროფესორისა და სტუდენტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია კონსერვატორიასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.     მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს კონსერვატორიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს კონსერვატორიის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს, ფაკულტეტების დებულებებს, კონსერვატორიის მართვის ორგანოების არჩევის წესს და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებს; გ) ამტკიცებს შემოქმედებითი ტურების პირობებსა და ჩატარების წესს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესს; დ) ამტკიცებს კონსერვატორიის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ე) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ზ) ამტკიცებს კონსერვატორიის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; თ) ამტკიცებს კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; ი) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; კ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; მ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მათი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას, შრომის ანაზღაურების პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ამტკიცებს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო იკრიბება სემესტრში არანაკლებ ორჯერ. რიგგარეში სხდომის მოწვევა შეიძლება აკადემიური საბჭოს, სპიკერის ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 2/3-ის მოთხოვნით. სხდომების მომზადებისა და წარმართვის პროცედურა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციით. 3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. წარმომადგენლობით საბჭოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ვადამდე უწყდება უფლებამოსილება კონსერვატორიის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში.     მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) კონსერვატორიის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობა; ვ) კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის დასაბუთებული მოთხოვნა.     მუხლი 13🔗. კონსერვატორიის აკადემიური საბჭო და მისი არჩევის წესი 1. კონსერვატორიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა კონსერვატორიის აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს სამი წარმომადგენელი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. 4. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის – ბაკალავრიატის ხანგრძლივობის ვადით, რაც შეადგენს 4 წელს. 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის, ანუ 2 წლის გასვლის შემდეგ.     მუხლი 14🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი 1. აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს კონსერვატორიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს კონსერვატორიის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების და უმაღლესი განათლების კრედიტების ცნობის წესს; ლ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას; მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; ნ) ისმენს და ამტკიცებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშს; აგრეთვე, ფაკულტეტის დეკანის ანგარიშს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების თაობაზე და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ანგარიშს; ო) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას, შრომის ანაზღაურების პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; პ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; რ) ირჩევს კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; ს) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო-შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ტ) შეიმუშავებს შემოქმედებითი ტურების პირობებსა და ჩატარების წესს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. აკადემიური საბჭო იკრიბება თვეში არანაკლებ ერთხელ. რიგგარეში სხდომის მოწვევა შეიძლება რექტორის ან აკადემიური საბჭოს წევრთა 2/3-ის მოთხოვნით. სხდომების მომზადებისა და წარმართვის პროცედურა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციით 3. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; 4. აკადემიურ საბჭოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ვადამდე უწყდება უფლებამოსილება კონსერვატორიის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში.     მუხლი 15🔗. კონსერვატორიის რექტორი 1. რექტორი არის კონსერვატორიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს კონსერვატორიას ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია კონსერვატორიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების, შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. რექტორს ირჩევს კონსერვატორიის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს კონსერვატორიის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი, რომელსაც ექნება უმაღლესი აკადემიური მუსიკალური განათლება. 3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას კონსერვატორიის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 4. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, კონსერვატორიაში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 6. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.     მუხლი 16🔗. კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის კონსერვატორიის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს კონსერვატორიას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. 4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა კონსერვატორიაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს კონსერვატორიის ადმინისტრაციას, მათ შორის, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს; ბ) უფლებამოსილია კონსერვატორიის სახელით, მისი ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურას, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს კონსერვატორიის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია კონსერვატორიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 8. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.     მუხლი 17🔗. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. კონსერვატორიაში სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად. შეფასებაში, რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მონაწილეობას იღებენ აგრეთვე კონსერვატორიის სტუდენტები. 2. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც შეიძლება იყოს კონსერვატორიის სრული ან ასოცირებული პროფესორი. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 5. სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ფაკულტეტების შესაბამის სამსახურებთან. ეხმარება მათ სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვისა და სხვა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში.     