,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 27.11.2008
ძალის დაკარგვა 13.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №271
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.414
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 27/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.06.2000
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.0pt 73.35pt .25in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.414
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №271
2008 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №64 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტს აქვს ორი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი დასახელებით.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზება და კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშგების ანალიზი და განხილვა;
ვ) სამინისტროს ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და დროულად წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება და შესაბამისი აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შენობების დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება.
თავი III
დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
მუხლი 8🔗
ეკონომიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტისა და სპეციალური სახსრების შემოსავლებისა და ხარჯთანუსხის საპროგნოზო მაჩვენებლების წარმოდგენა დამტკიცებული ვადების შესაბამისად;
ბ) ბიუჯეტის პროექტის შედგენის, დაფინანსების, ანგარიშგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიიღოს საჭირო მონაცემები და ინფორმაცია ან/და შესაბამისი ახსნა-განმარტების მისაცემად მოიწვიოს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები;
გ) შეზღუდოს ან, აუცილებლობის შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შეაჩეროს სახაზინო სამსახურის მიერ იმ სტრუქტურული ერთეულის დაფინანსება, რომელსაც არა აქვს წარმოდგენილი ხარჯების გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტები ან რომელთა მიმართ გამოვლინდა საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები;
დ) სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით, შეიმუშაოს პროექტები, სამუშაო გეგმები და ამ პროცესში ითანამშრომლოს სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 9🔗
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 10🔗
1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო:
ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და დროულად გაცემას;
გ) უზრუნველყოფს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ აღრიცხვას;
დ) მონაწილეობას იღებს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ახორციელებს ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროულ განსაზღვრასა და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას;
ე) აწესებს კონტროლს სალაროს მუშაობაზე;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან ბალანსების დროულად მიღებას, ადგენს სამინისტროს ნაერთ ბალანსს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
2. ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველო:
ა) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესს, უზრუნველყოფს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, შესაბამისი დაწესებულებულებისათვის დასამტკიცებლად წარდგენას და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების დაშვებას;
ბ) სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს საშუალოვადიანი გეგმის შემუშავებას;
გ) უზრუნველყოფს, წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს სისტემის თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით ხარჯების კვარტალური განწერის შედგენას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;
დ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირებას;
ვ) უზრუნველყოფს წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის დროულ წარდგენას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ზ) უზრუნველყოფს წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების წარმართვას, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემასა და აღრიცხვას;
ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირ _ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
კ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;
ლ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული, კვარტალური და ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენას.
3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს შინაგანწესის შესრულებას, ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;
ბ) მონაწილეობს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში;
გ) უზრუნველყოფს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, შეიმუშავებს ღონისძიებებს სახანძრო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის სახანძრო, ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლების გათვალისწინებით;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობას და დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების დროულად გატანას;
ე) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების პროცესს;
ვ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობებს და მონაცემებს წარუდგენს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს;
ზ) უზრუნველყოფს შენობის გათბობის საკითხების ორგანიზებას, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისათვის საჭირო განაცხადის მომზადებას;
თ) კონტროლს აწესებს საწვავის ხარჯვასა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე სამინისტროში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად;
ი) ინსპექტირებას უწევს სამინისტროს სამსახურებრივი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქალაქის სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობას შენობაში ელექტრო, წყალსაკანალიზაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ლ) კოორდინაციას უწევს სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
მ) უზრუნველყოფს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი V
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) მინისტრის უფლებამოსილ მოადგილესთან შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ორგანიზაციას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
ვ) საბიუჯეტო პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებს ხარჯების დამტკიცებული კლასიფიკაციის მიხედვით;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, ორგანიზაციას უწევს ტენდერების მარკეტინგული სამუშაოების ჩატარებას;
თ) აანალიზებს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, არასაგადასახადო შემოსავლების გეგმის შესრულებას, არაფინანსური აქტივების დაცვისა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მდგომარეობას;
ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
კ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
მ) წარუდგენს მინისტრს და მინისტრის უფლებამოსილ მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ო) ანგარიშს წარუდგენს მინისტრს და მინისტრის უფლებამოსილ მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტის სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის უფლებამოსილი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი 15🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) სამმართველოს სპეციალისტები;
გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.