მუხლი 18🔗. კონსერვატორიის ბიუჯეტის შედგენა და მისი დამტკიცების წესი 1. კონსერვატორიის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტებთან და კონსერვატორიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს კონსერვატორიის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 3. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 4. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალარჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.     მუხლი 19🔗. ფაკულტეტი, ფაკულტეტის საბჭო და მისი უფლებამოსილება 1. ფაკულტეტი კონსერვატორიის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის მინიჭებას. 2. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება ფაკულტეტზე არსებული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. 3. თითოეული ფაკულტეტის საბჭოს რიცხოვნობა და შემადგენლობა, საბჭოს არჩევის წესი, განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. 4. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა შეადგენს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ს. 5. ფაკულტეტის საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებსა და გეგმებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ცვლილებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს; ზ) მონაწილეობს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შემუშავებაში, რომელსაც კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო; თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს მომავალი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;     ი) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 20🔗. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე კანონმდებლობითა და კონსერვატორიის მართვის ორგანოების არჩევნების წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. დეკანად შეიძლება აირჩეს სრული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. 3. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 21🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. სადისერტაციო საბჭოს შედგენის, თავმჯდომარის არჩევისა და საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად. 3. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე. 4. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან. დასაშვებია ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირის მოწვევა. საბჭოში სხვა შესაბამისი პირის მოწვევის წესი და პირობები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით. 5. სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორის ხარისხის მინიჭება ხდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 6. კონსერვატორია უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.     მუხლი 22🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თავისი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის უფროსს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად და პასუხისმგებელია ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატურ შეფასებაზე, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომელსაც უკავია სრული/ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. თავი V კონსერვატორიის პერსონალი     მუხლი 23🔗. პერსონალი კონსერვატორიის პერსონალი შედგება აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობებისაგან.     მუხლი 24🔗. აკადემიური პერსონალი 1. კონსერვატორიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. ა) ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი. ასისტენტ-პროფესორი უძღვება ლაბორატორიულ, სასემინარო ან პრაქტიკულ მეცადინეობებს; ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი; ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს ძირითად სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს ასისტენტ-პროფესორებისა და სტუდენტების შემოქმედებით და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; გ) სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი; სრული პროფესორი უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორების, ასისტენტ-პროფესორებისა და სტუდენტების შემოქმედებით და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს, შემოქმედებით საქმიანობასა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 25🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი და პირობები 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს კონსერვატორიის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. მუსიკალურ-თეორიული და ჰუმანიტარული სპეციალობებისთვის შეიძლება არჩეულ იქნეს: ა) სრულ პროფესორად – დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. გ) ასისტენტ-პროფესორად – დოქტორი ან დოქტორანტი. 5. საშემსრულებლო სპეციალობებისთვის პირი შეიძლება არჩეულ იქნეს: ა) სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე – პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულ ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება; ბ) ასოცირებულ პროფესორად – პირი, რომელსაც აქვს: ბ.ა) უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად (სრულ, ასოცირებულ, ასისტენტ-პროფესორად) მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება; ბ.ბ) უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება; გ) ასისტენტ-პროფესორად – დოქტორი ან დოქტორანტი. 6. დამატებითი პირობები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს კონსერვატორიის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 26🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და უფლება-მოვალეობები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. 2. აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს კონსერვატორიის მართვაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად; ბ) განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის ასამაღლებლად აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 4. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას კონსერვატორიის წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. 5. კონსერვატორია უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. 6. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება;     ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება; ვ) დატვირთვის ზღვრული ოდენობის შეუვსებლობა; ზ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.     მუხლი 27🔗. აკადემიური წოდებები 1. აკადემიური წოდება არის წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება უცხო ქვეყნის მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან საქართველოს მოქალაქეს აკადემიურ მოღვაწეობაში პროფესიული აღიარებისათვის. 2. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 3. კონსერვატორიის 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება. 4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს კონსერვატორია. ამასთან, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კონსერვატორიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით კონსერვატორიის ბიუჯეტის ფარგლებში.     მუხლი 28🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. კონსერვატორიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, კონსერვატორიისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი, ამ უკანასკნელს უთანაბრდება კონცერტმაისტერი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და კონსერვატორიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. კონსერვატორია უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.     მუხლი 29🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება კონსერვატორიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა; ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კონსერვატორიის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობა; ზ) კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; თ) ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა.     მუხლი 30🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი ზღვრული დატვირთვით. პედაგოგიურ დატვირთვასთან ერთად მათ შეიძლება ეკავოთ ადმინისტრაციული თანამდებობა კონსერვატორიაში ან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სხვა დაწესებულებაში. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მომუშავე პირის პედაგოგიური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს, კონსერვატორიაში ამ კატეგორიის პერსონალის ზღვრული დატვირთვის ნახევარს. თავი VI სტუდენტი     მუხლი 31🔗. სტუდენტი, მისი უფლებები და მოვალეობები 1. კონსერვატორიის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს კონსერვატორიაში უმაღლესი პროფესიული ან აკადემიური – ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად. 2. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებით საქმიანობასა და მეცნიერულ კვლევაში; გ) კონსერვატორიის წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით დადგენილი წესით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კონსერვატორიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და კონსერვატორიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და კონსერვატორიის წესდების შესაბამისად; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, კონსერვატორიისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ი) აირჩიოს სასწავლო პროგრამა; კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში; ლ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 3. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. კონსერვატორიის მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს როგორც სტუდენტი. 4. კონსერვატორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, დაწესებულების შინაგანაწესითა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით. 5. კონსერვატორიას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. კონსერვატორია ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კონსერვატორიის წესდებით და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, კანონმდებლობის დაცვითა და სამართლიანი პროცედურის გზით. 8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, კონსერვატორიის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას, ისარგებლოს კანონითა და ეთიკის კოდექსით დადგენილი უფლებებით და სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 9. სტუდენტის სტატუსი წყდება: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას; ბ) საკუთარი სურვილით: გ) აკადემიური მოუსწრებლობის მიზეზით, შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შინაგანაწესის, სტუდენტის ეთიკის კოდექსისა ან სხვა დებულებებით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი უხეში დარღვევისათვის; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 10. სტუდენტი ვალდებულია: ა) კონსერვატორიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა და გათვალისწინებულია სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში; ბ) დაიცვას კონსერვატორიის წესდება, ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი.     მუხლი 32🔗. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები 1. კონსერვატორიაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს კონსერვატორიის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას კონსერვატორიის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან კონსერვატორიის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. კონსერვატორიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. თავი VII უმაღლესი სამუსიკო განათლების სახეები და საფეხურები     მუხლი 33🔗. უმაღლესი სამუსიკო განათლების სახეები და საფეხურები 1. კონსერვატორიაში ხდება უმაღლესი პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლების მიღება 2. უმაღლესი პროფესიული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია ისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სამუსიკო სპეციალობების საშემსრულებლო და თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია კურსდამთავრებულის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და მისი პრაქტიკული საქმიანობისთვის, მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად. უმაღლესი პროფესიული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფენ სკოლისგარეშე სამუსიკო საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების დახვეწა-განვითარებას და პროფესიულ დონეზე აყვანას. პროფესიული პროგრამების დაუფლება სტუდენტს შესაძლებლობას უქმნის ბაკალავრიატის შესაბამის კურსზე სწავლის გასაგრძელებლად. პროფესიული პროგრამები მოიცავს 120-180 კრედიტს, კურსდამთავრებულს შესაბამისი კრედიტების მოპოვების შემთხვევაში ეძლევა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი. 3. უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხურებია: ა) ბაკალავრიატი – უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების პირველი საფეხური – ისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სამუსიკო სპეციალობების საშემსრულებლო-შემოქმედებითი და თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს კურსდამთავრებულს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს. კურსდამთავრებულს შესაბამისი კრედიტების დაგროვების შემთხვევაში ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბ) მაგისტრატურა – უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მეორე საფეხური – ისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც საშემსრულებლო-შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გაღრმავებასთან ერთად აუცილებლად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს. მაგისტრატურის სასწავლო პროგრამა სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს სტუდენტის მიერ ისეთი საშემსრულებლო-შემოქმედებითი და კვლევითი მუშაობის ჩატარებას, რომელთა შედეგებს შეუძლიათ არსებული ცოდნის საგრძნობი გაფართოება და რომელთა საფუძველზე იგი შეძლებს საშემსრულებლო პროგრამისა და რეფერატის/საკვალიფიკაციო ნაშრომის წარმოდგენას; სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს. კურსდამთავრებულს შესაბამისი კრედიტების დაგროვების შემთხვევაში ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი; გ) დოქტორანტურა – უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური – ისეთი სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური კადრების მომზადებას; სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს. შესაბამისი კრედიტების დაგროვების და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი. 4. კონსერვატორიის მიერ განხორციელებული უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სასწავლო პროგრამების გავლისა და შესაბამისი კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. 5. კონსერვატორიის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან/და მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებლად გაიცემა შესაბამისი დიპლომი სტანდარტული დანართით, რომელიც დიპლომთან ერთად ადასტურებს სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსს. 6. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო ცნობა.     მუხლი 34🔗. უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის პირობები 1. უმაღლეს პროფესიულ პროგრამებსა და ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მფლობელსა და მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც გაივლის შემოქმედებით ტურებსა და ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს, სპეციალობის შეცვლის შესაძლებლობით ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რომელიც ჩაირიცხება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული წესით.     მუხლი 35🔗.   დოქტორანტურაში სწავლის პირობები 1. დოქტორანტურაში სწავლის მიზანია შესაბამისი პროფილის სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადება. 2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 3. კონსერვატორია უზრუნველყოფს დოქტორანტს შესაბამისი ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს საშემსრულებლო-შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ჩასატარებლად, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო-შემოქმედებით საზოგადოებაში. 4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტზე არსებული სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულებით განსაზღვრული წესისა და მოთხოვნების დაცვით.     მუხლი 36🔗. კონსერვატორიაში სტუდენტთა მიღების წესი 1. კონსერვატორიაში უმაღლეს პროფესიულ პროგრამებსა და უმაღლესი აკადემიური განათლების I საფეხურზე (ბაკალავრიატში) სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხდება შემოქმედებითი ტურებისა და ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული წესით. 2. მაგისტრატურაში მიიღება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით ჩააბარებს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებს. 3. დოქტორანტურაში მიიღება მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე (შესაბამისი კრედიტების მქონე) პირი, რომელიც შესაბამისი ფაკულტეტის დებულების დადგენილი წესით ჩააბარებს დოქტორანტურაში მისაღებ გამოცდას. 4. შემოქმედებითი ტურების, ისევე როგორც აკადემიური უმაღლესი განათლების II და III საფეხურზე მისაღები გამოცდების მოთხოვნები, პარამეტრები და კრიტერიუმები შემუშავდება ყოველ ფაკულტეტზე, რაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებითა და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, მტკიცდება კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.     მუხლი 37🔗. საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დოკუმენტების ცნობა 1. საზღვარგარეთ სწავლის დროს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწავლო პროგრამებისა და მიღწეული შედეგების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭოს მიერ დადგინდება მათი შესაბამისობა კონსერვატორიის სასწავლო პროგრამებთან. 2. საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის წესით. თავი VIII კონსერვატორიის საქმიანობის სახეები, დაფინანსების წყაროები და ქონება     მუხლი 38🔗. კონსერვატორიის ეკონომიკური საქმიანობა კონსერვატორიამ შეიძლება შექმნას კვალიფიკაციის ამაღლება/სტაჟირებისა და მოსამზადებელი კურსები, განახორციელოს საკონცერტო-შემოქმედებითი საქმიანობის ორგანიზება და გაწიოს შესაბამისი მომსახურება, საგამომცემლო-ბეჭდვითი საქმიანობა და ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.     მუხლი 39🔗. კონსერვატორიის დაფინანსება 1. კონსერვატორიის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, შემოქმედებით საქმიანობაზე, კონსერვატორიის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2. კონსერვატორიის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; გ) ფიზიკური პირის მიერ გადახდილი სწავლის საფასური, კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებით-საკონცერტო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. 3. კონსერვატორიის მიერ მიღებული დაფინანსება და შემოსავალი, მისი წყაროს მიუხედავად, უნდა დაიხარჯოს მიზნობრივად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 40🔗. კონსერვატორიის ქონება და ქონებით სარგებლობა 1. კონსერვატორიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. კონსერვატორიის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.     მუხლი 41🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანოობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 42🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. კონსერვატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 2. კონსერვატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 43🔗.   საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. კონსერვატორიამ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 44🔗. კონსერვატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კონსერვატორიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. 2. კონსერვატორიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. კონსერვატორიის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 45🔗. კონსერვატორიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი კონსერვატორიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.